ურთიერთობა

გადაღებებზე დაწყებული სიყვარული და ქორწილი კორონავირუსის წესებით

fun time

14:00 ხუთ. 17 ივნისი, 2021 წელი

სოფიო კაკაჩია და მიხეილ
ციმინტია

14
დაკოპირებულია

დღის დედოფალია -  30 წლის სოფიო კაკაჩია; სიძე - 24 წლის ნიკოლოზ ციმინტია.

წყვილმა ერთმანეთი სამსახურში გაიცნო. სოფო ჟურნალისტი იყო საინფორმაციო სააგენტოში, სადაც ნიკა მძღოლად მუშაობდა...

2020 წლის 19 მაისი წყვილისთვის დაიწყო, როგორც ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე. გადაღებაზე ოჭანეს დედათა მონასტერში წავიდნენ.

სიუჟეტისთვის ბოლო, დაისის კადრი სჭირდებოდათ, რისთვისაც სოფო აღმართზე უნდა ასულიყო. იქ ზევით, 9 მეტრიანი რკინის ჯვარია აღმართული...

სწორედ ამ აღმართზე ასასვლელად გაუწოდა და ჩასჭიდა ხელი ნიკამ სოფოს... ეს იყო პირველი ჟესტი, რომელმაც გოგო-ბიჭს შორის თბილი გრძნობები გააჩინა.

შემდეგ იყო მივლინება სვანეთში და აქტიური მიმოწერა სოციალურ ქსელში...
მიუხედავად იმისა, რომ მთელ დღეს ერთად ატარებდნენ, სიყვარულზე ხმა დიდხანს არცერთს დასცდენია.

შემდეგ სამსახურიც ერთდროულად დაკარგეს, რამაც წყვილს, როგორც თავად ამბობენ, „დრო“ გამოუთავისუფლა ოჯახის შესაქმნელად.

გაცნობიდან 9 თვის თავზე დაქორწინდნენ... პანდემიის პირობებში 50-კაციანი ქორწილი გადაიხადეს, საიდანაც 21:00 საათზე ყველა სტუმარი უკვე სახლში იყო...


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გამდიდრდა ჯიუტი პენსიონერი ან...

KFC-ის ამბავი

აბრაამ ლინკოლნი — წერილი შვილის მას...

აბრაამ ლინკოლნი

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი: ისწავლეთ ც...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ