ურთიერთობა

სტუმრად ნანი ბრეგვაძესთან - სახალხო არტისტმა Funtime-ს საკუთარ ბინაში უმასპინძლა

fun time

11:40 ოთხ. 21 ივლისი, 2021 წელი

ნანი ბრეგვაძე

14
დაკოპირებულია

ქალბატონ ნანის ძალიან უყვარს სახლის სიმყუდროვე. ის, რომ აქაურობის მასპინძელი ესთეტია, ამ სახლის ყოველ კუთხეში იგრძნობა.

ანი ბრეგვაძეს ძალიან უყვარს სახლის სიმყუდროვე. ის, რომ აქაურობის მასპინძელი ესთეტია, აქ ყოველ კუთხეში იგრძნობა. სულ ფიქრობს, რომელი ნივთი სად დადგას, რა გამოცვალოს. ცვლილებები კი ოჯახის ყველა წევრს უყვარს, ზოგჯერ ინტერიერიც ბეზრდებათ და მაშინ სახლში დიდი გადალაგება მიდის...

კერძების კეთება არ იცის, არც არასდროს დასჭირვებია. ადრე ამ ყველაფერს ქალბატონ ნანის დედა აკეთებდა - ოლგა მიქელაძე, დიდგვაროვანთა ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი. ახლა საქმე მისმა ქალიშვილმა - ეკა მამალაძემ გადაიბარა. თუმცა როცა სტუმრები მოდიან, მაშინ საქმეში, ქალიშვილთან ერთად, თავადაც ერთვება და სუფრის გაშლაში კორექტივები შეაქვს…

სტუმრიანობა, როგორც ჩვენი მასპინძელი ღიმილით დასძენს, საბოლოოდ დედა-შვილის დაქანცულობით მთავრდება, თუმცა ამ ოჯახში ასეთი დღეები ძალიან უყვართ და ეს მათი ერთგვარი ტრადიციაა.

შვილსა და შვილიშვილს სტუმრები ნანის დედამ შეაყვარა. სწორედ ბებიასგან ისწავლა ეკამ უგემრიელესი კერძების მომზადება.

დღე არ გავა, ნანი როიალს არ მიუჯდეს. ბავშვობიდან მის სანათესავოში ძალიან ბევრი ადამიანი მღეროდა კარგად. დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ. თავად ნანი კი ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ძველ რუსულ სიმღერებსა და რომანსებს გიტარის თანხლებით ასრულებდა.

ოჯახში სანათესავო ხშირად იკრიბებოდა და ეს მათთვის დღესასწაული იყო. დღემდე ამ სახლში დაბადების დღის „არგადახდა“ რას ნიშნავს, არავინ იცის, სტუმრებს აქ ყოველთვის ელიან...

სახლში კედლებზეც ნანის მეგობრების ნახატებს აღმოაჩენთ. პიკო ნიჟარაძე, კოკა იგნატოვი, ლევან მეხუზლა, გოგი მესხიშვილი… ეს ყველაფერი თავად ავტორების საჩუქრებია...

კიდევ ერთი რამ - ამ სახლში ყველა წევრისთვის აუცილებელი ნივთია სანათური. სწორედ ეს არის აქაურობის სიმყუდროვის ერთ-ერთი ელემენტი.

p.s. მასალა მომზადდა 2016 წელს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს