ურთიერთობა

„მანანა ვარ, იცოდეთ, სხვებში არ შეგეშალოთ!“ - ნანული სარაჯიშვილის ბავშვობის მოგონებები

fun time

14:00 პარ. 8 ოქტომბერი, 2021 წელი

მანანა სარაჯიშვილის
ბავშვობის ფოტოები

14
დაკოპირებულია

„მსახიობობა არ მინდოდა. ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა იყოს ძალიან ლამაზი, განსაკუთრებული და რადგან მე განსაკუთრებული არ ვიყავი, არ მქონდა ეს სურვილი...“ - რას იხსენებს დამსახურებული არტისტი, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი ნანული სარაჯიშვილი საკუთარი ბავშვობიდან?

ბავშვობაში ვოცნებობდი...

მახსოვს, რომ სულ სარკესთან ვიდექი და ვცეკვავდი. ბალერინობა მინდოდა, მაგრამ, რატომღაც, მშობლებმა ბალეტზე არ შემიყვანეს. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ჩემით სულ ვცეკვავდი.

მერე პედაგოგობა მინდოდა. დავსვამდი ეზოში ბავშვებს და ვამეცადინებდი. რაც შეეხება მსახიობის პროფესიას, მსახიობობა არ მინდოდა. ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა იყოს ძალიან ლამაზი, განსაკუთრებული და რადგან მე განსაკუთრებული არ ვიყავი, არ მქონდა ეს სურვილი. თუმცა ფილმმა „მანანამ“ მაინც განაპირობა ის, რომ გავხდი მსახიობი. ეს გადაწყვეტილება ფილმის შემდეგ მივიღე. თეატრალურში ჩაბარება კი ქალბატონმა სესილია თაყაიშვილმა მირჩია, რომელიც ფილმში ჩემი ბებიის როლს თამაშობს.

ჩემი ცელქობის გამო...

აბსოლუტურად არ ვიყავი ცელქი ბავშვი. ვიყავი ძალიან წყნარი და მშვიდი. ჩემს მშობლებს ჩემგან პრობლემები არასდროს ჰქონიათ. ძალიან კარგი მშობლები მყავდა და ბედნიერი ბავშვობა მქონდა.

ფოტოზე: ფილმ „მანანას“ გადაღებებზე

ბავშვობიდან „მოვიპარავდი“...

ძალიან მენატრებიან ჩემი მშობლები, რომლებიც აღარ არიან, სამწუხაროდ. მენატრება, ასევე, იმდროინდელი თბილისი - ის იყო განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი. პიონერთა სასახლეში დავდიოდი - მაშინ ასე ერქვა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს. კონცერტებზე გამოვდიოდით, გასტროლებზეც დავდიოდით. ეს იყო პიონერთა სასახლის ცეკვისა და სიმღერის არაჩვეულებრივი ანსამბლი. უკვე ჩვენს მერე წამოვიდა „მზიური“ და სხვა ანსამბლები. ასე რომ, შემოქმედებითი ცხოვრება 12 წლიდან დავიწყე.

პირველი გადაღება...

12 წლის ასაკში გადამიღეს ფილმში „მანანა“. გადაღებისას ძალიან ვღელავდი, თან სერიოზულად მოვეკიდე ამ საქმეს... არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად მომიწია მუშაობა, ნამდვილ ვარსკვლავებთან: სესილია თაყაიშვილი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჩახავა, იპოლიტე ხვიჩია, იაკობ ტრიპოლსკი. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ფილმი ძალიან პოპულარული გახდა და იმ საბავშვო სიმღერას წლების შემდეგაც მღერიან.

ფოტოზე: მანანა სარაჯიშვილი იაკობ ტრიპოლსკისთან ერთად


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!