საკნატუნო ამბები

10 ვარსკვლავი, რომელთა წინაპრებიც მათზე ბევრად ცნობილები ყოფილან

fun time

18:00 ხუთ. 21 ოქტომბერი, 2021 წელი

ჯორჯ კლუნი და აბრაა,
ლინკოლნი

14
დაკოპირებულია

ცნობილების საინტერესო გენეალოგიური კავშირები.

ბიონსე და გუსტავ მალერი

როგორც აღმოჩნდა, ბიონსეს ავსტრიული ფესვები აქვს - ის ენათესავება XIX საუკუნის ცნობილ ავსტრიელ კომპოზიტორსა და დირიჟორს გუსტავ მალერს. ახლა გასაგებია, საიდან აქვს ასეთი ჯადოსნური მუსიკალური მონაცემები ბიონსეს...

სინდი კროუფორდი და ერნესტ ჰემინგუეი

სუპერმოდელს სინდი კროუფორდს ნათესაური კავშირი აქვს ცნობილ მწერალთან. სხვათა შორის, კროუფორდს საკმაოდ მდიდარი გენეალოგია აქვს. სულ ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ თვით კარლოს დიდის ნათესავია.

რობერტ პატინსონი და გრაფი დრაკულა

აი, ეს გვესმის! რობერტ პატინსონს, რომელმაც ვამპირის როლი შეასრულა „ბინდის“ საგაში, სინამდვილეშიც აქვს „ვამპირული“ ფესვები. ის გრაფი დრაკულას ნათესავია

ჯორჯ კლუნი და აბრაამ ლინკოლნი

ცნობილ მსახიობსა და ამერიკის ეროვნულ გმირს ნათესაური კავშირი აქვთ. ჯორჯ კლუნის და აშშ-ს რიგით მე-16 პრეზიდენტის ნათესაობა მოდის ქალისგან, სახელად ლუსი ჰენკსი, რომელიც ლინკოლნის ბებია იყო დედის მხრიდან.

ჯონი დეპი და დედოფალი ელიზაბეტ II

როგორც აღმოჩნდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი ინგლისის დედოფლის ნათესავია. ორივენი მეფე ედუარდ III-ის შთამომავლები არიან. ჯონი დეპის და დედოფლის ნათესაური კავშირი BBC-ის გამოძიების შედეგად დადგინდა.

ბრუკ შილდსი და საფრანგეთის მეფე ჰენრი IV ნავარელი

მოდელმა და მსახიობმა რამდენიმე წლის წინ შეიტყო, რომ ჰენრი ნავარელს ენათესავება, მეფეს, რომელმაც ბურბონების დინასტიას ჩაუყარა საფრანგეთში საფუძველი. აი, ასე. ახლა გასაგებია ბრუკ შილდის მეფური გრაციოზულობა და არისტოკრატიულობა.

ბენედიქტ კამბერბეჩი და ინგლისის მეფე რიჩარდ III

დამთხვევაა თუ არა, რომ სერიალში „ცარიელი გვირგვინი“ ბენედიქტ კამბერბეჩი სწორედ მეფე რიჩარდის როლს ასრულებს? საინტერესოა, როგორია, გააცოცხლო შენი დიდებული წინაპარი?

მადონა, სელინ დიონი და კორნუელის ჰერცოგინია კამილა (პარკერი)

მადონა და სელინ დიონი კამილა პარკერის მეორე მეუღლის ნათესავები არიან. მათ საერთო წინაპარი - ფრანგი დურგალი, სახელად ზაჰარი კლუტიე ჰყავთ. შესაძლოა, მათ გენებში იმალებოდეს ამ მშვენიერი ქალბატონების მუდმივი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო.

ბრედ პიტი და ბარაკ ობამა

მსახიობი და ექსპრეზიდენტი მეათე თაობის ნათესავები არიან. ბრედ პიტის და ბარაკ ობამას ნათესაობა მოდის ადამიანიდან, სახელად ედვინ ჰიკმანი, რომელიც 1690 წელს დაიბადა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საშიშია თუ არა „მტირალა“ ფანჯრები?

საშიშია თუ არა ფანჯრების
„მტირალა“ მინა?

ჩინეთში „მსუქანი კატების კუნძული“ ა...

მსუქანი კატების კუნძული
ჩინეთში

როგორ აცხობენ კოსმონავტების პურს და...

როგორ აცხობენ
კოსმონავტების პურს

ჩერნობილის ნანგრევებში იპოვეს შავი...

შავი სოკო ჩერნობილიდან

რედაქტირებული გენომის მქონე ობობამ...

რედაქტირებული გენომის
მქონე ობობა

ყვავს ადამიანის სახის დამახსოვრება...

ყვავს ადამიანის სახის
დამახსოვრება და წლების
შემდეგ ამოცნობა შეუძლია

მეცნიერებმა სიმსუქნის ეპიდემიის მოუ...

სიმსუქნის მოულოდნელი
მიზეზი

რომელი ხეები არ იწვის ცეცხლში?

რომელი ხეები არ იწვის
ცეცხლში?

რატომ გადიან ფეხბურთელები მინდორზე...

რატომ გადიან
ფეხბურთელები მინდორზე
ბავშვებთან ერთად?