საკნატუნო ამბები

ვის პატივსაცემად დაარქვეს კრიშტიანუ რონალდუს სახელი? - 15 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახებ

fun time

17:36 პარ. 28 ივნისი, 2024 წელი

ფეხბურთელი კრიშტიანუ
რონალდო

14
დაკოპირებულია

ფეხბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, რომელსაც მსოფლიოში 4 მლრდ-ზე მეტი ადამიანი უყურებს და მისი პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. სპორტის უპირველეს სახეობაში კოლოსალური ფული იდება - ფეხბურთი გახდა დიდი ინდუსტრია და ამავდროულად, უდიდესი სოციალური მოვლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ გიამბობთ 15 საინტერესო ფაქტს ფეხბურთის შესახებ, რომელიც შესაძლოა, არასოდეს გსმენიათ.

1. ყვითელი და წითელი ბარათები 1960-იანი წლების ბოლოს გაჩნდა. მსაჯთა კორპუსის თავმჯდომარე ქუჩაში მიდიოდა და ფიქრობდა, როგორ მოეხსნა მსაჯებსა და მოთამაშეებს შორის ენობრივი ბარიერი, რომ შუქნიშანი დაინახა. მალე მსაჯებმა უბის წიგნაკებში ჩანაწერების გაკეთება შეწყვიტეს და ბარათების ჩვენება დაიწყეს, რაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში გასაგები ჟესტია.

2. 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთს ინტერი და მილანი შეხვდნენ, რომლებსაც ერთი და იგივე საშინაო სტადიონი აქვთ. გადაწყდა, რომ პირველ შეხვედრას პირობითად მილანი უმასპინძლებს, მეორეს კი ინტერი. მატჩები 0:0 და 1:1 დასრულდა, მაგრამ საბოლოოდ მილანი ფინალში გავიდა, რომელმაც ოფიციალურად, უცხო მოედანზე მეტი გოლი გაიტანა.

3. ფეხბურთის თამაში ექვს ქვეყანაში, მათ შორის ავღანეთში, კამპუჩიასა და გრენლანდიაში ოფიციალურად აკრძალულია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის იუტას შტატში ფეხბურთის თამაში ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მოედანი ეკლესიიდან არანაკლებ 1,5 მილის დაშორებით მდებარეობს. ბეისბოლის, გოლფისა და ამერიკული ფეხბურთისთვის მანძილი არის 0,5 მილია.

4. კრიშტიანუ რონალდუ ორმაგი სახელია და არა სახელი და გვარი. რონალდუს მამამ შვილს პორტუგალიისთვის იშვიათი სახელი - რონალდუ აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის პატივსაცემად დაარქვა.

5. ფეხბურთელი ჰიშამ ზერუალი მთელი წელი ნული ნომრით თამაშობდა. საქმე ისაა, რომ გულშემატკივრებმა ფეხბურთელს გვარიდან გამომდინარე (zeroualli), მეტსახელად „ნული“ შეარქვეს და კლუბის მფლობელებს იდეა მოეწონათ.

6. ფეხბურთის მოედანი ზოლიანი იმიტომ არაა, რომ სხვადასხვა სახეობის ბალახს თესავენ. ზოლები ბალახის კრეჭის დროს ჩნდება, როდესაც საკრეჭი მანქანა ბალახს სხვადასხვა მიმართულებით ტკეპნის და ზოლების ილუზიას ქმნის. ეს გარდა იმისა, რომ ლამაზია, მსაჯებს თამაშგარე მდგომარეობის დანახვაშიც ეხმარება.

7. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის - ერიტრეას საფეხბურთო გუნდი საერთაშორისო შეჯიბრში ყოველი მონაწილეობის შემდეგ ახლდება. საქმე ისაა, რომ მოთამაშეები საზღვრის გადაკვეთისთანავე გარბიან. ერთხელ მათ თან გუნდის ექიმიც გაჰყვა.

8. კოლუმბიის ნაკრების მცველი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში გატანილი ავტოგოლის შემდეგ გულშემატკივარმა მოკლა.

9. ბრაზილიის თასის საფინალო თამაშის წინა დღეს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა პირველ გვერდზე მომავალი მატჩის დიდი ანონსი გამოაქვეყნა. გაზეთის სხვა გვერდებზე ყველა სტატია შედგებოდა სიტყვებისგან ბლა ბლა ბლა. გამოცემის აზრით, ფინალის წინ ფეხბურთზე მნიშვნელოვანი არაფერია.

10. ნორვეგიის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ბრაზილიელებთან არასოდეს წაუგია. ამ ორ ქვეყნის ნაკრები გუნდები მოედანზე ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. ნორვეგიელებმა ორჯერ მოიგეს, ორ შემთხვევაში კი ანგარიში ფრედ დამთავრდა.

11. პირველი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული სსრკ საფეხბურთო ნაკრები იყო.

12. მადაგასკარის ერთ-ერთმა საფეხბურთო კლუბმა, რომელიც მსაჯის შეცდომის გამო დაზარალდა, მომდევნო თამაშში პროტესტის ნიშნად საკუთარ კარში 149 გოლი გაიტანა. ეს ფეხბურთის არსებობის მანძილზე ყველაზე დიდი ანგარიშით დასრულებული მატჩია.

14. კონგოში ერთ-ერთი მატჩის დროს მოედანზე მეხი ჩამოვარდა. ყველა სტუმარი ფეხბურთელი ადგილზე დაიღუპა, 30-მდე გულშემატკივარი დაშავდა, თუმცა მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებიდან ყველა უვნებელი გადარჩა.

15. ყველაზე შემოსავლიან საფეხბურთო ლიგებს შორისაა პრემიერ ლიგა (EPL), ლა ლიგა და ბუნდესლიგა, რომლებიც, ასევე, ყველაზე ძლიერ ჩემპიონატებად ითვლება. მონაცემებმა აჩვენა, რომ EPL-ის წლიური შემოსავალი გასულ სეზონში იყო $6.5 მილიარდი, ხოლო ლა ლიგის - $3.8 მილიარდი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი და X...

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი
და Xiaomi-ს შაომი?

რა აჩუქა ბენგალმა მსოფლიოს?

რა აჩუქა ბენგალმა
მსოფლიოს?

რომელი ფაქტორები განსაზღვრავს თვალი...

რომელი ფაქტორები
განსაზღვრავს თვალის ფერს?

იაპონელი პენსიონერები ციხეში საკუთა...

იაპონელი მოხუცები ციხეში

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია