საკნატუნო ამბები

უნდა იჩქაროთ - გზა, რომელიც დღეში 2-ჯერ იძირება

fun time

14:00 კვი. 20 ივნისი, 2021 წელი

პასაჟ დუ გუა

14
დაკოპირებულია

ეს საოცარი გზა Passage du Gois, რომელიც საფრანგეთის კუნძულ ნუარმუტიეს ხმელეთთან აკავშირებს, ბუროეფის ყურეში მდებარეობს და დღეში მხოლოდ 2-ჯერ, 1-2 საათით იხსნება. საქმე ის გახლავთ, რომ ზღვის მოქცევის დროს, გზა წყლის ქვეშ, 4 მეტრის სიღრმეზე იძირება და ზედაპირზე მხოლოდ მიქცევის დროს ამოდის. 

პასაჟ დუ გუას სიგრძე 4,5 კილომეტრია და ის ყველაზე გრძელი მოქცევითი გზაა მსოფლიოში.

თავდაპირველად, კუნძულ ნუარმუტიეზე მოხვედრა მხოლოდ ნავით იყო შესაძლებელი, მაგრამ შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, რომ ბურნოფის ყურეში სრულყოფილი გზა ჩამოყალიბდა და ამ შანსის გამოყენება გადაწყვიტეს.

ბურნოფის ყურეში წყლის მიმოქცევის შედეგად წარმოქმნილი ეს ბუნებრივი გადასასვლელი, პირველად, 1701 წელს გამოშვებულ რუკებზეა დაფიქსირებული.

მიუხედავად იმისა, რომ მიქცევისა და მოქცევის დრო ყურეს ორივე მხარეს განთავსებულ აბრებზეა მითითებული, გზაზე გადაადგილება მაინც სახიფათოა.

მოქცევის დროს წყალი ძალიან სწრაფად იმატებს, ამიტომ მათთვის, ვინც გზის გადაკვეთა ვერ მოასწრო, გზის მთელ სიგრძეზე კოშკები აშენდა. დაგვიანებულ მგზავრებს საშუალება აქვთ, კოშკზე ავიდნენ და მიქცევას დალოდონ, მაგრამ ავტომობილის გადარჩენა შეუძლებელია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული