ურთიერთობა

ფრაზები, რომლებიც კაცმა არასდროს უნდა უთხრას ქალს

fun time

23:00 სამ. 3 ოქტომბერი, 2023 წელი

ურთიერთობა და სიყვარული

14
დაკოპირებულია

ურთიერთობის განმავლობაში, ალბათ, ყველა ვეუბნებით საყვარელ ადამიანს ისეთ რაღაცას, რასაც შემდეგ ვნანობთ. როცა ეს ნათქვამი ჩარჩოებს არ სცდება, მალე გვავიწყდება, მაგრამ, თუ პარტნიორისგან ხშირად გესმით გულსატკენი სიტყვები, უნდა დაფიქრდეთ - ეს ნამდვილად სიყვარულია?

რას ჰგავხარ, წონაში უნდა დაიკლო, რა უგემოვნებოდ იცვამ

თუნდაც ხუმრობით ნათქვამი ეს ფრაზები, მაინც ემოციურად გამანადგურებელია ქალისთვის; ხოლო თუ გეუბნებათ ხშირად, თუნდაც ხუმრობით და თანაც საზოგადოებაში, მაშინ მის დამოკიდებულებას არავითარი კავშირი არ აქვს სიყვარულთან.

თუ გიყვარვარ, გქონდეს ჩემთან სექსი

არასდროს მისცეთ უფლება ვინმეს, გიბიძგოთ ინტიმური სიახლოვისკენ, თუ თქვენ ამის სურვილი არ გაქვთ. ალბათ გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობა რაღაც უფრო მნიშვნელოვანს ემყარებოდეს, ვიდრე სექსია.

შენი სამუშაო უაზრობაა

თქვენმა პარტნიორმა არასდროს არ უნდა დაამციროს თქვენი საქმიანობა. თუ თქვენ სრულიად კმაყოფილი ხართ თქვენი სამუშაოთი, თამამად უთხარით, რომ არავითარ ნეგატიურ კომენტარს არ მოითმენთ.

მე არ მომწონს შენი ახლობლები და მეგობრები

თუ თქვენი პარტნიორი, ნაცვლად იმისა, რომ ურთიერთობა დაალაგოს, მუდმივად აკრიტიკებს თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს, ეს უნდა შეაფასოთ, როგორც თქვენი ცხოვრების გაკონტროლების მცდელობა.

ჩემი ყოფილი ამას ასე გააკეთებდა

სრულიად მიუღებელია, როცა ის თქვენ თავის ყოფილს გადარებთ, განსაკუთრებით, თუ ეს შედარება თქვენს სასარგებლოდ არ ჟღერს. თუ ის მუდმივად პარალელს ავლებს თავის ძველ ურთიერთობასთან, ურჩიეთ, თავი დაგანებოთ და ძველ შეყვარებულს დაუბრუნდეს.

ორსულობისგან თავის დაცვა შენი საზრუნავია

როდესაც საქმე ინტიმურ სიახლოვემდე მიდის, ორივე პარტნიორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად. თუ მამაკაცი ამ საკითხში სრულიად თქვენ გავალებთ პასუხისმგებლობას, ეს ცუდის ნიშანია.




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს