სილამაზე/ჯანმრთელობა

10 შემთხვევა, როცა კუნთების სპაზმის გამო ექიმს უნდა მიმართოთ

სალომე ჩაჩიბაია

14:00 ორშ. 25 იანვარი, 2021 წელი

კუნთების სპაზმი

14
დაკოპირებულია

კუნთების სპაზმი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას უგრძვნია. სხეულის კიდურების შეშუპებას ალბათ, ძილშიც გაუღვიძებიხართ და მასაჟიც გაგიკეთებიათ. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ტკივილები არც ისე საშიშია, მაგრამ არის რიგი შემთხვევებისა, როცა უმჯობესია ექიმს მიმართოთ. ზოგიერთმა კრუნჩხვამ შესაძლოა, თქვენს შინაგან ორგანოებზე მოახდინოს გავლენა.  მაგალითად, როდესაც შარდის ბუშტი იკუმშება, მოსალოდნელია, შარდის გაჟონვა.

რა იწვევს კუნთების სპაზმს?

1. სტრესი და დაღლილობა

American Institute of Stress-ის მიერ გამოქვეყნებული გაიდლაინის მიხედვით, ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება კუნთების დაძაბულობა და სპაზმოდიური მდგომარეობა გამოიწვიოს. კუნთების კრუნჩხვების მიზეზი არასაკმარისი დასვენებაც შეიძლება გახდეს.

2. კუნთების გადაჭარბებული დაძაბვა
დიახ, თქვენი კუნთები ძლიერია, მაგრამ მათ ყველაფრის ატანა არ შეუძლიათ. შესაძლოა, ბევრმა ვარჯიშმა უკუშედეგი გამოიღოს.

3. მედიკამენტური მკურნალობა
იცოდით, რომ ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი კუნთების შეშუპებაა? მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ - ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მედიკამენტი ან მისი დოზა არასდროს შეცვალოთ.

4. კოფეინი
ყავის უკუეფექტი შესაძლოა შეამჩნიოთ, ქუთუთოს დაჭიმვით ან ხელების ოდნავი კანკალით.

5. დეჰიდრატაცია
თქვენს კუნთებს ტონუსში ყოფნისა და ეფექტიანი მუშაობისთვის წყალი სჭირდება.

6. ელექტროლიტური ბალანსები
მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებულ წიგნში ნათქვამია, რომ თქვენს სხეულს უჯრედების ჯანმრთელობისთვის, ნერვებსა და კუნთებს შორის ურთიერთქმედებისათვის, ელექტროლიტები სჭირდება. ეს კი ვიტამინებითა და მინერალების მიღებას საჭიროებს.

7. არასწორი მოძრაობა
განმეორებითი მოძრაობები, მუდმივი მოხრა და აღმასვლა - ეს კუნთების კრუნჩხვების ძირითადი წყაროა.

8. ორსულობა და მშობიარობა

როდესაც ორსულად ხართ, ცხრა თვის განმავლობაში, მთელი თქვენი სხეული გაურკვევლობაშია. მომავალ და ახალბედა დედებს კუნთების მტკივნეული სპაზმები ხშირად აქვთ.

9. ხერხემლისა და სხვა ტიპის სერიოზული, სამედიცინო პრობლემები

ეს ყველაფერი, შესაძლოა სპაზმის მიზეზი გახდეს. პრობლემებს შეგიძლიათ, სახლშიც გაუმკლავდეთ, მაგრამ ზოგჯერ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია.

რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

        1. თუ სპაზმი ქრონიკულ ხასიათს იღებს;
        2. თუ განიცდით გონებრივ ცვლილებებს, სისუსტეს ან წონასწორობის დაკარგვას;
        3. თუ სპაზმი იწვევს სხვა ტკივილებს;
        4. თუ ამჩნევთ კანის ფერის ცვლილებას, სიწითლეს ან შეშუპებას;
        5. თუ გაქვთ სუნთქვის გართულებები;
        6. თუ შეშუპება შენიშნეთ მედიკამენეტების მიღების შემდეგ;
        7. თუ ფეხზე ხშირად გიწევთ დგომა და გრძნობთ ჩხვლეტას ფეხის გულებზე;
        8. თუ სპაზმი განვითარდა ტრავმის შემდეგ;
        9. თუ ხანდაზმული ხართ და გრძნობთ სახსრების ხშირ ტკივილს,
        10. თუ სახლში მკურნალობა საკმარისი არაა.

სახლის პირობებში სპაზმის მოსახსნელად შეგიძლიათ, გამოიყენოთ: თბილი ბალიშები, ყინულის პაკეტები, გაჭიმვა ან მასაჟი.

წყარო: www.powerofpositivity.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას