თემატური ჰოროსკოპი

ვის მოუტანს 2023 წელი ფინანსურ კეთილდღეობას

fun time

13:16 ხუთ. 5 იანვარი, 2023 წელი

ჰოროსკოპი და ფინანსები 2023
წლისთვის

14
დაკოპირებულია

გვინდა თუ არა, ჩვენს ცხოვრებაში ფინანსურ კეთილდღეობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამიტომ ასტროლოგიურ პროგნოზებშიც დიდი ყურადღება ეთმობა. ჩვენ გიამბობთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანი იქნება ფინანსურად ყველაზე უზრუნველყოფილი 2023 წელს და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მთელი წელი ფინანსური შოკების გარეშე გაატაროთ. 

მაშ ასე, 2023 წლის 5 ყველაზე მდიდარი ზოდიაქოს ნიშანი:

ვერძი

ვერძის ფინანსური წარმატება სხვადასხვა გარემოებასთან იქნება დაკავშირებული.

უფრო მეტიც, ამ ნიშნის სხვადასხვა წარმომადგენელი მათ განსხვავებულად იგრძნობს - ზოგი პირადი შემოსავლის გაზრდას შეძლებს, ზოგი კი ადრე მიღწეულ პოზიციებს განამტკიცებს...

ასეა თუ ისე, ვერძების უმეტესობა მატერიალური კეთილდღეობის მხრივ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფინანსური შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტი იქნება, თითქმის შეფერხებების გარეშე.

საკმაოდ მაღალია დამატებითი შემოსავლის ალბათობაც. ყველაზე დიდი ფინანსური შემოსავალი მოსალოდნელია აპრილიდან-ივნისამდე პერიოდში.

დიდი შემოსავლის მიუხედავად, გირჩევთ ფულის უმიზნოდ და უაზროდ ხარჯვას მოერიდოთ. ასეთ შემთხვევაში სოლიდური თანხის დაზოგვას და მნიშვნელოვანი ნივთის შეძენას შეძლებთ. ამის შესაძლებლობა მოულოდნელად გაჩნდება, ამიტომ სასურველია, რომ გარკვეული დანაზოგი ყოველთვის გქონდეთ.

ვერძებს, რომლებიც 2023 წელს ვალებით შეხვდნენ, მათი დაფარვის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცემათ. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო ძველი ვალია, მით უფრო ადვილად შეძლებთ მის დაფარვას.

ბევრი ვერძისთვის შემოსავლის ძველი წყაროების თემა გააქტიურდება. ეცადეთ, ასეთ საკითხებს უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდოთ. სავარაუდოდ, გამოჩნდება შემოსავლის მიღების ახალი საშუალება, რომელმაც ადრე რატომღაც არ გაამართლა, ახლა კი მისი ამოქმედების დრო დადგა.

ტყუპები

მეტი შესაძლებლობა და ნაკლები რისკი - 2023 წელს ტყუპები ფულის ნაკლებობას თითქმის არ განიცდიან. შესაბამისად, გაცილებით თავდაჯერებულები და ოპტიმისტურად განწყობილები არიან.

ტყუპებს, რომლებიც მიწასთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებში არიან ჩართული, იღბალი გაუღიმებთ. ამ რესურსებთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება და ტრანზაქცია მოგებიანი და წარმატებული იქნება ყველა თვალსაზრისით.

ბევრი ტყუპები წარსულიდანაც კი შეძლებს ფულის მიღებას - რამდენიმე წლის წინ განხორციელებული ინვესტიცია და უიმედო ვალები, სავარაუდოდ, სწორედ 2023 წელს დაგიბრუნდებათ. წლის სხვადასხვა დროს შეგიძლიათ სასიამოვნო ფინანსური სიურპრიზების იმედი გქონდეთ.

დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ცდუნებებს ძალიანაც ნუ აჰყვებით. გახსოვდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსიც კი შეიძლება ამოიწუროს. განსაკუთრებით ფინანსურ სპეკულაციებს უნდა ერიდოთ. ასეთმა ოპერაციებმა შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.

ლომი

ახალი შესყიდვები, საინტერესო შესაძლებლობები და ფინანსური წარმატებები ლომების უმეტესობას გაცილებით გულუხვს გახდის. საჩუქრების გაცემა და ხელმოკლე ადამიანების ფინანსური დახმარება თქვენი მოწოდება ხდება. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ თქვენი ფინანსური შესაძლებლობების შესახებ ნაკლებს ისაუბრებთ, რათა ვიღაცამ თქვენი სიკეთისა და დიდსულოვნების სათავისოდ გამოყენება არ სცადოს.

ზოგი ლომი 2023 წელს ვალებით შეხვდება, მაგრამ ამ პრობლემას უმოკლეს დროში გაუმკლავდება. ლომებს, რომლებმაც დიდი ხნის წინ გაცემული ვალის დაბრუნების იმედი დაკარგეს, ამ მხრივ სასიხარულო ცვლილებები ელით.

ასე რომ, ლომების უმეტესობას წელს შემოსავლის უამრავი წყარო გაუჩნდება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ბევრი ლომს მნიშვნელოვანი შენაძენი ექნება - ძვირად ღირებული ავტომობილიდან ან ახალი უძრავი ქონებიდან დაწყებული, ანტიკვარული ან სხვა ძვირფასი ნივთებით დამთავრებული. ასეთი შესყიდვების აუცილებელიც კია, მაგრამ ამის გაკეთება ახალი ვალების და განსაკუთრებით, კრედიტების გარეშე, საკუთარი რესურსებით უნდა შეძლოთ.

ბიზნესმენ ლომებს მოგების სოლიდური ზრდა ელით, თუმცა მნიშვნელოვანია მისი უკიდურესად კომპეტენტურად განკარგვა. ასეთი რეკომენდაცია სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უკან, ბიზნესის გაფართოებაში ჩააბრუნოთ. გაცილებით სწორი იქნება, თუ ფულს ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავთ.

ქალწული

2023 წელს იმაზე გაცილებით მეტი ფული და, შესაბამისად, შენაძენი გექნებათ, ვიდრე წინა წლებში. ამის მიუხედავად, ეცადეთ, ფული გონივრულად ხარჯოთ, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი რესურსიც კი შეიძლება ამოიწუროს.

ქალწულებისთვის პოზიტიური ფინანსური ცვლილებები, სავარაუდოდ, წლის პირველ თვეებში ან კვირებში დაიწყება. შემდგომი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებთ ფულის გამომუშავების პროცესში შესაბამისი ტემპის შენარჩუნებას. ამისთვის სიზარმაცე სრულიად უნდა დაივიწყოთ და ფინანსური განვითარების ახალი შესაძლებლობები მოიძიოთ.

სახლის კეთილმოწყობისა და მიწის ნაკვეთის შეძენის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები აუცილებლად გაამართლებს. როგორ? ეს საკითხი თითოეული ქალწულისთვის ინდივიდუალურად გადაწყდება - ვიღაცისთვის ოჯახური ურთიერთობები მოგვარდება, ვიღაცის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ა.შ.

2023 წელს ქალწულები განსაკუთრებით საეჭვო ფინანსურ ოპერაციებს უნდა ერიდონ. ფულის შოვნის ასეთი გზები წარმატებას არ მოგიტანთ, ამიტომ ასეთ ცდუნებებს უნდა გაუძლოთ.

რაც არ უნდა მოხდეს, 2023 წელს საბანკო ვალდებულებების აღება კატეგორიულად არ შეიძლება. შესყიდვაზე, რომელსაც საკუთარი რესურსებით ვერ უმკლავდებით, უარი უნდა თქვათ ან სამომავლოდ გადადოთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის 2023 წლის ზოგადი ტენდენციები ფინანსურ საკითხებში ასეთია: 1. პირად ბიუჯეტში ფულის შემოდინება უწყვეტად მოხდება; 2. შემოსავლის დამატებითი წყაროს (ან წყაროების) პოვნის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

შესაბამისად, 2023 წელს თითქმის ყველა თხის რქა ფინანსური სირთულეების გარეშე გაატარებს და წლის ბოლოს ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი იქნება.

2023 წელს შეგიძლიათ საკუთარ თავს რისკის უფლება მისცეთ. მაგალითად, შეიძლება სარისკო ფინანსურ ტრანზაქციებში გაგიმართლოთ. რა თქმა უნდა, იღბალი ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ თუ წარმატების მაღალი შანსია, ფულის ამ გზით გამომუშავებაც უნდა სცადოთ.

საკუთარ ბიზნესპროექტში ჩართულმა თხის რქებმა საქმის გაფართოების აუცილებლობაზე უნდა იფიქრონ. ასეთი საქმისთვის ფული არ უნდა დაგენანოთ, რადგან ასეთ ინვესტიციებს შემდგომში გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ექნება.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტორი, რომ 2023 წელს თხის რქებმა მეტი მოქნილობა უნდა გამოიჩინონ. თუ გეგმების განხორციელების დროს რაიმე დაბრკოლება ან ახალი გარემოება წარმოიქმნა, გეგმაში კორექტივები მარტივად და თავისუფლად უნდა შეიტანოთ. ამ დროს სინდისის ქენჯნა, ეჭვი და წუხილი ზედმეტი და უადგილოა.

ესეც საინტერესოა 👇

ფულის ნუმეროლოგია - გამოთვალეთ პირადი ფინანსური კოდი

ფულს სძულს ისინი - სამი ყველაზე ღარიბი ზოდიაქოს ნიშანი

ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის მომდევნო 10 წელი წარმატებული იქნება!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელიც სიბერ...

ბავშვობა სიბერემდე

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის