საკნატუნო ამბები

ადამიანის ინტელექტსა და ალკოჰოლის მოხმარებას შორის პირდაპირი კავშირია!

fun time

16:00 პარ. 17 თებერვალი, 2023 წელი

ადამიანის ინტელექტი და
ალკოჰოლის მოხმარება

14
დაკოპირებულია

ამერიკის და ბრიტანეთის ექსპერტთა ჯუფმა დაასკვნა, რომ მაღალი IQ-ის მქონე ადამიანები ალკოჰოლიზმისკენ სხვებზე მეტად არიან მიდრეკილი. მეცნიერებმა ეს ფენომენი ჯერჯერობით ვერ ახსნეს, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანის ინტელექტსა და ალკოჰოლის მოხმარებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.

ცოტა ხნის წინ მასშტაბური კვლევა ჩატარდა, რომლის დროსაც მოხალისეები IQ დონის მიხედვით, 5 ჯგუფად დაყვეს. კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, ალკოჰოლურ სასმელებს რამდენად ხშირად და რამდენად ბევრს მიირთმევენ.

როგორც გაირკვა, კვლევის ყველაზე ჭკვიანი მონაწილეები ალკოჰოლურ სასმელებს სხვებზე ხშირად მიირთმევენ. საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანებში ალკოჰოლზე ეს დამოკიდებულება ნაკლებად შესამჩნევი იყო.

მკვლევრებმა ინტელექტუალების ქცევაში კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება აღმოაჩინეს – ისინი ალკოჰოლურ სასმელებს არა მარტო ხშირად, არამედ სხვებზე ბევრსაც მიირთმევენ.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობასა და ლოგიკური აზროვნების განვითარებას შორის კავშირი ბოლომდე შესწავლილი არ არის.

ასე რომ, თქვენი ლოთობის მაღალი ინტელექტით გამართლება არ ღირს.

მორიგმა კვლევამ დაადასტურა, რომ ორსული ქალის მიერ ალკოჰოლის მიღება მისი შვილის ინტელექტუალურ განვითარებას მნიშვნელოვნად აზიანებს. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ორსული ქალის მიერ ალკოჰოლის მოხმარება ბავშვის IQ რამდენიმე პუნქტით დაკლებას ნიშნავს.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ალკოჰოლზე დამოკიდებულთა შორის:

  • 36% პოეტი ან მწერალია,
  • 24% - კომპოზიტორი და მუსიკოსი,
  • 18% - მხატვარი,
  • 16% - ცნობილი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე,
  • 12% - გამომგონებელი და ცნობილი მოჭადრაკე.

დაბოლოს, გავიხსენოთ ცნობილი ადამიანები, რომლებიც ალკოჰოლიზმით იტანჯებოდნენ:

ალექსანდრე მაკედონელი, უილიამ შექსპირი, ერნესტ ჰემინგუეი, ვინსენტ ვან გოგი, ჯორჯ ბაირონი, ედგარ ალან პო, სტივენ კინგი და ა.შ.

წაიკითხეთ, ესეც საინტერესოა 👇

10 ყველაზე წარმატებული ლოთი კაცობრიობის ისტორიაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით