სილამაზე სიკვდილის რისკის ფასად - 7 ადგილი დედამიწაზე
14:00 შაბ. 23 ოქტომბერი, 2021 წელი
არავინ იცის ადამიანს სიკვდილი სად, როდის და რა ვითარებაში ელოდება, მაგრამ ტურისტებში ძალიან პოპულარულ რამდენიმე ადგილში სიცოცხლის დაკარგვის ალბათობა უკიდურესად მაღალია. თუ მოგზაურობას ქვემოთ ჩამოთვლილ ადგილებში გეგმავთ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
სიკვდილის გზა
ლა პასა და კოროიკოს შორის გზა არა მხოლოდ ბოლივიაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია.
ეს გახლავთ მთაში, დაუსახლებელ ადგილზე მდებარე ვიწრო (დაახლოებით, 3 მეტრის სიგანის), მიხვეულ-მოხვეულ გზაზე, სადაც კლდის ჩამოშლა, წვიმები და ნისლი ჩვეულებრივი მოვლენაა.
ავტოავარიები ამ გზაზე ძალიან ხშირია.მართალია, 2006 წელს ალტერნატიული, უსაფრთხო და ბევრად კომფორტული გზის 20 წლიანი მშენებლობა დასრულდა, მაგრამ ექსტრემალურ ტურისტებს რატომღაც მაინც სიკვდილის გზა იზიდავთ.
სამეფო ბილიკი
ესპანურ მალაგაში ბოლივიის სიკვდილის გზის ანალოგი არსებობს, თუმცა ერთადერთი განსხვავებით - ამ ადგილზე არათუ მანქანებს, ადამიანებსაც უჭირთ გავლა.
1921 წელს, ამ გზით კაშხლის გახსნის ცერემონიალზე მიმავალმა მეფე ალფონსო XIII-მ გაიარა, რის შემდეგაც ბილიკს სამეფო უწოდეს.
დროთა განმავლობაში, გზა ნაწილობრივ ჩამოინგრა, 2015 წელს კი აღდგენილი გზა გაიხსნა, ისეთი საშიში აღარაა, როგორც ორიგინალი.
ეშმაკის თასი
სამხრეთ აფრიკაში, ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე მდებარეობს ჩანჩქერი ვიქტორია. სწორედ აქაა ადგილი რომელსაც ეშმაკის თასს ეძახიან.
სექტემბრიდან დეკემბრამდე წყლის დაბალი დონისა და სუსტი დინების გამო, 120 მეტრიანი კლდიდან რამდენიმე მეტრში ბანაობა შესაძლებელია, თუმცა ფატალური შემთხვევები მაინც ხდება.
კიორაგბოლტენი
კიორაგბოლტენი უზარმაზარი ქვაა, რომელიც კირაგის მთის პირას, ლისეფორდში 984 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. კიორაგი პოპულარული ტურისტული ზონაა, ხოლო კიორაგბოლტენი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი.
უზარმაზარი პოპულარობის გამო, ამ ადგილას ლოდზე ფოტოს გადაღების მსურველთა დიდი რიგი დგას, თუმცა ნებისმიერ ტურისტს ესმის, რომ არსად ისე ადვილი არაა სიკვდილი, როგორც აქ.
ჰუაინა პიქჩუ
პერუს მთა, რომელიც ინკების დაკარგულ ქალაქ მაჩუ-პიქჩუს გადმოჰყურებს, თანამედროვე ტურისტების მომლოცველების საყვარელ ადგილად იქცა.
უძველესი ტაძრებისკენ მიმავალი ვიწრო, ციცაბო ბილიკი, სადაც ადრე მსხვერპლშეწირვა სრულდებოდა, შეცდომებს არ ჰპატიობს და ადამიანებს დღესაც იწირავს.
ჰუაშანი
ჩინური დაოიზმის ხუთი წმინდა მთიდან ერთ-ერთი არა მხოლოდ თავისი მრავალრიცხოვანი ტაძრებითაა ცნობილი, არამედ მისი წარმოუდგენლად რთული და საშიში მარშრუტითაც. ვიწრო ბილიკებმა, სადაც ორი ადამიანი ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლის, კლდეების სიახლოვემ და ღობეების არარსებობამ ეს გზა სასიკვდილოდ სახიფათო გახადა.
ამას თუ ცვალებად ამინდებსაც დავუმატებთ, მიხვდებით, რატომ შეერვა ჰუაშანს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელი ღირსშესანიშნაობა.
ტროლის ენა
ნორვეგიის მთის შვერილი ერთი შეხედვით მართლაც ენას ჰგავს. ნორვეგიელებსაც ბევრი არ უფიქრიათ და მას მითოლოგიური პერსონაჟის სახელი დაარქვეს.
ძირს ჩამოვარდნის საფრთხე ადრენალინის მოყვარულებს ვერ აშინებს. აქაურობა ყველაზე მეტად ექსტრემალური კადრების გადაღების მსურველებს იზიდავს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან