საკნატუნო ამბები

ასე იწყებოდა მათი საქმე - მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პირველი ოფისები

fun time

17:26 ხუთ. 14 სექტემბერი, 2023 წელი

დიდი ბრენდების პირველი
ოფისები

14
დაკოპირებულია

ყველა დიდ კომპანიას წარმატების საკუთარი ისტორია აქვს, თუმცა ამ ისტორიის საწყისი ერთმანეთს ჰგავს - იდეა და მონდომება, თანაც იმ დროს, როცა მარკეტინგი და მენეჯმენტი ნაკლებად განვითარებული იყო. 

 

ჰენრი ფორდი

ჰენრი ფორდმა თავისი პირველი მანქანა 1896 წელს დეტროიტში, ამ პატარა, ქვანახშირის შესანახ შენობაში ააგო. ამჟამად კი მისი კომპანია მსოფლიოს საუკეთესო ავტომწარმოებელთა შორისაა.

კოკა-კოლა

შორეულ 1886 წელს მსოფლიოში პოპულარული სასმლის, კოკა-კოლას პირველი პარტია გაიყიდა. იმ დროს გაზიან სასმელს საკმაოდ პატარა შენობაში ასხამდნენ.

ჰარლი-დევიდსონი

Harley-Davidson-ის ბრენდი ორი ძმისა და მათი მეგობრის მოტოციკლით გატაცებამ შექმნა. 1903 წელს ჰარლისა და დევიდსონის პირველი ქარხანა ჩვეულებრივ სარდაფს ჰგავდა, სადაც მოტოციკლებს ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებებიდან აწყობდნენ.

საბვეი

Subway-ს პირველი რესტორანი 1965 წელს კონექტიკუტში გაიხსნა. დღეს კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სწრაფი კვების ქსელია.

ქეი ეფ სი

KFC-ს ქათმის სანელებლების შემადგენლობა დღემდე კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს. ბრენდის პირველი სასადილო 1952 წელს გაიხსნა და მალევე კენტუკის მოსახლეობაში ყველაზე პოპულარული გახდა.

ეიჩ ენდ ემი

შვედური ბრენდი H&M, რომელიც ტანსაცმლის პოპულარულ მოდელებს აწარმოებს, ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა. მისი განვითარება 1947 წელს, შვედეთში პატარა სალონის გახსნით დაიწყო და მაშინს სხვა სახელი - Hennes ეწოდებოდა.

მაკდონალდსი

ცნობილმა ამერიკულმა კორპორაციამ „მაკდონალდსმა“ თავისი პირველი მაღაზია 1940 წელს, კალიფორნიაში გახსნა.

სუძუკი

ავტომობილების მსხვილესმა მწარმოებელმა Suzuki-მ თავისი სამეწარმეო ისტორია საქსოვი დაზგების შექმნით დაიწყო. მისი პირველი მაღაზია 1909 წელს, იაპონიის ქალაქ ჰამამაცუში გაიხსნა.

ნაიკი

Nike-ის ბრენდის ისტორია ახალგაზრდა ბიჭის უცნაური იდეით დაიწყო, რომელმაც სპორტული სამოსის წარმოების გზით ისტორიაში შესვლა გადაწყვიტა. მისი პირველი მაღაზია 1963 წელს გაიხსნა. იმ დროს ამ შენობაში იაპონური Blue Ribbon Sport-ის სპორტული ფეხსაცმელი იყიდებოდა, 1966 წელს კი აქვე პირველი Nike შიკერა.

დისნეი

დისნეის ანიმაციური სტუდია 1923 წელს ამ პატარა ფარეხში გაიხსნა, ახლა კი გასართობ ინდუსტრიაში ყველაზე დიდი ბრენდია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)