რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას
19:14 ორშ. 18 მარტი
ცილით მდიდარი ეს 10 ბოსტნეული განსაკუთრებით აუცილებელია მარხვის დროს, როცა ხორცეულის, თევზისა და რძის ნაწარმის მიღება იკრძალება. იმისთვის, რომ სხეული დიდი დროის მანძილზე ცილის გარეშე არ დარჩეს, რომელიც ჩვენი საკვების მნიშვნელოვანი ნაწილია და სხეულის წონის დაახლოებით 17% შეადგენს, ცხოველური წარმოშობის ცილოვანი პროდუქტები მცენარეული წარმოშობის, ცილით მდიდარი პროდუქტებით უნდა ჩანაცვლდეს. ბუნებაში ცილით მდიდარი არაერთი მცენარე გვხვდება. მათგან რამდენიმე, ყველაზე პოპულარული განვიხილოთ:
1. ბარდა
რას შეიცავს ბარდა:
ბარდა ცილების მდიდარი წყაროა. ბარდას ცილა ხორცის ცილის მსგავსია, რადგან ამინომჟავებს (ცისტინი, ლიზინი, ტრიფტოფანი, მეთიონინი) შეიცავს. ამასთან, ბარდაში ბევრია ასკორბინის მჟავა (59%-მდე), არის შაქარი (7%-ზე მეტი), სახამებელი (1-3%), ვიტამინები C, PP, B ჯგუფის ვიტამინები, პროვიტამინი A, კაროტინი, უჯრედისი.
ბარდას კვებითი ღირებულება 1,5-2-ჯერ მეტია, ვიდრე კარტოფილის და სხვა ბოსტნეულის, გარდა ამისა, ბარდა მდიდარია კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით და რკინით. ბარდას შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, სპილენძი, თუთია, მარგანეცი, კობალტი.
2. ისპანახი
რას შეიცავს ისპანახი:
ისპანახი სასარგებლო ბოსტნეული. ის მდიდარია რკინით და, სხვა ფოთლოვანი მცენარეებისგან განსხვავებით, უფრო მეტ ცილას შეიცავს. არის წნევის მარეგულირებელი და ასევე სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალება. ისპანახი კარგად მუშაობს კუჭის სიმსივნის წინააღმდეგაც. ეს მცენარე აძლიერებს იმუნურ სისტემას!
3. კომბოსტო
რას შეიცავს კომბოსტო:
კომბოსტო უნივერსალური პროდუქტია, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ უგემრიელესი სალათების და წვნიანების მოსამზადებლად გამოიყენოთ. კომბოსტო ცილების შემცველობით ბევრად უსწრებს სტაფილოს. შეიცავს ვიტამინებს E, B1, B2, B3, P, PP, H, კაროტინს, სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის, არის დიეტური და ხელს უწყობს კუჭის წვენის სეკრეციას.
4. ბროკოლი
რას შეიცავს ბროკოლი:
ბროკოლის სარგებლობა ალბათ ყველამ ვიცით. ის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ბოსტნეულია, რომელიც არა მარტო ცილებს, არამედ ბოჭკოებს, ანტიოქსიდანტებს და მინერალებსაც შეიცავს. სხვა სახის კომბოსტოსთან შედარებით, ბროკოლის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ცილაა. ბროკოლის ცილა მდიდარია ამინმჟავებით, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სწორ მუშაობაში და ხელს უშლის ბევრი დაავადების განვითარებას. ბროკოლის ცილას ადარებენ ხორცში არსებულ ცილას და ქათმის კვერცხს. დაამატეთ ბროკოლი სალათებს და წვნიანებს ან უბრალოდ მოხარშული მიირთვით.
აქვე წაიკითხეთ👉 ბროკოლი თუ ყვავილოვანი - რომელი უფრო სასარგებლოა და ვისთვის?
5. გაღივებული მარცვლეული
რას შეიცავს გაღვივებული მარცვლეული:
გაღვივებული მარცვლეული - მაგალითად გაღვივებული ხორბალი, გაღვივებული ოსპი, გაღვივებული წიწიბურა, გაღვივებული ნუში და ა.შ. - დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. ჩვეულებრივ მარცვლეულთან შედარებით, მას სხეული ადვილად ინელებს. დაუმატეთ ის საყვარელ კერძებს და შედეგით კმაყოფილი დარჩებით!
შეგიძლიათ მიირთვათ როგორც სხვადასხვა კერძთან შერეული, ასევე ცალკე. საწყისი ულუფა ერთ ჩაის კოვზს არ უნდა აღემატებოდეს და კარგად უნდა დაღეჭოთ.
6. სოკო
რას შეიცავს სოკო:
სოკო შეიცავს A ავიტამინს, ასევე B, D, E, PP ვიტამინების ყველა ჯგუფს, მინერალებს: კალიუმი, კალციუმი, თუთია, სპილენძი, ფოსფორი, გოგირდი, მანგანუმი. სოკო 90%-ით წყალს შეიცავს და პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმს. ნებისმიერი სახეობის სოკო უზარმაზარი რაოდენობის ცილას შეიცავს! საკმარისია სულ ცოტა მიირთვათ და შიმშილის გრძნობა გაქრება.
7. ბრიუსელის კომბოსტო
რას შეიცავს ბრიუსელის კომბოსტო:
ბრიუსელის კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, B ვიტამინებს, A პროვიტამინს, რკინას, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, ფოლიუმის მჟავას. რა თქმა უნდა, ბრიუსელის კომბოსტო დიდი რაოდენობით ბოჭკოს და ადვილად მოსანელებელ ცილას, თანაც დაბალკალორიული ბოსტნეულია (43 კალორია 100 გრამ ბოსტნეულზე)
8. არტიშოკი
რას შეიცავს არტიშოკი:
არტიშოკი მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ამინმჟავებით. შეიცავს ასკორბინის მჟავას, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, ვიტამინებს B1 და B2, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს და რკინას. არტიშოკის მდიდარი შემადგენლობა ხელს უწყობს მეტაბოლურ პროცესს და დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე. არტიშოკის უმეტესი ნაწილი წყალია (85 გრ). შეიცავს ცილებს (3გრ), ნახშირწყლებს (10გრ) და, რა თქმა უნდა, ბოჭკოს.
9. ასპარაგუსი ანუ სატაცური
რას შეიცავს სატაცური:
ეს მშვენიერი ბოსტნეული (როგორც მწვანე, ასევე მეწამული და თეთრი ფერის) მდიდარია ცილებით, კაროტინოიდებით, სატაცური შიცავს ვიტამინებს A, B1, B2, B5, B6, C, E, H და PP და ძვირფას მინერალებს - კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს და ნატრიუმს, ფოლიუმის მჟავას და სპილენძს. სატაცურში დიდი რაოდენობით ბოჭკოა, რომელიც სწრაფად მოგიხსნით შიმშილის გრძნობას.
10. სიმინდი
რას შეიცავს სიმინდი:
სიმინდის მარცვლები მდიდარია ვიტამინებით: A, C, PP, E, D, K, B ჯგუფი. ასევე ძვირფასი მინერალებით: კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, მაგნიუმის მარილები და მიკროელემენტებით: ნიკელი და სპილენძი. სიმინდის ცილა შეიცავს აუცილებელ ამინომჟავებს - ტრიპტოფანს და ლიზინს. 100 გრ უმი სიმინდის შემადგენლობაში 2,5 გრ ბოჭკოა, ამიტომ პროდუქტი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარკვეული დაავადებების დროს. სიმინდი ნებისმიერი ფორმით სასარგებლოა - უმიც, მოხარშული ცდა დაკონსერვებულიც.
ესეც დაგაინტერესებთ:
სიმინდის კალორიულობა მომზადების წესის მიხედვით
ცილოვანი პროდუქტები, რომლებიც დიეტისას აუცილებელია
7 სასმელი, რომელიც თრომბის წარმოქმნის საფრთხეს აგაცილებთ
კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულარული პროდუქტი
ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტები
სიახლეები ამავე კატეგორიიდან