საკნატუნო ამბები

ბავშვობაში გვჯეროდა, რომ...

fun time

12:55 ორშ. 19 აპრილი, 2021 წელი

ბავშვობის მოგონებები
70-იანები

14
დაკოპირებულია

ეს გამოთქმები, ალბათ, ბევრს გეცნობათ. თუკი ყველა არა, უმეტესობა მაინც.

 

ბავშვობაში გვჯეროდა, რომ...

ღამით ყველა ჩვენი სათამაშო „ცოცხლდება“.

თუკი რკინის შედუღებას უყურებთ, დაბრმავდებით.

ხუთფოთლიანი იასამნის პოვნა ბედნიერების მომტანია.

თუკი ობობას ფეხს დაადგამთ, იწვიმებს.

თუკი ბაყაყს მოკლავთ, ამ შემთხვევაშიც იწვიმებს.

თუკი ყვავები მოფრინავენ, ჩამოჯექი. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლაში ორიანს მიიღებ.

თუკი მეგობარმა ფეხზე დაგაბიჯა, იგივე საქციელით უნდა უპასუხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იჩხუბებთ.

თუკი ზურგს უკან თითებს გადააჯვარედინებ, შეგიძლია, მოიტყუო.

ტყუილის მთქმელს ცხვირი ეზრდება.

თუკი მწოლიარე ადამიანს გადააბიჯებ, არ გაიზრდება.

თუკი ტანსაცმელზე ძაფი მიგედოთ, აუცილებლად უნდა გადაიხვიოთ თითზე და თითო გადატრიალებაზე ანბანის ასოები უნდა წარმოთქვათ. რომელ ასოზეც გამოილევა ძაფი, იმ ასოზე დაიწყება მომავალი მეუღლის სახელი.

თუკი ვინმემ ხუმრობით უკანალზე მოგარტყათ, დედამთილი დაგიწუნებთ.

თუკი თქვენ და თქვენმა მეგობარმა ერთი სიტყვა წარმოთქვით, სასწრაფოდ ჩაეჭიდეთ თმაზე და იკითხეთ: „როდის გამიხარდება?“

თუკი ახალ სახლში პირველად იძინებ, საბედო დაგესიზმრება.

თუკი მეგობრის ქუთუთოზე დაგდებულ წამწამს შენიშნავ, აუცილებლად იკითხე: „წერილი გინდა თუ სიხარული?“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები