ურთიერთობა

გერინგი და გერინგის ძმა - რაიხსმარშალი და წმინდანი

fun time

20:00 შაბ. 2 ოქტომბერი, 2021 წელი

ჰერმან გერინგი და ალბერტ
გერინგი

14
დაკოპირებულია

ამ ისტორიის წაკითხვისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ გენეტიკა და აღზრდა არაფერ შუაშია, როცა ძმები სხვადასხვა გზებს ირჩევენ. ისინი ერთ ოჯახში დაიბადნენ, მაგრამ ბარიკადის საპირისპირო მხარეს დადგნენ...

ყველას სმენია გერინგის შესახებ - ჰიტლერის მემკვიდრე, რაიხსმარშალი, СА-ს გრუპენფიურერი. ყველაფერი ეს ჰერმან გერინგი იყო.

მაგრამ მას ჰყავდა ძმაც - ალბერტი, საზოგადოების გული, მომხიბვლელი მამაკაცი, რომელიც, უფროსი ძმისგან განსხვავებით, არასდროს დაინტერესებულა პოლიტიკით, სანამ ხელისუფლებაში ნაცისტები არ მოვიდნენ.

ძმისგან დისტანცირების მიზნით ის ჯერ ვენაში გადავიდა, მაგრამ ავსტრიის ანშლუსის შემდეგ არჩევანის გაკეთება მოუწია. მას უნდა გადაეწყვიტა, ვის მხარეს დადგებოდა.

ერთხელ ნაცისტებმა მოედანზე ბებერი ებრაელი ქალი გამოათრიეს და მკერდზე წარწერა გაუკეთეს «Ich bin eine Saujüdin» («მე ებრაელი ღორი ვარ»). ბრბოდან მამაკაცი გამოვიდა, ქალს მკერდიდან წარწერა მოჰგლიჯა და ძირს დააგდო. მამაკაცი დააკავეს, მაგრამ, როგორც კი მისი გვარი გაიგეს, მაშინვე გაათავისუფლეს. მეორედ ალბერტი ებრაელი ქალების ჯგუფს შეუერთდა, რომლებსაც კბილების ჯაგრისით ქვაფენილის ხეხვას აიძულებდნენ. ალბერტის გვარის გაგებისთანავე „დასუფთავების“ აქცია შეწყვიტეს.

„ალბერტის სიაში“, რომელიც მან თავის დროზე შეადგინა, ნაცისტებისგან დახსნილი 34 ადამიანი იყო:

ალბერტ გერინგმა თავის დროზე სიკვდილს გადაარჩინა, მათ შორის, ავსტრიის უმსხვილესი კინოკომპანიის პრეზიდენტი ოსკარ პილცერი და დირექტორი ვილჰელმ გრიუსი, კომპოზიტორი ფრანც ლეგარი, ავსტრიის ერც-ჰერცოგი იოსებ ფერდინანდ IV და ექსკანცლერი კურტ ფონ შუშნიგი.

პრაღაში ცხოვრებისას ის „შკოდას“ ქარხანაში მუშაობდა და ადგილობრივ წინააღმდეგობის მოძრაობას ეხმარებოდა. 1944 წელს ალბერტმა ტერეზინის საკონცენტრაციო ბანაკიდან რამდენიმე სატვირთო მანქანით პატიმრები გაიყვანა, ვითომ სამუშაოდ. „მე ალბერტ გერინგი ვარ, მე მუშები მჭირდება“, - ამის თქმა საკმარისი აღმოჩნდა და ცოცხალი სამუშაო ძალა მაშინვე გამოუყვეს, რომლებიც ალბერტმა სამშვიდობოს გასვლის შემდეგ გაათავისუფლა.

ალბერტი ადამიანებს ყალბი საბუთებით ამარაგებდა, აფრთხილებდა დაპატიმრების შესახებ, აძლევდა ლტოლვილებს ფულს და საერთოდ, თავის მრისხანე გვარს დიდი მონდომებით იყენებდა. მან რამდენჯერმე ძმის ხელმოწერაც კი გააყალბა. ბოლოს კი ჩეხ მილა კლაზაროვაზე სავსებით დემონსტრაციულად დაქორწინდა: ნაცისტური თვალთახედვით ეს ქორწინება დანაშაულის ტოლფასი იყო.

ურთიერთობა ძმებ გერინგებს შორის

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მიუხედავად შეურიგებელ აზრთა სხვადასხვაობისა, ძმებს შორის ნათესაური გრძნობა მაინც დარჩა. ალბერტი ჯიუტად ცდილობდა ღვიძლი ძმისა და ნაცისტური ფუნქციონერის ერთმანეთისგან გაყოფას. რაც შეეხება გერმანს, მას უმცროსი ძმა არაერთხელ დაუხსნია გესტაპოს კლანჭებიდან. „ის ყოველთვის საწყალი მელანქოლიკი და პესიმისტი იყო, მე კი ოპტიმისტი ვიყავი“, - ამბობდა გერინგი ძმაზე.
ჰერმან გერინგს ოპტიმიზმმა ვერ უშველა, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ალბერტს დაეხმარა მისი კეთილი საქმეები.

ბოლოს ძმები აუგსბურგის სამხედრო ტყვეთა ამერიკულ ბანაკში შეხვდნენ ერთმანეთს. უფროსმა ძმამ თვითონ „უშველა“ თავს - საწამლავი დალია. ალბერტი კი ბოლოს მოწმეთა ჩვენების საფუძველზე გაათავისუფლეს. მაგრამ „გვარის წყევლა“ მუდამ თან სდევდა: გერინგის ძმას ყველა ზურგს აქცევდა, არავის უნდოდა მისი სამუშაოზე მიღება. ის 1966 წელს სრულ მარტოობასა და სიღატაკეში გარდაიცვალა. მხოლოდ 30 წლის შემდეგ ბრიტანელმა დოკუმენტალისტებმა გადაიღეს ფილმი „ნამდვილი ალბერტ გერინგი“. შემდეგ კი უილიამ ბერკის წიგნიც გამოჩნდა - „გერინგი, გერინგის ძმა. წმინდანის შეუმჩნეველი ისტორია“.

🔰:

ჰიტლერის დეგუსტატორის აღსარება - ყოველ ლუკმაზე სიკვდილის მოლოდინი!

ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის ურთიერთობის უნიკალური ვიდეოკადრები

ჰიტლერის პენსია 21-ე საუკუნეში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!