თემატური ჰოროსკოპი

ქალების „ტკბილი“ ჰოროსკოპი კაცებისთვის - (გ)ახსენით თქვენი ქალი

fun time

16:39 შაბ. 18 დეკემბერი, 2021 წელი

ქალების დახასიათება
ზოდიაქოს ნიშნების
მიხედვით

14
დაკოპირებულია

თითოეული ქალი თავისებურად უნიკალურია, ამიტომ არასოდეს იცი, რა იმალება „შეფუთვის“ ქვეშ. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივს შეიძლება შესანიშნავი გემო ჰქონდეს, ხოლო ბრჭყვიალას - არაფრით გამორჩეული. მოდით, გავარკვიოთ, როგორი ქალი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

1. ვერძი ქალი: „ცხელი შოკოლადი“

ვერძი ქალი მომხიბვლელი და ვნებიანია. „ცხელ შოკოლადთან“ ურთიერთობის დროს გარკვეული ტემპერატურული რეჟიმის დაცვაა საჭირო. თუმცა, ეს უბრალოდ ცხელი შოკოლადი არაა, არომატული სანელებლები აქვს დამატებული: მიხაკი, ჯანჯაფილი და ცხარე პილპილი. ასეთი „სწრაფად აალებადი კერძი“ არ გამოდგება მათთვის, ვინც მიჩვეულია დიეტურ საკვებს და მძაფრი შეგრძნებები და ბობოქარი ვნებები არ უყვარს.

2. კურო ქალი: „ჩიტის რძე“

ეს ტკბილეული სიურპრიზებს არ გპირდებათ - მშვიდი, მშვიდობიანი, ალერსიანი და მოსიყვარულეა. „ჩიტის რძე“ ოჯახური სიმყუდროვის და კომფორტის სიმბოლოა. ტყუილად არ ამბობენ ასტროლოგები, რომ კურო ქალები საუკეთესო ცოლები არიან. ამასთან, „ჩიტის რძე“ შესაბამის „შენახვის პირობებს“ მოითხოვს. მას სანდო პარტნიორი სჭირდება, რომლის მიღმაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნობს.

3. ტყუპი ქალი: „რაფაელო“

ის მსუბუქი და ჰაეროვანი ჩანს, მაგრამ ეს მაცდური შთაბეჭდილებაა - ყველა ტყუპ ქალს მტკიცე გული (თხილი) აქვს. ბევრმა მამაკაცმა იცის, რომ „რაფაელოს“ ხანგრძლივად შენარჩუნება რთულია - ის, შეიძლება, ადვილად მოიხიბლოს, მაგრამ თუ მოიწყინა, ასევე ადვილად შეუძლია სხვასთან გაფრენა. ტყუპი ქალების ასეთ ზედაპირულობას და არასერიოზულობას მხოლოდ ინტელექტი და მრავალმხრივობა აბალანსებს. „რაფაელო“ სხვადასხვა გემოების ნაკრებია, რომელსაც ვერცერთი სხვა ნიშნისგან ვერ მიიღებთ.

4. კირჩხიბი ქალი: „მარმელადი“

ამ დელიკატესს მთელ მსოფლიოში მილიონობით მოყვარული ჰყავს. მარმელადის მსგავსად, რომლის მომზადება უამრავ ეტაპს შეიცავს, კირჩხიბ ქალსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. ნაზი მარმელადი არასწორი მოპყრობის შემთხვევაში საკვებად სრულიად უვარგისი ხდება - ზედმეტი სიმხურვალისგან ის ჟელედ იქცევა. ასევეა კირჩხიბი ქალიც - ის ურთიერთობაში ფაქიზ დამოკიდებულებას და რომანტიკას ითხოვს, თავად კი დროთა განმავლობაში უხეშდება და პარტნიორს „ეწებება“, თუმცა ეს ბევრ მამაკაცს ძალიან მოსწონს.

5. ლომი ქალი: „კარამელი“

კარამელი კანფეტების უმეტესობის ინგრედიენტია, მაგრამ მის დამზადებას დიდი მოთმინება სჭირდება - ადვილი არ არის, რომ ჩვეულებრივ შაქარს თაფლის ფერი, თაფლისვე კონსისტენცია და უნიკალური არომატი შესძინოთ. ლომი ქალი კარამელი, ტკბილეულის მოყვარული მამაკაცების შეფასებით, ყველაზე მაცდური და მიუწვდომელია. „კარამელი“ მიჩვეულია თაყვანისცემლების აღფრთოვანებულ მზერას და სურვილს. მას ყველაზე დახვეწილი დღესასწაულის დამშვენება შეუძლია.

6. ქალწული ქალი: „თხილი შოკოლადში“

ქალწული ქალი ისეთი მყარი დესერტების კატეგორიას მიეკუთვნება, როგორიცაა თხილის კანფეტები, გრილიაჟი და პრალინები. როგორც წესი, ქალწულის ცხოვრება მკაცრ და ლოგიკურად დასაბუთებულ წესებს მიჰყვება - ამ ქალბატონს პირველივე ჯერზე და ადვილად ვერავინ დაიპყრობს. ქალწულის მიუწვდომლობა მამაკაცურ გემოვნებას აღაგზნებს და შეტევაზე გადადის, თანაც ისე, რომ კბილების დაზიანებას არ ერიდება. რჩევა მათთვის, ვისაც ქალწულის მოხიბვლა სურს - ცოტა დრო მიეცით, რათა დარბილდეს, შემდეგ კი შეგიძლიათ ვნების დაუვიწყარი, ზოგჯერ კი მძაფრი გემო განიცადოთ.

7. სასწორი ქალი: „მოცვი მინანქარში“

მოჭიქული მოცვი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანსაღი დელიკატესიცაა. ასეთი ქალთან ურთიერთობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. შაქრის ან ვანილის მინანქარი ძალიან ნაზი და მყიფეა, ამიტომ დიდხანს არ უნდა დააყოვნოთ და დროულად მიირთვათ,მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სასწორი ქალი დისკომფორტს და უხეშ მოპყრობას არ მოითმენს და შეიძლება პირი „გაგიმწაროთ“.

8. მორიელი ქალი: „შაქარყინული“

მორიელ ქალს საკუთარი სურვილების დროებით გაყინვა ეხერხება, მაგრამ საჭირო დროს ასევე ადვილად ადნობს. შაქარყინული ქალი სიყვარულში ყველაზე საინტერესო ნიმუშია. თავიდან ცნობისმოყვარეობით და შორიდან ტკბობით უნდა დაიტანჯოთ. ტკბილეულის კბეჩა და ღეჭვა არასასურველია - მხოლოდ ნაზი ლოკვა და წუწნა. შაქარყინული საკმაოდ დახელოვნებულ საყვარელს მოითხოვს, რომელიც უპირატესობას ერთფეროვან, მაგრამ ხანგრძლივ გემოს ანიჭებს. ეს „შაქრის კრისტალი“ ნელა და სიამოვნებით უნდა შეისწავლოთ და ყოველ ჯერზე თავიდან დატკბეთ.

9. მშვილდოსანი ქალი: „ფორებიანი შოკოლადი“

აქ მთავარი ჰაერის ბუშტებია... ჰაეროვანი შოკოლადი შეიძლება მხოლოდ შამპანურს შევადაროთ, რომელიც, ნაცრისფერი ყოველდღიურობის ფონზე, დღესასწაულის განცდას ქმნის. მშვილდოსან ქალს ფეთქებადი ტემპერამენტი და გამორჩეული ხასიათი აქვს. მასთან ურთიერთობის დროს ზეიმისა და იმპულსურობის განცდა არ დაგტოვებთ.

10. თხის რქა ქალი: „ალუბალი შოკოლადში“

ამ ნიშნის წარმომადგენელს უნიკალური უნარი აქვს, სილამაზე და ენერგია ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოს. ასეთი „კანფეტის“ ხელში ჩაგდება უდავოდ მამაკაცის წარმატებაა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პოტენციური პარტნიორის მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნების გამო, „ალუბალი შოკოლადში“ მარტო რჩება და გაყინულ „ზამთრის ალუბლად“ იქცევა. ასეთი ალუბლის გადნობას კი დიდი დრო სჭირდება.

11. მერწყული ქალი: „ბეზე“

მერინგა, იგივე ბეზე, ფრანგული დესერტია. ბეზე - ფრანგულად კოცნას ნიშნავს. ბეზე შეიძლება განსხვავებული იყოს: ნაზი, რომელიც პირში დნება და მყარი და ხრაშუნა, ჩვეულებრივი და ეგზოტიკური, თხილით და შოკოლადით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მისი დაგემოვნება სიამოვნებაა. ყველაზე რთული კითხვაა როგორ მივაღწიოთ ასეთ ქალთან სტაბილურობას? ალბათ ყველაფერი მაინც მამაკაცის ოსტატობაზეა დამოკიდებული - ბეზე უჩვეულოსა და ორიგინალურის მოყვარულებისთვის ნამდვილი საჩუქარია.

12. თევზი ქალი: „კანფეტი ლიქიორით“

თევზი ქალი ნაზი, მათრობელა და მიმზიდველია. მასთან ურთიერთობამ შეიძლება, აშკარა დამოკიდებულება გამოიწვიოს. ეს ტკბილეული შეიცავს ქალურ საიდუმლოს, რომლის ბოლომდე ამოხსნა არავის შეუძლია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?