ქართული კერძები

სულგუნის ხინკალი ნადუღით

fun time

12:00 ორშ. 11 იანვარი, 2021 წელი

ნადუღი და სულგუნის
ფირფიტები

14
დაკოპირებულია

სულგუნის ხინკალი ტრადიციული ქართული კერძია, სულგუნის ფირფიტებისა და ნადუღისგან. სულგუნის ფირფიტების მომზადება სახლის პირობებშიც შესაძლებელია - ამისთვის სულგუნის ნაჭრები მდუღარე წყალში უნდა ჩაყაროთ, კარგად ამოზილოთ და გააბტყელოთ, თუმცა განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ სულუგუნის მზა ფირფიტები გაქვთ ნაყიდი.

საჭირო პროდუქტი:

სულუგუნის ფირფიტები - 100 გრ.

ნადუღი ან ხაჭო - 200 გრ

მაწონი - 1 ს.კ.

პიტნა - რამდენიმე ღერი

ნიორი - 1 კბილი

შავი პილპილი

მარილი


მომზადების წესი:

1. წვრილად დაჭერით პიტნა და ნიორი, მოაყარეთ მარილი და დანაყეთ. მოათავსეთ ბლენდერში ნადუღი (ხაჭო), პიტნისა და ნივრის პასტა, მაწონი, პილპილი და დაატრიალეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

2. სულგუნის ფირფიტის ცენტრში დადეთ ერთი ჩაის კოვზი გულსართი და ხინკალივით შეკარით. ხინკლის შესაკრავად ჩეჩილი ყველი ან ზოლებად დაჭრილი სულგუნის ფირფიტა გამოიყენეთ.

3. სუფრასთან მიტანამდე ყველის ხინკალს ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი მოასხით და დაფქული შავი პილპილი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

როგორ მზადდება აფხაზურა

როგორ მზადდება აფხაზურა