ურთიერთობა

ვინ იყო ადამიანი, ვინც ორ ატომურ დაბომბვას ცოცხალი გადაურჩა

fun time

18:00 კვი. 25 სექტემბერი, 2022 წელი

ორ ატომურ დაბომბვას
გადარჩენილი იაპონელი

14
დაკოპირებულია

იაპონელი ცუტომუ იამაგუჩი 2010 წელს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ფაქტი, ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელოა, რადგან იაპონიაში უფრო ხანდაზმულ ასაკამდე ცხოვრობენ ადამიანები. თუმცა ცუტომუ იამაგუჩის უბრალო მოხუცი არ იყო - ის მსოფლიოში ერთადერთ ადამიანია, ვინც ორ ატომურ დაბომბვას ცოცხალი გადაურჩა! 

1945 წლის 6 აგვისტოს ცუტომუ გეგმებით და იმედებით სავსე 20 წლის ახალგაზრდა ინჟინერი იყო და „მიცუბიშის“ კომპანიაში მუშაობდა. იმ დილის, 08:15 საათზე, ამერიკულმა ბომბდამშენმა ქალაქ ჰიროსიმაში პირველი ატომური ბომბი, სახელად „Baby“ (პატარა) ჩამოაგდო. კომპანია „მიცუბიშის“ ახალგაზრდა ინჟინერი ამ ქალაქში საქმიანი მივლინებით იყო ჩასული და ბომბის ჩამოგდების ადგილიდან 3 კმ-ში იმყოფებოდა. ის სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ სხეულის ძლიერი დამწვრობა და რადიაციის დიდი დოზა მიიღო და დროებით დაბრმავდა.

დაზიანებების მიუხედავად, იამაგუჩიმ მატარებელში ჩაჯდომა და სახლში დაბრუნება მოახერხა.

ბედის ირონიით ინჟინერი ნაგასაკიში ცხოვრობდა, სადაც ორი დღის შემდეგ ამერიკელებმა მეორე ატომური ბომბი ჩააგდეს. ამ დროს ცუტომუ აფეთქების ეპიცენტრიდან კვლავ 3 კმ-ით დაშორებულ ოფისში იყო და უფროსს თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს უყვებოდა. „მოულოდნელად მთელი ოთახი თეთრი შუქით აივსო. უცებ გავიფიქრე, რომ ატომური ბომბის სოკოს ღრუბელი ჰიროსიმდნ გამომყვა,“ - იხსენებდა იღბლიანი იაპონელი.

ჰიროსიმას დაბომბვას, სავარაუდოდ, 140 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ნაგასაკის დაბომბვას კი დაახლოებით 74 ათასი. აღსანიშნავია, რომ მომდევნო კვირებში, თვეებსა და წლებში უდიდესი მსხვერპლი გამოიწვია არა მხოლოდ დაბომბვამ, არამედ დაბომბვის შემდეგ ქალაქებში არსებულმა რადიაციის დონემაც.

2009 წლის 19 იანვარს, 93 წლის ცუტომუ იამაგუჩის, რომელიც რადიაციით გამოწვეულ ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა, ნაგასაკის პრეფექტურამ სერტიფიკატი გადასცა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ იამაგუჩი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ბირთვული აფეთქების სიახლოვეს ორჯერ იმყოფებოდადა ცოცხალი გადარჩა. თავად იამაგუჩის თქმით, მისი სერტიფიკატი მომავალ თაობებს შეახსენებს ატომური დაბომბვის საშინელებას, რომელმაც, დაახლოებით, 210 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დაბომბვას გადარჩენილი 260 000 ადამიანის მსგავსად, იამაგუჩიმ ცხოვრების დიდი ნაწილი ტკივილში გაატარა და 2010 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა.

იამაგუჩის შვილებს მამისგან მემკვიდრეობით ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გადაეცათ: მისი ვაჟი კაცუტოში 2005 წელს, 59 წლის ასაკში, კიბოთი გარდაიცვალა, ქალიშვილი ნაოკო დაბადებიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით იტანჯება. ცუტომუს ცოლი, რომელიც, ქმრის მსგავსად, რადიაციუილ წვიმაში მოჰყვა, 88 წლის ასაკში ღვიძლისა და თირკმელების კიბოთი გარდაიცვალა.

სიკვდილს გადარჩენილი ინჟინერი წლების მანძილზე ცდილობდა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ეცხოვრა. მას შემდეგ, რაც დამწვრობისა და რადიაციული ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელდა, მან ადგილობრივ პორტში ინჟინრად გააგრძელა მუშაობა და წარსულს იშვიათად იხსენებდა.

80 წლის ასაკში იამაგუჩიმ ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა და მისი ამბის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში "Nijuuhibaku" მიიღო მონაწილეობა.

ასევე წაიკითხეთ, ვინ არიან მსოფლიოს სხვა „იღბლიანი უიღბლო“ ადამიანები:

ის 7-ჯერ გადაურჩა სიკვდილს და ჯეკპოტი მოიგო - ვინ არის ყველაზე იღბლიანი ადამიანი მსოფლიოში?

მსოფლიოს 7 ყველაზე უიღბლო ქალის დაუჯერებელი ამბავი

ვის და რატომ ეცემა მეხი? - უიღბლობა თუ სასჯელი ზემოდან

წყარო: www.history.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!