ქართული კერძები

სინორი - განსაკუთრებული აჭარული კერძი 10 წუთში!

fun time

12:00 ოთხ. 26 მაისი, 2021 წელი

სინორი - აჭარული კერძი 10
წუთში

14
დაკოპირებულია

სინორი ბათუმში საკმაოდ პოპულარული კერძია, რომელიც მხოლოდ აჭარაში მზადდება. იმისთვის, რომ თქვენც დააგემოვნოთ, მისი მომზადების წესი ბათუმიდან ექსკლუზიურად FunTime-ის მკითხველებისთვის ჩამოვიტანეთ. სინორის რეცეპტი გამოცდილმა მზარეულმა ბულბული ფარტენაძემ გაგვიმხილა.

 

სინორის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

„სომხური ლავაში“ - 1 ცალი

ნადუღი - 500 გრამი

კარაქი - 250 გრამი

მარილი - გემოვნებით

შაქარი და ნიორი - (სურვილის შემთხვევაში).

მომზადების წესი:

სინორის მოსამზადებლად ადრე, მაღალმთიან აჭარაში საფუარის გარეშე გამომცხვარი ცომის თხელ ფირფიტებს იყენებდნენ. ახლა სინორის მოსამზადებელი სპეციალური, გამზადებული ფირფიტების შეძენა სუპერმარკეტებში შეგიძლიათ, თუმცა ბევრი ამ უგემრიელეს კერძს „სომხური ლავაშისგან“ ამზადებს.
თუკი ფირფიტები მზად გაქვთ, სინორის გაკეთება, სულ რაღაც, ათ წუთს წაგართმევთ.

მაშ ასე, დავიწყოთ:

🔸 დაჭერით „სომხური ლავაში“ გრძლად, გადაახვიეთ რულეტებად, ისე რომ გადახვეული ფორმა რამდენიმე ფენისგან შედგებოდეს.

🔸მიეცით ლამაზი ფორმები და დააწყვეთ ოდნავ ღრმა საცხობ სინზე ან ჩააწყვეთ ქვაბში ვერტიკალურად.

🔸 ქვაბში გამდნარ კარაქს დაუმატეთ ნადუღი, დაამატეთ ოდნავ წყალი, რათა ნადუღი და კარაქი კარგად შეიზილოს ერთმანეთში, დაამატეთ ოდნავ მარილი და წამოადუღეთ. მიღებულ მასას პერიოდულად მოურიეთ, რომ არ დაიკრას და კარგად გაიხსნას. თუკი გსურთ, სინორს ნივრის გემო დაჰკრავდეს, დაუმატეთ გახეხილი ნიორი. როგორც კი სინორი ადუღდება და კარგად გაიხსნება, ცეცხლიდან გადმოდგით.

🔸 მომზადებული მასა „სომხური ლავაშისგან“ დამზადებულ რულეტებს დაასხით, ისე რომ ნახევრამდე დაიფაროს და შედგით კარგად გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით, 3 წუთით.

🔸 როგორც კი შეამჩნევთ, რომ რულეტები ზემოდან მოიბრაწა, ღუმლიდან გადმოდგით და გამდნარი კარაქი მოასხით.

კერძი მზად არის!

შენიშვნა: თუ გსურთ, ტკბილი სინორი მოამზადოთ, ქვაბში მოთავსებულ მასას ადუღებისას დაამატეთ შაქარი გემოვნებით, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ნივრის დამატება საჭირო აღარ არის.

თუკი კერძი სტუმრებისთვის მოამზადეთ, სუფრასთან მიტანამდე, ღუმლიდან გამოღებული სინორი ღრმა თეფშზე გადაიტანეთ და გამდნარი კარაქი მოასხით.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა