საკნატუნო ამბები

„იაპონური კონდიციონერი“ - ეს ძველი აზიური ხრიკი სიცხისგან დაგიცავთ

fun time

13:00 ხუთ. 11 ივლისი, 2024 წელი

სიცხე

14
დაკოპირებულია

მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.

სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გულისცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება გამოიწვიოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. იმის ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა, თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე იხსნას.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ აზიურ ფილმებში, ფოტოებსა და ვიდეოებში ქალებსა და მამაკაცებს კისერზე მსუბუქი ქსოვილისგან შეკერილი შარფი აქვთ შემოხვეული. ასეთი შარფები არა მარტო თანამედროვე, უძველეს გრავიურებზე გამოსახულ ადამიანებსაც კი ამშვენებდათ. როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ ტრენდული მორთულობა არაა და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

უძველეს დროში, როდესაც კონდიციონერები და სხვადასხვა გამაგრილებელი საშუალებები არ არსებობდა, ცხელი აზიის უძველესი მაცხოვრებლები თხელი ქსოვილისგან შეკერილ შარფს ცივ წყალში ასველებდნენ და კისერზე იხვევდნენ და ამ უბრალო ხრიკს მთელი სხეულის გაგრილება შეეძლო. საქმე ის გახლავთ, რომ თავის უკანა ნაწილში და საძილე არტერიის მიდამოებში არის ბიოლოგიური ზონები, რომელთა გაგრილება მთელი სხეულის გაგრილებას იწვევს.

ეს ხრიკი იმდენად ეფექტურია, რომ აზიელებმა ჩანთით წყლის ტარება და პერიოდულად, ცხვირსახოცის დასველება დაიწყეს. მოგვიანებით კი გადაწყვიტეს მრავალსაუკუნოვანი გამოგონება გაეუმჯობესებინათ და სპეციალური მასალისგან შექმნეს მოწყობილობა, რომელიც დასველებას არ საჭიროებს, ამასთან, სითბოს უკეთ შთანთქავს და სიცივეს დიდხანს ინარჩუნებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი