თემატური ჰოროსკოპი

სახის კანის სწორად მოვლა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

fun time

17:44 შაბ. 30 ივლისი, 2022 წელი

სახის მოვლა ზოდიაქოს
ნიშნის მიხედვით

14
დაკოპირებულია

ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგიძლიათ, განსაზღვროთ, თქვენს სახის კანს რომელი პროდუქტები უხდება ყველაზე მეტად!

ვერძი

მუდმივად გქონდეთ სახლში დამამშვიდებელი ტონიკები. ვარდის წყალი, ალოეს ფოთლების წვენი, გვირილის ნახარში, კიტრისა და ლავანდის ექსტრაქტი - ყველა ეს მცენარეული საშუალება თქვენს კანს სირბილესა და აბრეშუმის ეფექტს შემატებს.

კურო

სახის დამუშავებისთვის თქვენთვის იდეალურია ტკბილი ნუშის, ქოქოსისა და სეზამის ზეთი. შედეგად თქვენი კანი რბილი, ჰაეროვანი და ვარდისფერი გახდება.

ტყუპები

ტყუპებისთვის შესაფერისია ისეთი კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში შედის ვარდის წყალი, ნუშის ზეთი, ალოეს ექსტრაქტი და ჟოჟობას ზეთი. ამ ნივთიერებებს აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი და მკვებავი თვისებები, სწორედ მათი დახმარებით სახის კანს ტონუსს მაქსიმალურად სწრაფად დაუბრუნებთ.

კირჩხიბი

თქვენთვის აუცილებელია კოსმეტიკა, რომელიც კანის ქსოვილებს ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს. კირჩხიბებო, მოიმარაგეთ ჟოჟობას, სეზამისა და მაკადამიის ზეთი, რომლებიც თქვენი სახის კანს ტენიანობის ბალანსს შეუნარჩუნებს და დაამშვიდებს. კირჩხიბების კანი ხშირად დეჰიდრატაციას განიცდის, ამიტომ ისარგებლეთ ნემსიწვერას ზეთით.

ლომი

თქვენი კანისთვის სულ ერთია, რამდენად ცნობილი ბრენდის კოსმეტიკური საშუალებით ისარგებლებთ. ამიტომ მათი შერჩევის დროს ნუ მიაქცევთ ყურადღებას რეკლამებს. აირჩიეთ ის კოსმეტიკური საშუალება, რომლის შემადგენლობაში შედის ვარდის წყალი, ჟოჟობა და ქაცვის ზეთი.

ქალწული

იზრუნეთ სახის კანის ხარისხიან მოვლაზე. აირჩიეთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში შედის გვირილის, ვარდის, ლავანდისა და ფორთოხლის ექსტრაქტი.

სასწორი

თქვენი კანისთვის იდეალურია მაკადამიის ზეთი, ასევე, მსხლისა და ბროწეულის ექსტრაქტი. ამგვარი „წამალი“ თქვენი კანის დაბალანსებულ კვებასა და დატენიანებას უზრუნველყოფს.

მორიელი

თქვენს კოსმეტიკურ ნაკრებში მუდმივად უნდა იყოს ისეთი საშუალებები, რომელთა შემადგენლობაში შედის ლავანდისა და სანდლის ხის ზეთები. ეს ნივთიერებები არა მხოლოდ სახის კანის მოვლას უზრუნველყოფს, არამედ, შინაგანი სიმშვიდისა და ემოციური ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებო, გახსოვდეთ, რომ შედეგი მხოლოდ კოსმეტიკის რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში მიიღება. ნუ დაელოდებით გლობალურ ცვლილებებს ახალი საცხის ორ-სამჯერ გამოყენების შემდეგ. ისწავლეთ მოთმინება. სხვათა შორის, თქვენი კანისთვის იდეალურია ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა არგანის, ქოქოსის, ყურძნისა და ზეითუნის ზეთი.

თხის რქა

ნუ გავიწყდებათ ხოლმე სახის კანზე ზრუნვა. თხის რქების კანისთვის იდეალურია ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა ლავანდის, ნემსიწვერასა და პიტნის ეთერზეთები. სხვათა შორის, ეს საშუალებები შინაგანი შფოთვის მოხსნაშიც დაგეხმარებათ.

მერწყული

აირჩიეთ კოსმეტიკური საშუალების ის ხაზი, რომელიც ზუსტად თქვენს კანს შეეფერება და ისარგებლეთ ამ საშუალებებით რეგულარულად. ხშირად მერწყულებს მშრალი კანი აქვთ, ამიტომ სპეციალისტები გირჩევენ, ისარგებლოთ ზეითუნისა და ყურძნის წიპწების ზეთით. ასევე, თქვენი კანისთვის შესანიშნავია ხორბლის, ფორთოხლისა და ლეღვის ექსტრაქტები.

თევზები

სახის კანის მოვლისთვის ისარგებლეთ ნესვისა და საზამთროს ექსტრაქტებით. სხვათა შორის, ზოდიაქოს ამ ნიშნის სახის კანზე ხშირად ჩნდება მკვდარი ეპითელური უჯრედები - ეს თევზების მტკივნეული მხარეა. ამიტომ ნუ იტყვით უარს სკრაბებსა და გამწმენდ ნიღბებზე.

ასევე საინტერესოა, სახის კანის მოვლა სახლის პირობებში 👇

როგორ გავიგოთ კანის ტიპი

სახის იოგა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას აკეთებს ზოდიაქოს თითოეული ნიშან...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის...

რომელია თქვენი ზოდიაქოს
ნიშნისთვის მნიშვნელოვანი
ასაკი

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 2,...

2, 11, 20 და 29 რიცხვში
დაბადებულებისთვის

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადა...

დაბადების საათი და
ადამიანის ბედი

შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამი...

7-წლიანი ციკლები

რატომ ახდენს რიცხვი „7“ ადამიანზე გ...

რატომ ახდენს რიცხვი „7“
ადამიანზე განსაკუთრებულ
გავლენას?

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 1,...

ნუმეროლოგია 1

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 3,...

ნუმეროლოგია 3

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 4,...

4 რიცხვი - ნუმეროლოგია