ქართული კერძები

ხბოს ჩაქაფული - გაზაფხულის ექსკლუზიური კერძი სააღდგომოდ

fun time

15:44 შაბ. 1 მაისი, 2021 წელი

ჩაქაფული ტრადიციული
რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ჩაქაფულის უცვლელი ინგრედიენტები - ტარხუნა და ახალი ტყემალი გაზაფხულზე შემოდის, ამ დროს დიდი მარხვაც სრულდება და სწორედ ამიტომ ამ კერძის დროც სწორედ ახლა დგება. კლასიკური ჩაქაფულისთვის ბატკნის ხორცია საჭირო, თუმცა მომზადება ხბოს ხორცითაც შეიძლება. დღეს ხბოს ჩაქაფულის რეცეპტს გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვიზიარებს.

 

ხბოს ჩაქაფულის მოსამზადებლად საჭიროა:

ხბოს ხორცი - 1 კგ;
ქინძი - 300 გრ;
მწვანე ხახვი - 300 გრ;
ტარხუნა - 300 გრ;
ახალი მწვანე ნიორი - 1-2 ღერი;
ახალი ტყემალი - 200 გრ;
თეთრი ღვინო - 0,5 ლიტრი;
კარაქი - 100 გრ;
მწვანე წიწაკა და მარილი - გემოვნებით.

ხბოს ჩაქაფულის მომზადების წესი:

კარგად გარეცხილი ხბოს ხორცი დაჭერით სასურველ ზომებად.
მწვანილები საგულდაგულოდ გარეცხეთ და დაჭერით.

მოზრდილ ქვაბში ხორცი და მწვანილები ფენებად ჩააწყვეთ - ქვაბში ჯერ ხორცი მოათავსეთ, ზემოდან მწვანილები მოაყარეთ, შემდეგ ისევ ხორცი და ზემოდან კვლავ მწვანილები.

ხორციან და მწვანილებიან ქვაბში ჩაამატეთ კარაქი, დაჭრილი წიწაკა, მოაყარეთ ტყემალი, მოასხით თეთრი ღვინო და დადგით ნელ ცეცხლზე.

როგორც კი კერძი წამოდუღდება, მოურიეთ და მარილით შეაგემეთ.

და, აი, როცა სამზარეულოში მადისაღმძვრელი სურნელი დატრიალდება, ხორცი შეამოწმეთ - თუკი მოიხარშა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაქაფული მზად არის.

შენიშვნა:

ამავე მეთოდით მზადდება ბატკნისა და სოკოს ჩაქაფული;
ჩაქაფულის მომზადებისას ხორცი მხოლოდ ღვინოში იხარშება და კერძი წყლის დამატებას არ საჭიროებს!
ჩაქაფულის მომზადების დრო ხბოს ხორცის მოხარშვაზეა დამოკიდებული - მთლიანობაში, სავარაუდოდ, 40-50 წუთი სჭირდება.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა