საკნატუნო ამბები

ის 7-ჯერ გადაურჩა სიკვდილს და ჯეკპოტი მოიგო - ვინ არის ყველაზე იღბლიანი ადამიანი მსოფლიოში?

fun time

18:00 ორშ. 7 თებერვალი, 2022 წელი

ყველაზე იღბლიანი
ადამიანი

14
დაკოპირებულია

მას პლანეტის ყველაზე იღბლიანი ადამიანი შეარქვეს, რადგან მფარველი ანგელოზი ხიფათში არასოდეს ტოვებდა... 

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ხორვატი ფრენე სელაკი მუსიკის მასწავლებელი, სიკვდილს შვიდჯერ, სასწაულებრივად გადაურჩა და ლატარიაში 600 ათასი ფუნტი ანუ თითქმის მილიონი დოლარი მოიგო მოიგო.

მისი მონაყოლით:

👉 ფრენეს პირველი ტრაგედია 1962 წელს შეემთხვა. მამაკაცი სარაევოდან დუბროვნიკამდე მატარებლით მგზავრობდა და მშვიდად თვლემდა, როდესაც მოულოდნელად მატარებელი რელსებიდან გადავიდა და გაყინულ მდინარეში ჩავარდა. ტრაგედიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ფრენე ტრაგედიას ჰიპოთერმიითა და ხელის მოტეხილობით გადაურჩა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო...

👉 1963 წელს ფრენე ზაგრებიდან რიეკას მიმართულებით თვითმფრინით მგზავრობდა, როდესაც წარმოუდგენელი რამ მოხდა - თვითმფრინავის ავარიული კარი მოულოდნელად გაიღო და მგზავრები ჰაერში აღმოჩნდნენ. ავარიის შედეგად 19 მგზავრი დაიღუპა, მაგრამ ფრენემ ამჯერადაც სასწაულებრივად მოახერხა გადარჩენა - ის თივის ზვინზე დაეცა და რამდენიმე ნაკაწრი მიიღო.

👉 ამ შემთხვევიდან სამი წლის შემდეგ, 1966 წელს ავტობუსმა, რომლითაც სელაკი ქალაქ სპლიტში მიემგზავრებოდა, მართვა დაკარგა და მდინარეში ჩავარდა. რა თქმა უნდა, ჩვენი იღბლიანი ამჯერადაც იოლად გადარჩა და ნაპირამდე უვნებლად გაცურა.

👉 სელაკს მორიგი განსაცდელი 1970 წელს ელოდა, როცა თავისი ავტომობილით გზატკეცილზე მოძრაობდა. ავტომობილს უეცრად ცეცხლი გაუჩნდა და ფრენემ სალონიდან გამოსვლა აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე მოახერხა.

👉 იღბლიანი ფრენეს იდილია მომდევნო სამი წლის მანძილზე არაფერს დაურღვევია, მაგრამ 1973 წელს, როდესაც სელაკი თავის ავტომობილს ნაწილს უცვლიდა, საწვავის ტუმბოდან ბენზინმა გამოჟონა და გახურებულ ძრავაზე დაესხა. ავტომობილი მყისიერად ცეცხლის ალში გაეხვა, მაგრამ ხორვატ მასწავლებელს ბედმა ისევ გაუღიმა და მხოლოდ თმა შეეტრუსა.

👉 1995 წელს ფრენეს თავისი მშობლიური ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე სკოლის ავტობუსი დაეჯახა. რა თქმა უნდა, ჩვენი იღბლიანი ამჯერადაც იოლად გადარჩა;

👉 სულ რაღაც, ერთი წლის შემდეგ მოხდა ამბავი, რომელიც სელაკის უკანასკნელი თავგადასავალი იქნებოდა, რომ არა ისევ ის, წარმოუდგენელი იღბლიანობა. სელაკი თავისი ავტომობილით მთიან რაიონში მოძრაობდა, როდესაც დაინახა, რომ მისი მიმართულებით სატვირთო მიქროდა. შეჯახება რომ თავიდან აეცილებინა, მამაკაცმა საჭე მკვეთრად მოატრიალა და მისი „შკოდა“ 90 მეტრის სიმაღლის უფსკრულზე გადაეკიდა. ფრენემ უკანასკნელ წემს მოასწრო ავტომობილიდან გადმოხტომა და საკუთარი თვალით დაინახა, როგორ აფეთქდა მისი მანქანა. ეს უკანასკნელი განსაცდელი იყო - ამის შემდეგ ხორვატ მასწავლებელს ხოფათი აღარ მოსვლია.

👉 2002 წელს კი, 73 წლის ასაკში, ლატარეაში 600 ათასი ფუნტი მოიგო - ამის შესახებ უკვე The telegraph წერდა. ეს მოგება ალბათ ეს წარსულში განცდილი საფრთხეებისთვის მორალური კომპენსაცია იყო, რომელიც დამსახურებულად ერგო. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა იღბლიანმა მასწავლებელმა სახლი და მანქანა შიძინა, დარცენილი ფული კი 2010 წელს კი თითქმის მთლიანად ნათესავებსა და მეგობრებს დაურიგა. მისი თქმით, ფული უმნიშვნელოა, როცა იღბალი შენს მხარესაა.

იღბლიანი მუსიკის მასწავლებელი 2016 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეს კლიპი კი, რომელიც რენე სელაკის თავგადასავალს ასე, იოლად აღწერს, 2014 წელს ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები