საკნატუნო ამბები

„ამჯერად, მართლა დავიღალე“ - 42 წლის ქალმა მე-20 შვილი გააჩინა

fun time

17:00 სამ. 13 აპრილი, 2021 წელი

სიუ და ნოელ რედფორდების
ოჯახი

14
დაკოპირებულია

ბრიტანელი სიუ რედფორდი, 14 წლის ასაკიდან მოყოლებული, ბავშვებს აჩენდა, თუმცა ახლა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ბიჭუნა, რომელსაც სახელად არჩი დაარქვეს, მისი ნაბოლარა შვილი იქნება.

ამჟამად, სიუსა და მისი 46 წლის მეუღლის ნოელის ოჯახი 22 წევრისგან შედგება. „ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ, ალბათ, ამით დავასრულებთ. ცოტა უცნაური გრძნობაა, როცა იცი, რომ მეტს აღარ გააჩენ, თუმცა, ამჯერად, ნამდვილად დავიღალე. არჩი ჩვენი მე-11 ბიჭია. ახლა ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ, შვილებთან ყოფნით დავტკბეთ“, - აღიარა მრავალშვილიანმა დედამ.
სიუს თქმით, სამშობიაროს ექიმები და ექთნები მის ლამის ყოველწლიურ მშობიარობას იმდენად შეეჩვივნენ, რომ სამშობიაროში მისი გამოჩენა აღარავის უკვირს.
სიუსა და ნოელს 11 ბიჭი და 9 გოგონა ჰყავთ. მათ შორის, უფროსი, კრისი 28 წლისაა. სიუს უფროს ქალიშვილს სოფის უკვე სამი საკუთარი შვილი ჰყავს და ახალშობილი არჩის ბედნიერი მშობლები კარგა ხანია, ბებია და ბაბუა არიან.

სიუ პირველად 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა. მცირე ასაკის მიუხედავად, გოგონას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ბავშვის შენარჩუნება. სიუმ და ნოელმა უფროსი შვილის დაბადებიდან მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ შეძლეს ურთიერთობის ოფიციალურად დაკანონება.

ამჟამად, გათხოვილი გოგონას სოფის გარდა, რედფორდების მთელი ოჯახი 2004 წელს შეძენილ, ათსაძინებლიან სახლში ერთად ცხოვრობს. მათი საოჯახო ტრანსპორტი მრავალადგილიანი მიკროავტობუსია, რომელშიც უკვე ძლივს ეტევიან.

და ესეც მე-20 შვილი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?