ქართული კერძები

საცივი - თბილისელი მეგრელების რეცეპტი

fun time

15:00 სამ. 29 დეკემბერი, 2020 წელი

საცივი ქათმის

14
დაკოპირებულია

სანამ დაგუგლავთ, როგორ მოვამზადო საცივი და მზადებას შეუდგებით, გაითვალისწინეთ, რომ მთავარ ინგრედიენტს ვერც ერთ ბაზარში და მარკეტში ვერ შეიძენთ, იმიტომ, რომ ეს არის თქვნი კარგი განწყობა. დიახ, მთავარი საახალწლო კერძი ხალისიანი განწყობით უნდა მოამზადოთ, რათა მთელი წელი მხიარული და ბედნიერი გქონდეთ.

საცივი ერთ-ერთი გავრცელებული სადღესასწაულო კერძია მთელ საქართველოში, თუმცა მის სამშობლოდ მაინც დასავლეთი საქართველო ითვლება. საცივის მოსამზადებლად არჩევენ რაც შეიძლება თეთრ ნიგოზს და ხარისხიან სანელებლებს.

საცივის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

  • ქათამი ან ინდაური - 2 კგ.
  • თეთრი ნიგოზი - 700 გრ.
  • ხახვი - 2 თავი საშუალო ზომის
  • ხმელი ქინძი - 1 ჩაის კოვზი
  • უცხო სუნელი - 1,5 ჩაის კოვზი
  • ზაფრანა - 1 ჩაის კოვზი
  • წითელი წიწაკა - 1 ჩაის კოვზი
  • ნიორი - 4 კბილი
  • მარილი გემოვნებით
  • სურვილის შემთხვევაში - დანის წვერით დარიჩინი და 3 ცალი მიხაკი

მომზადების წესი:

1. ქათამი ან ინდაური მოხარშეთ (ბულიონი არ გადაღვაროთ), შემდეგ კი ცოტა ხნით ღუმელში მოათავსეთ. ოდნავ რომ დაიბრაწება, გამოიღეთ, გააგრილეთ და დაჭერით;

2. ხახვი წვრილად დაჭერით და ტაფაზე დაყარეთ. მოასხით ბულიონის ცხიმი და მოშუშეთ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს;

3. თეთრი, ცხიმიანი ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში, წვრილ ბადეზე ორჯერ გაატარეთ. მასთან ერთად გაატარეთ ნიორიც. დაამატეთ სუნელები და ხელით კარგად დაზილეთ. ხარისხიან, ცხიმიან ნიგოზს ზეთი მალე გამოუვა, რომელიც ცალკე ჭურჭელში უნდა შეინახოთ.

4. გატარებული ნიგოზი და ნიორი, მოშუშული ხახვი და სუნელები ბულიონში გახსენით და საცერზე გახეხეთ, რათა ხახვი და ნიგვზის მსხვილი ნაწილები არ გაჰყვეს. დაამატეთ საჭირო რაოდენობის ბულიონი. მასა უნდა იყოს კეფირის სისქის, რადგან გაციების შემდეგ კიდევ გასქელდება.

თუ ბლენდერი გაქვთ, საქმე ბევრად გაგიადვილდებათ. ნიგოზი, მოშუშული ხახვი, ნიორი და სუნელები ერთად დააბლენდერეთ, დაასხით გაციებული ნახარში, შეაზავეთ მარილით და ხელახლა დააბლენდერეთ.

ნიგვზიანი მასა ჭურჭელში გადაიტანეთ და ბულიონით სასურველ სისქემდე გაათხელეთ.

5. ნიგვზიან მასაში ჩაალაგეთ დაჭრილი ხორცი და ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით. როგორც კი ადუღებამდე მივა, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით. გაითვალისწინეთ, რომ თუ ქვაბის ცეცხლიდან გადმოდგმა დაგაგვიანდათ, საცივის წვენი გამუქდება.

სუფრაზე მიტანის წინ კერძს ნიგვზიდან გამოწურული ზეთი მოასხით.

გემრიელად მიირთვით!

ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა