საკნატუნო ამბები

აშშ-ში გინეკოლოგმა, მოტყუებთ, 50 ქალი დააორსულა - ახლა მას შვილები უჩივიან

fun time

13:44 ორშ. 25 სექტემბერი, 2023 წელი

გინეკოლოგის გახმაურებული
საქმე აშშ-ში

14
დაკოპირებულია

აშშ-ის ინდიანაპოლისის შტატის სასამართლოში უჩვეულო პროცესი გაიმართა. განსასჯელის სკამზე ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით მომუშავე 78 წლის გინეკოლოგი - დონალდ კლაინი აღმოჩნდა, რომელმაც, დონორის მასალის ნაცვლად, საკუთარი გამოიყენა და 50-მდე ბავშვის მამა გახდა. ბავშვების დედებს ეჭვი არაფერზე აუღიათ, მაგრამ „საქმე მაინც გასკდა!“ ჩვენ გიამბობთ როგორ იპოვეს ერთმანეთი კლაინის შვილებმა და რა გადაწყვიტა სასამართლომ?

დონალდ კლაინმა სასამართლოს დარბაზი ამაყად თავაწეულმა დატოვა - ბოლოს და ბოლოს, ის მსოფლიოს თითქმის ყველაზე მრავალშვილიანი მამაა.

***

სასამართლოს ექიმის შვილებმა მიმართეს დახმარებისთვის: „მან ცხოვრება დაგვინგრია!“

მეტ უაიტი 35 წლისაა. იმის შესახებ, რომ მამამისი ექიმი კლაინია და უამრავი და-ძმა ჰყავს, მეტმა ინტერნეტის საშუალებით შეიტყო. თავიდან ეგონა, რომ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ დნმ-ის ტესტებმა ყველაფერი დაადასტურა.

"ეს არის ექიმი, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე ექსპერიმენტები ჩაატარა. ის ქალთა უფლებებს თითქმის 10 წლის მანძილზე არღვევდა,“- ამბობს მეტ უაიტი.

***

დონალდ კლაინმა გინეკოლოგად მუშაობა 70-იანი წლებიდან დაიწყო და მალე ძალიან პოპულარული გახდა - 70-80-იან წლებში ბევრი უშვილო ქალი სწორედ მისი პროცედურების შემდეგ გახდა ბედნიერი დედა.

პაციენტებს, რომლებიც საკუთარი ქმრებისგან დაორსულებას ვერ ახერხებდნენ, კლაინი ანონიმური დონორების ბიოლოგიურ მასალას სთავაზობდა, სინამდვილეში კი ყველა ქალს საკუთარი სპერმით ანაყოფიერებდა.

სიმართლე მას შემდეგ გაირკვა, რაც კლაინის ერთ-ერთმა ბიოლოგიურმა ქალიშვილმა დნმ-ის ტესტი გაიკეთა და საკუთარი გამოძიება ჩაატარა. ამის შემდეგ გოგონამ კიდევ რვა და-ძმა აღმოაჩინა და ყველამ ერთად კლაინს კოლექტიური წერილი მისწერა.

ბოლოგიურ შვილებთან მიმოწერაში ექიმმა აღიარა, რომ თავის კაბინეტში სულ მცირე, 50 ქალი გაანაყოფიერა, მაგრამ მალევე აღიარების ტექსტი წაშალა.

***

ახალგაზრდებმა ინდიანას შტატის გენერალურ პროკურატურას მიმართეს და ექიმის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვეს. სამართალდამცველებმა საქმე გაყალბების ფაქტზე აღძრეს, მაგრამ კანონმდებლობაში ვერ აღმოაჩინეს მუხლი, რომელიც გინეკოლოგის დანაშაულს შეესაბამებოდა.

სანამ დაბნეული სამართალდამცველები გამოსავალს ეძებდნენ, კლაინი ინტერვიუებს არიგებდა და საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებდა.

მრავალშვილიანი ექიმის საქმეს თითქმის ხუთი წელი იძიებდნენ. საბოლოოდ, კლაინს „მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის“ ბრალდებით, პირობით ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კლაინის შვილები და მათი დედები უკმაყოფილო დარჩნენ, ისინი განაჩენის გაპროტესტებას აპირებენ, თუმცა ექიმს მომხრეც ბევრი ჰყავს - ზოგი მიიჩნევს, რომ ექიმი უდანაშაულოა. მან პირობა შეასრულა და ქალები დაორსულდნენ და ამით ათობით ადამიანს სიცოცხლე აჩუქა.




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე

შვედეთში ბევრი ადამიანი ხელში ჩასან...

მიკროჩიპები
ადამიანისთვის