თემატური ჰოროსკოპი
ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება - ხუმრობით!
12:00 ხუთ. 25 მარტი, 2021 წელი

მოდით, ცოტა გავმხიარულდეთ. ისე კი, ამბობენ, ხუმრობაში ყოველთვის არის სიმართლის მარცვალიო.
ვერძი
- ცხოვრების დევიზი: „ზარბაზნები საბრძოლოდ გაამზადეთ!“
- საყვარელი წიგნი: „საკუთარი ბრძნული გამონათქვამების ჟურნალი“
- საყვარელი საქმიანობა: ჯერ ესროლე და შემდეგ დაუსვი კითხვები
- იდეალური სამუშაო: სექსოპათოლოგი
- საყვარელი ფრაზა: „შენ ამას მე მეუბნები?“
კურო
- ცხოვრების დევიზი: „რაც ჩემია ჩემია, რაც შენია ისიც ჩემია!“
- საყვარელი წიგნი: „გაუმაძღარი გურმანი“
- საყვარელი საქმიანობა: სადილობისას საუბარი
- იდეალური სამუშაო: მოსამართლე, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ყველაზე ხშირად გამოაქვს
- საყვარელი ფრაზა: „რატომ მაიძულებთ, თავს დაგესხათ?“
ტყუპები
- ცხოვრების დევიზი: „სირბილით ევროპაში!“
- საყვარელი წიგნი: „როგორ ვაიძულოთ ნებისმიერი, დაგვეთანხმოს ყველაფერზე“
- საყვარელი საქმიანობა: ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება
- იდეალური სამუშაო: ყველაფერი გაყიდოს და გააღოს ყველა კარი
- საყვარელი ფრაზა: „იმიტომ, რომ მე ასე მინდა!“
კირჩხიბი
- ცხოვრების დევიზი: „შემოდი ჩემს სახლში!“
- საყვარელი წიგნი: „სახელმძღვანელო ტანჯულთათვის“
- საყვარელი საქმიანობა: წუწუნი
- იდეალური სამუშაო: მრჩეველი ყველა ცხოვრებისეულ საკითხში
- საყვარელი ფრაზა: „და ეს ყველაფერი მას შემდეგ რაც მე შენთვის გავაკეთე?!“
ლომი
- ცხოვრების დევიზი: „ყველაფერი ჩემს ჭკუაზე იქნება, ანუ საუკეთესოდ!“
- საყვარელი წიგნი: „სწრაფად დაშინების სახელმძღვანელო“
- საყვარელი საქმიანობა: ბრძანებების გაცემა
- იდეალური სამუშაო: უფროსების უფროსი
- საყვარელი ფრაზა: „რაო, მიიღე?“
ქალწული
- ცხოვრების დევიზი: „სიყვარული მცოდნეებსაც სჭირდებათ!“
- საყვარელი წიგნი: „1001 ნაბიჯი სრული და საბოლოო ორგანიზებისთვის“
- საყვარელი საქმიანობა: შეშფოთება
- იდეალური სამუშაო: ეიფელის კოშკის გამგე
- საყვარელი ფრაზა: „ასე საქმე არ გამოვა!“
სასწორი
- ცხოვრების დევიზი: „ვინ არის ყველაზე ლამაზი“
- საყვარელი წიგნი: „როგორ დავაქორწინოთ მეგობარი“
- საყვარელი საქმიანობა: არაბუნებრივად გაღიმება
- იდეალური სამუშაო: ვიღაცის ადვოკატი
- საყვარელი ფრაზა: „სხვა მხრივ...“
მორიელი
- ცხოვრების დევიზი: „თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა!“
- საყვარელი წიგნი: „პროკურორის ჩანაწერები - როგორ გავხდი ლმობიერი“
- საყვარელი საქმიანობა: მომდევნო ნაბიჯის გათვლა
- იდეალური სამუშაო: მოსამართლე, ჟიურის წევრი
- საყვარელი ფრაზა: „აი, ამის გამო დაისჯებით!“
მშვილდოსანი
- ცხოვრების დევიზი: „უფრო მეტი, ვიდრე თქვენ გინდათ, რომ იცოდეთ!“
- საყვარელი წიგნი: „როგორ გავხდეთ ერთ წუთში ფილოსოფოსი“
- საყვარელი საქმიანობა: ვესაუბრო ყველას, ვისაც მოსმენა სურს
- იდეალური სამუშაო: პირატებზე პასუხისმგებელი სენატორი
- საყვარელი ფრაზა: „ნუთუ ეს მე ვქენი?“
თხის რქა
- ცხოვრების დევიზი: „ჩემს სიჯიუტეს ვერ გატეხთ!“
- საყვარელი წიგნი: „მსოფლიო ბატონობის მიღწევის ცხრა საიდუმლო“
- საყვარელი საქმიანობა: თავის უფროსად წარმოდგენა
- იდეალური სამუშაო: მილიონერის ფინანსური მრჩეველი
- საყვარელი ფრაზა: „არასდროს შეიძლება იყო ან ძალიან მდიდარი, ან ძალიან ღარიბი“
მერწყული
- ცხოვრების დევიზი: „სიურპრიზი, სიურპრიზი, გაუმარჯოს სიურპრიზს!“
- საყვარელი წიგნი: „რა გამორჩენის მიღება შეიძლება ჩაძინებული ზღარბებისგან“
- საყვარელი საქმიანობა: ვიღაცის თვალში შეჩხერა
- იდეალური სამუშაო: თვითმფრინავის შტოპორში (უმაღლესი პილოტაჟის ერთ-ერთი ფიგურა, თვითმფრინავის დაშვება სპირალურად) შეყვანა და გამოყვანა
- საყვარელი ფრაზა: „წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა!“
თევზები
- ცხოვრების დევიზი: „მისი აზრები შორს ჰქროდნენ!“
- საყვარელი წიგნი: „პლანეტათშორისი კომუნიკაციების ინსტრუქცია“
- საყვარელი საქმიანობა: მეკობრეების აღზრდა და მილიონერთა გადარჩენა
- იდეალური სამუშაო: პროფესიული მოტირალი
- საყვარელი ფრაზა: „მე ისე მრცხვენია!“
ესეც ნახეთ:
ზოდიაქოს ყველაზე პატიოსანი ნიშანი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან