სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ ბალიშზე

fun time

16:00 ხუთ. 25 აპრილი, 2024 წელი

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

14
დაკოპირებულია

ძილთან დაკავშირებით უამრავი ცრურწმენა არსებობს. მაგალითად, ამბობენ, რომ ძილის დროს ფეხები ფანჯრის ან გასასვლელის მხარეს არ უნდა გქონდეთ, საძინებელში სარკე არ უნდა ჩამოკიდოთ და ა.შ. თუმცა ადამიანებს ასეთი ცრურწმენების ნაკლებად სჯერათ, რადგან მათი ლოგიკური და გონივრული ახსნა არ არსებობს, თუმცა ორ ბალიშზე ძილის მხრივ სხვა ვითარებაა. 

რაციონალური ახსნა

ასეთ აკრძალვას სრულიად რაციონალური ახსნა აქვს - ექიმებს მიაჩნიათ, რომ ორ ბალიშზე ძილი მოუხეხებელია, რადგან ძილის დროს ადამიანი და, მასთან ერთად, ბალიშებიც მოძრაობენ, ეს კი ძილის გაწყვეტას და კისრის კუნთების დაძაბულობას იწვევს.

„ბალიშებთან ბრძოლის“ და მოუხერხებელი ძილის შემდეგ ადამიანმა შეიძლება თავის ტკივილისა და დაღლილობის შეგრძნებით გაიღვიძოს, ამიტომ ნევროლოგები და სომნოლოგები გვირჩევენ, რომ ლოგინში, თავქვეშ მხოლოდ ერთი ბალიში დავიდოთ.

გარდა ამისა, მაღალი სასთუმალის გამოყენება სხვა მხრივაც პრობლემათა მთელ კომპლექსს იწვევს, რადგან ასეთ სასთუმალზე ხერხემალი, როგორც წესი, მოხრილ-მოღუნულ მდგომარეობაშია. კისრის მოღუნული პოზიცია კი ძილის დროს, გარდა იმისა, რომ ხვრინვის პროვოცირებას განაპირობებს, სუნთქვასაც აძნელებს. ზოგიერთებს გაღვიძებისთანავე თავის ტკივილი, კისრის დაჭიმულობა და სხვადასხვა სახის დისკომფორტი აწუხებთ. იდეალურია, როცა ძილის დროს თავი გიდევთ ბალიშზე, ხოლო მხრები - ლეიბზე (და არა ბალიშზე), ეს კი ორი ბალიშით უხერხული პოზა იქნება.

ასე რომ, ლოგიკა მარტივია: ერთი ადამიანი - ერთი ბალიში.

ესეც საინტერესოა:

რატომ არის სასარგებლო გრილ ოთახში ძილი?

რაზე მეტყველებს თქვენი ძილის პოზა?

როგორ ვუშველოთ უძილობას – მიზეზები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა

უნდა ეძინოთ თუ არა მეუღლეებს ერთ საწოლში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო...

გადატვირთული სამუშაო
გრაფიკი

რა მოხდება, თუ მარილის მიღებაზე უარ...

რა მოხდება, თუ მარილის
მიღებაზე უარს იტყვით?

რომელი ხიზილალაა უფრო სასარგებლო?

ხიზილალას სასარგებლო
თვისებები

მანგოსტინი - მსოფლიოში ყველაზე გემრ...

მანგოსტინი - მსოფლიოში
ყველაზე გემრიელი ხილი

ფეხშიშველი სიარული - რატომ გახდა მო...

ფეხშიშველი სიარული

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილე...

ჩხირებით ჭამა

ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რ...

ზღვის მარილი კურნავს?

ნიგოზი დიეტის დროს

ნიგოზი დიეტის დროს

მარტივი ჩვევა, რომელიც სიცოცხლეს ახ...

მარტივი ჩვევა, რომელიც
სიცოცხლეს ახანგრძლივებს