ურთიერთობა

ქორწილში მხოლოდ მეგობრები დაპატიჟეს, თუმცა ბევრი არ მივიდა - ეს წყვილისთვის კარგ გაკვეთილად იქცა!

fun time

16:00 სამ. 8 ივნისი, 2021 წელი

ქორწილი და ნამდვილი
მეგობრები

14
დაკოპირებულია

ერთმა ახალგაზრდა წყვილმა გადაწყვიტა, რომ თავიანთი ცხოვრების მთავარ დღესასწაულზე მხოლოდ უახლოესი მეგობრები დაეპატიჟებინათ და ეს ბედნიერი დღე მათთან ერთად გაეტარებინათ...

სტუმრების სია, სულ, 50 ადამიანისგან შედგებოდა. მართალია, პატარა ქორწილი კეთდებოდა, მაგრამ მაინც უამრავი წვრილმანი იყო მოსაგვარებელი, ამიტომ წყვილმა ერთ საკითხში დასახმარებლად სასიძოს მამას მიმართა:

- მამა, ეს სტუმრების სიაა, ტელეფონის ნომრებით. გვინდა, ყველას სათითაოდ დაურეკო და ქორწილში დაპატიჟო. იმის გამო, რომ სულ 50 ადამიანს ვეპატიჟებით, მოსაწვევების დარიგებას დარეკვა ვამჯობინეთ. თანაც, მათ ასე, პერსონალურად მოპატიჟებით უფრო ვასიამოვნებთ.

- რა თქმა უნდა, შვილო. მე ყველანაირად თქვენს სამსახურში ვარ, - უპასუხა მამამ.

დადგა ქორწილის დღე.
და საქორწილო დარბაზში მხოლოდ 15 სტუმარი მივიდა...

ანერვიულებული სასიძო მამას მიეჭრა, რომელიც დარბაზის კუთხეში იდგა და ქორწილში მისულ სტუმრებს შორიდან კმაყოფილი ადევნებდა თვალს.

- მამა, მე რომ გთხოვე, იმ სიიდან ყველასთან არ დაგირეკავს? სად არიან ჩემი მეგობრები?

- შვილო, რა თქმა უნდა, ვინც სიაში გყავდა, ყველასთან დავრეკე, 50-ვე ადამიანთან. ჰოდა, სათითაოდ ყველას ვუთხარი, რომ უცებ რაღაც დიდი პრობლემა შეგემთხვა და მეგობრების დახმარება გჭირდებოდა. და ვთხოვე, ამ დღეს ამ მისამართზე მოსულიყვნენ. ასე რომ, ჩემო ბიჭო, ნურაფერზე ინერვიულებ - შენი ყველა ნამდვილი მეგობარი დღეს აქ არის, შენ გვერდით.


ალბათ, ძნელია ამ ბრძენ მოხუცთან შეკამათება. თქვენ როგორ ფიქრობთ?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს