თემატური ჰოროსკოპი

რა ფერში შევხვდეთ ახალი წლის ღამეს - რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

fun time

17:22 სამ. 13 დეკემბერი, 2022 წელი

რა ფერში შვხვდეთ ახალი
წლის ღამეს

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ იღბლისა და ბედნიერების მისაზიდად ახალი წლის დღესასწაული სწორად შერჩეულ ფერებსა და სამოსში უნდა აღნიშნოთ. ვნახოთ რას გვირჩევენ მიმართულებით ასტროლოგები და ფსიქოლოგები. 

2023 წლის წლის სიმბოლო - შავი (ლურჯი) წყლის კურდღელი, სიმშვიდეს და თვითკმაყოფილებას განასახიერებს. მთვარის ჩინური კალენდრის მიხედვით, ის სახლის, ოჯახის და სიყვარულის მფარველია. ეს ჭკვიანი და ალერსიანი ცხოველი შეიძლება თქვენი მეგობარი და მოკავშირე გახდეს, თუ არ დაიზარებთ და ასიამოვნებთ.

წყლის კურდღლის წელი ორი ძირითადი ენერგიის - ხის და წყლის მატარებელია. წყალს მშვიდობა და თავისუფლება მოაქვს, ხეს კი კეთილდღეობა, განკურნება და შემოქმედება. ამიტომ, 2023 წელი იმედის, მშვიდობისა და ხელსაყრელი ცვლილებების წელი იქნება - ამბობენ ასტროლოგები.

კურდღლის წლის რიცხვი

მიიჩნევა, რომ კურდღლის წლის მთავარი რიცხვია 7, რომელიც სიბრძნეს და მიზანსწრაფულობას განასახიერებს.

თუ თქვენი სახლის მისამართში, ავტომობილის ან ტელეფონის ნომერში რიცხვი 7 ურევია, ის აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ.

კურდღლის წელი ფერები

2023 წლის ფერებს წლის სიმბოლო განსაზღვრავს. იღბლის მოსაზიდად ჯობს ახალ წელს წყლის კურდღლის საყვარელი ფერის ახალი სამოსით შევხვდეთ.

შავი კურდღლის წლის მთავარი ფერები, რომლებსაც ბედნიერება და იღბალი მოაქვს, არის:

  • ცისფერი
  • ლურჯი
  • შავი
  • მწვანეა.

ამ ფერების გამოყენება ძირითადი სამოსის გარდა, აქსესუარებსა და სამკაულებშიც შესაძლებელია.

ნურც წითლისა და ვარდისფრის შესახებ დაივიწყებთ. ვარდისფერი სიყვარულში წარმატებას და ჰარმონიულ ურთიერთიბებს გპირდებათ, წითელი კი კარიერულ წინსვლასა და ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ.

რომელ ფერებს მოვერიდოთ ახალ წელს?

ახალ წელს როგორც სასურველი, ასევე არასასურველი ფერები აქვს. მაგალითად:

  • სასურველია, რომ კურდღლის წელს მოყვითალო დ მოყავისფრო ფერებს ერიდოთ.
  • არ შეიძლება ბეწვისა და ტყავისგან შეკერილი სამოსის ჩაცმა.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი ახალი წელი

გარდა კურდღლის წლის ძირითადი ფერებისა, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს საკუთარი ფერები აქვს, რომლებიც ადამიანს ბედნიერებისა და ჰარმონიის პოვნაში ეხმარება.

ნუმეროლოგები და ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნებს ტანსაცმლისა და აქსესუარების ფერების შერჩევისას გარკვეული რეკომენდაციების დაცვას ურჩევენ.

ვერძი

წითელი და ნარინჯისფერი სამოსი და შავი ან ნაცრისფერი აქსესუარები.

კურო

ვერცხლისფერი, თეთრი ან რძისფერი ტანსაცმელი და ღია ცისფერი აქსესუარები.

ტყუპები

ნათელი და ხალისიანი სამოსი, რაც შეიძლება ფერადი. უპირატესობა იასამნისფერს და ვარდისფერს მიანიჭეთ.

კირჩხიბი

ზურმუხტისფერი მწვანე, ოქროსფერი, ყვითელი ან ნარინჯისფერი აქსესუარებით.

ლომი

მკაცრად - ნარინჯისფერი და შავი.

ქალწული

წითლის ნებისმიერი შეფერილობა და ლურჯი აქსესუარები. ეს შეიძლება საყურეები, ბეჭედი ან სხვა რამ იყოს.

სასწორი

ნაზი პასტელის ფერები უნდა და ნაცრისფერი ან შავი აქსესუარები.

მორიელი

მორიელისთვის იდეალურია ვერცხლისფერი თეთრთან ან ლურჯთან ერთად.

მშვილდოსანი

იისფერის ნებისმიერი ელფერი, ოქროს აქსესუარებთან ან ყვითელ სამკაულთან ერთად.

თხის რქა

შავ-თეთრის კომბინაცია - უცვლელი კლასიკა.

მერწყული

მწვანე და ზღვისფერი. იდეალურია ქვიშისფერთან შეხამება.

თევზები

ნებისმიერი ნათელი ფერი. თუ უფრო მშვიდი სტილი გსურთ, მაშინ ლურჯი ან ინდიგო უნდა აირჩიოთ.

ასევე წაიკითხეთ:

როგორი იქნება 2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ზოდიაქოს ხუთი ნიშანი, რომელიც 2023 წელს დიდ სიყვარულს იპოვის

როგორი ხასიათის იქნება 2023 წელს დაბადებული ბავშვი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?