ურთიერთობა

კაცი, რომელმაც ცოლის გამო საკუთარი ცხოვრება გაყიდა!

fun time

14:00 სამ. 12 ოქტომბერი, 2021 წელი

იან აშერი

14
დაკოპირებულია

ბრიტანელი იან აშერი (Ian Usher) არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. მუშაობდა გამყიდველად ხალიჩების მაღაზიაში, რომელიც არ მოსწონდა, და ჰყავდა ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა.

თბილი ოჯახური კერა და მოსიყვარულე მეორე ნახევარი ყოველთვის იყო იანის ოცნება, ამიტომ საყვარელი ქალის გვერდით ცხოვრება მოსაწყენ სამსახურსაც კი ჩრდილავდა.

40 წლის ასაკს უკვე გადაცილებული იყო, როცა ცხოვრებამ მთავარი სიმდიდრე წაართვა: იანი ცოლმა მიატოვა და ხალიჩების გამყიდველს სიკვდილის მეტი აღარაფერი უნდოდა.

იმ დროისთვის იანი ავსტრალიაში ცხოვრობდა, სადაც სამუშაოს გამო საცხოვრებლად ინგლისიდან ცოლთან ერთად გადავიდა. ცოლის წასვლის შემდეგ საშინელ დეპრესიაში იყო, გამოსავალს ვერც ხედავდა და ვერც კი წარმოედგინა. თვითმკვლელობაზე დაფიქრდა და სანამ ჩანაფიქრს განახორციელებდა, გადაწყვიტა, თავის მოკვლის ნაცვლად, საკუთარი ცხოვრება გაეყიდა.

განცხადება ინტერნეტმაღაზია ebay-ზე გამოაქვეყნა: იყიდებოდა იანის სახლი, ავეჯი, ტექნიკა, ავტომობილი, მოტოციკლი, ჰიდროციკლი, პარაშუტის აღჭურვილობა, სამუშაო ადგილი და იანის მეგობრებთან და თანამშრომლებთან ნაცნობობა.

„ყელში ამომივიდა საკუთარი ცხოვრება, აღარ მჭირდება“, - წერდა იანი განცხადების ბოლოს.

აუქციონი დაიწყო, საწყისი ფასი 1 დოლარი გახლდათ, საბოლოოდ კი იანის ცხოვრება 305 ათას დოლარად გაიყიდა.

ფულის მიღების შემდეგ იანმა თვითმკვლელობა სამომავლოდ გადადო, შეადგინა 100-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც აღწერილი იყო ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც იანს ძალიან უნდოდა და გადაწყვიტა, სიკვდილამდე ყველაფერი მოესწრო.

პირველ რიგში, დუბაიში გაფრინდა, საკუთარი ოცნებებიდან ყველაზე სასურველის, მცხუნვარე მზის ქვეშ თხილამურებზე სრიალის ასახდენად.

დუბაის სხვა ქვეყნები მოჰყვა. 2 წლის განმავლობაში მოგზაურობდა, გაიცნო საკუთარი კერპი რიჩარდ ბრენსონი, ეპიზოდური როლი შეასრულა ჰოლივუდურ მელოდრამაში და, საბოლოო ჯამში, საკუთარი 100-პუნქტიანი სიიდან 93 ოცნებას შეასხა ფრთები.

ისეთი ბედნიერი იყო, სიკვდილი აღარ სურდა, ამიტომ დარჩენილი 7 პუნქტის განხორციელების ნაცვლად, დარჩენილი 30 ათასი დოლარით პანამის სანაპიროებთან მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც საკუთარი ხელით ააშენა სახლი და დღეს ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს ახალ საყვარელ ქალთან ერთად.

დაწერა და გამოსცა ორი წიგნი საკუთარი გამოცდილების შესახებ, კითხულობს ლექციებს, თემაზე „ცხოვრება საზღვრებს გარეშე“ (A life unlimited) და აღარაფერი აქვს საერთო კაცთან, რომელსაც ოდესღაც თავის მოკვლა სურდა.

საკუთარი ბედნიერების ფორმულაზე საუბრისას იან აშერი ხუთ კონკრეტულ რჩევას გვაძლევს:

1. ყოველმა ადამიანმა თავად უნდა იპოვოს ბედნიერების მიღწევის საკუთარი გზა და მეთოდი. განსაზღვრეთ თქვენი პირადი ბედნიერების აუცილებლობები და აკეთეთ მხოლოდ ის, რაც გაბედნიერებთ.

2. ყველაზე გასაოცარი მოვლენები მაშინ ხდება, როდესაც კომფორტის ზონიდან გამოდიხარ.

3. ბედნიერება უცებ არ მოდის. ეს არის გრძნობა, რომელიც გეუფლება ყოველთვის, როცა აკეთებ იმას, რაც ნამდვილად გიყვარს.

4. მაშინაც კი, თუ არასწორი გზით წახვალთ, ცხოვრება აუცილებლად დაგაბრუნებთ იქ, სადაც თქვენი ადგილია.

5. ყველაზე რთულია პირველი ნაბიჯის გადადგმა. როგორც კი თავს ვანებებთ ფიქრს და ვიწყებთ მოქმედებას, ყველაფერი მარტივი ხდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!