თემატური ჰოროსკოპი

ნუმეროლოგია - გამოთვალეთ, რომელი დაავადებებისკენ ხართ მიდრეკილი

fun time

14:30 სამ. 2 ნოემბერი, 2021 წელი

ნუმეროლოგია და
ჯანმრთელობა

14
დაკოპირებულია

ბედის რიცხვის გამოთვლა დაგეხმარებათ, გაიგოთ რომელი დაავადებების მიმართ არის თქვენი ორგანიზმი ყველაზე მგრძნობიარე და როგორ აიცილოთ თავიდან სერიოზული გართულებები...

დავიწყოთ ბედის რიცხვის გამოთვლით.

ნუმეროლოგია გამოთვლა ითვალისწინებს თქვენი დაბადების თარიღის ყველა ციფრის შეკრებას, სანამ საბოლოოდ ჯამში ერთნიშნა ციფრს არ მიიღებთ (1-დან 9-ის ჩათვლით).

მაგალითად, 1984 წლის 30 სექტემბერი: 3+0+0+9+1+9+8+4 = 34 = 3+4 = 7

ახლა კი ვნახოთ თითოეული ბედის ციფრის მნიშვნელობა ჯანმრთელობის მიმართულებით:

👉 ნუმეროლოგია 1

ამ ბედის რიცხვის მქონე ადამიანებს აქვთ მიდრეკილება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისკენ: მაღალი ან დაბალი წნევა სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ა.შ.

კიდევ ერთი სუსტი წერტილი თვალებია. თუ ერთიანი თქვენი ბედის რიცხვია, გირჩევთ რეგულარულად გაიაროთ შემოწმება ოფთალმოლოგთან.

„ერთიანები“ მოაზროვნეები არიან, ამიტომ „ტვინის გამორთვა“ და მოდუნება უჭირთ, ხშირად უძილობაც აწუხებთ. სამწუხაროდ, მათთვის არც მავნე ჩვევებია უცხო: თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკოტიკებიც კი. დამოკიდებულება თითქოს დამშვიდებაში ეხმარებათ, მაგრამ ეს ილუზია და დამღუპველი გზაა.

რჩევა: ეცადეთ, თავი აარიდოთ მავნე ჩვევებს და სპორტი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციოთ. სასურველია, რომ დილაობით თუნდაც 15 წუთი ივარჯიშოთ და შაბათ-კვირას ირბინოთ. აუცილებლად გაეცანით იოგას და მედიტაციას და რაციონში დაამატეთ ნატურალური თაფლი.

2028, 2037, 2046 წლები ჯანმრთელობის სფეროში ცვლილებებს მოიტანს, თუმცა როგორი იქნება ეს ცვლილებები, ჯერჯერობით, უცნობია. უბრალოდ, ეცადეთ ამ წლების მანძილზე ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ.

👉 ნუმეროლოგია 2

მგრძნობიარე, ემოციური ადამიანი ხართ და ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ. გარდა ამისა, შესაძლოა, პერიოდულად, კუჭ-ნაწლავის დაავადებებმა, სახსრებისა და თავის ტკივილმა, დეპრესიამ და ჰიპერტენზიამ შეგაწუხოთ.

თქვენი ცხოვრობის მისია სიყვარულის გაცემა და მიღებაა და თუ ენერგიის გაცვლა ვერ მოახერხეთ, შეიძლება თავი ემოციურად არაკომფორტულად იგრძნოთ. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ეს დისბალანსი მთლიან სხეულზე უარყოფითად იმოქმედებს.

რჩევა: თქვენ გჭირდებათ ის, რასაც ფსიქოლოგები ჯგუფურ თერაპიას ეძახიან - მეგობრებთან ურთიერთობა, გართობა, დადებითი ემოციები. ყურადღება მიაქციეთ სუნთქვით ვარჯიშებს, რომელიც სრულფასოვან დასვენებაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის 2029, 2038, 2047 წლები განსაკუთრებული იქნება - შესაძლოა, ამ წლებში დაავადდეთ ან პირიქით, განიკურნოთ. ამიტომ, ამ წლებში საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

👉 ნუმეროლოგია 3

„სამიანი“ შემოქმედების, თვითგამოხატვისა და ურთიერთობისთვის შექმნილი ადამიანია. მისი ჯანმრთელობის სუსტი მხარეებია: კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ჭარბი წონა, ყელის პრობლემები და ბევრი მუშაობით გამოწვეული ნერვული აშლილობა.

პერიოდულად, შეიძლება დერმატოლოგის პაციენტებიც გახდნენ. მიდრეკილნი არიან ნეფრიტისა და რადიკულიტის შეტევებისკენ.

რჩევა: იზრუნეთ მეტაბოლიზმის დაჩქარებასა და სტრესის შემცირებაზე.

დაიცავით დიეტა, უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებსა და უპირატესობა ჯანსაღ კვებას მიანიჭეთ. სასურველია ალკოჰოლის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანოთ ან საერთოდ უარი თქვათ მასზე. ნუმეროლოგები გირჩევენ განსაკუთრებული ყურადღება საჭმლის მომნელებელ სისტემას მიაქციოთ.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით ეს წლები მნიშვნელოვანი იქნება: 2030, 2021, 2030, 2039, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

👉 ნუმეროლოგია 4

ამ ბედის რიცხვის მქონე ადამიანებს მედიცინასთან საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვთ, რადგან მათი დაავადებების დიაგნოსტიკა ადვილი არ არის.

„ოთხიანების“ მთავარი პრობლემებია: სახსრების, ხერხემლისა და თავის ტკივილი, ანემია, წონის პრობლემები, დეპრესია და კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი.

რჩევა: თქვენ გჭირდებათ სავარჯიშოები, რომლებიც მეტაბოლიზმს დააჩქარებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემას გააძლიერებს. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მენიუში მუდმივად იყოს დაუმუშავებელი, მსუბუქი საკვები.

„ოთხიანებზე“ შესანიშნავად მოქმედებს ნებისმიერი ფიზიოთერაპია, ჰიპნოზი და ფსიქოთერაპია. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში. ეს საშუალებას მოგცემთ დაისვენოთ და ძალა მოიკრიბოთ. იოგას ვარჯიშის დროს განსაკუთრებული ყურადღება გაჭიმვას მიაქციეთ. ეს სახსრების ტკივილის დროს დაგეხმარებათ. გირჩევთ გამონახოთ დრო ხერხემლის დიაგნოსტიკისა და დროული მკურნალობისთვის. ჩაიტარეთ კომპიუტერული ტომოგრაფია.

2022, 2031, 2040, 2049 წლებში საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

👉 ნუმეროლოგია 5

ბედის ამ რიცხვის მქონე ადამიანების სუსტი ადგილი ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებია. თუ კვებისა და დასვენების რეჟიმს არ დაიცავთ, დიეტები, უძილობა და ინტელექტუალური გადაღლა ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

„ხუთიანს“ შეიძლება ჰქონდეს თირკმელზედა ჯირკვლისა და ნერვიული პრობლემები, ასევე ინტოქსიკაციისკენ მიდრეკილება. ეცადეთ, უარი თქვათ მოწევაზე, ალკოჰოლზე და სხვა მავნე ჩვევებზე.

რჩევა: აირჩიეთ ცხოვრების წესი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ პირადი სივრცე გქონდეთ და საკუთარ თავსა და საჭიროებებზე მეტი იზრუნოთ. დაამატეთ მენიუში ნებისმიერი სახის თხილი და ბევრი წყალი დალიეთ, რადგან დეჰიდრატაციისკენ მიდრეკილი ხართ. სასურველია ივარჯიშოთ, რადგან ეს მავნე ჩვევებიდან ყურადღებას გადაგატანინებთ.

2023, 2032, 2041, 2050 წლები თქვენთვის განსაკუთრებული იქნება, ამიტომ ამ წლებში საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

👉 ნუმეროლოგია 6

„ექვსიანების“ სუსტი ადგილი ზედა სასუნთქი გზები, ყელი და სისხლის მიმოქცევის სისტემაა. 50 წლის შემდეგ გამორიცხული არ არის, რომ გულმაც შეგაწუხოთ. სასურველია ქალებმა მამოლოგთან შემოწმება რეგულარულად გაიარონ.

რჩევა: ძალიან მოწესრიგებული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხართ, ამიტომ ხშირად სხვისი პრობლემების გადაწყვეტასაც საკუთარ თავზე იღებთ. სინანულით აკვირდებით ამ სამყაროს არასრულყოფილებას და სტრესს ჭამით უმკლავდებით, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ეცადეთ პიროვნული საზღვრები დაადგინოთ და გარე სამყაროს პრობლემებისგან დისტანცირება შეძლოთ. შეზღუდეთ რძის პროდუქტებისა და ტკბილეულის მოხმარება და თუნდაც კვირაში ერთხელ, მსუბუქი დიეტა დაიცავით.

სასურველია ავტომობილი ფრთხილად მართოთ და ექსტრემალური სპორტისგან თავი შორს დაიჭიროთ.

თქვენთვის 2024, 2033, 2042, 2051 წლები ჯანმრთელობის თვალსაზრისით, განსაკუთრებული იქნება.

👉 ნუმეროლოგია 7

„შვიდიანებში“ უფრო ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც იპოქონდრიკებს უწოდებენ. თქვენ მუდმივად დაუცველობის შიში გაწუხებთ, რაც იწვევს დეპრესიას, თავის ტკივილს, უძილობას დამამშვიდებელი ეფექტის მქონე ნივთიერებებზე დამოკიდებულებას. ნუმეროლოგიაში ბედის რიცხვი 7-ის მქონე ადამიანებს აქვთ განსაკუთრებით ნაზი, მგრძნობიარე კანი, რომელიც ადვილად ღიზიანდება.

რჩევა: ენდეთ თქვენს ინტუიციას, გამონახეთ დრო განმარტოების, მედიტაციისა და ბუნებაში დასვენებისთვის. ეს ყველაფერი თქვენს აღგზნებულ გონებას კარგად ამშვიდებს.

„შვიდიანებისთვის“ წყლის ნებისმიერი პროცედურა სასარგებლოა. ის სულიერი ჰარმონიის მოპოვებაში და მოდუნებაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის 2025, 2033, 2043, 2052 წლები განსაკუთრებული იქნება - შეიძლება დაავადდეთ ან პირიქით, განიკურნოთ. ამიტომ, ამ წლებში საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

👉 ნუმეროლოგია 8

ადამიანები, რომელთა ბედის რიცხვი რვაა, შრომისმოყვარეები არიან. მათთვის მატერიალური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, რადგან სჯერათ, რომ ფული ადამიანს თავისუფალს ხდის.

რვიანების ცხოვრების წესს შეუძლია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავებისა და გულის დაავადებების პროვოცირება. ზოგიერთებს შეიძლება აწუხებდეთ რევმატიზმი, ჰიპერტენზია, შაკიკი.

რჩევა: ნუმეროლოგები „რვიანებს“ ურჩევენ, გართობისა და მხიარულებისთვის მეტი დრო გამონახონ - იცინეთ, იცეკვეთ, კომედიებს უყურეთ და მთელი გულით იხალისეთ. ეს სასიამოვნო თერაპია შინაგანი ჰარმონიის პოვნაში დაგეხმარებათ. ასევე, სასურველია ვეგანური დიეტის დაცვა - მოერიდეთ ცხოველური წარმოშობის საკვებს.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, თქვენთვის 2026, 2035, 2044, 2053 წლები განსაკუთრებული იქნება, ამიტომ პროფილაქტიკურ მკურნალობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

👉 ნუმეროლოგია 9

ბედი „ცხრიანებს“ უამრავ გამოცდას უმზადებს, თუმცა ისინი მაინც კაცთმოყვარე ჰუმანისტებად რჩებიან.

მათი სუსტი ადგილი გული, კისერი და ხერხემალია. მიდრეკილნი არიან ინფექციური დაავადებებისკენ. განსაკუთრებით ვერ იტანენ მაღალ ტემპერატურას.

რჩევა: თქვენთვის აუცილებელია მასაჟი და იოგას კურსები, რომლებიც ხელს უწყობს სხეულის გაძლიერებას. ყოველი მასაჟის შემდეგ იგრძნობთ, როგორ გაქრება სიმძიმე თქვენი მხრებიდან. სასურველია უარი თქვათ მძიმე საკვებზე და მკაცრად შეიზღუდოთ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება.

თქვენთვის 2027, 2036, 2045, 2054 წლები მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ესეც საინტერესოა 👇

რა ციფრით მთავრდება თქვენი დაბადების წელი? - ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

გამოთვალეთ თქვენი სულის ასაკი

ფულის ნუმეროლოგია - გამოთვალეთ პირადი ფინანსური კოდი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი