5 ჰოლივუდური შეყვარებული წყვილი, რომლებსაც ცხოვრებაში ერთმანეთი სძულდათ

კინო

13 აპრილი 18:00

ამ წყვილების სიყვარულს მილიონობით მაყურებელი შენატრის. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ის ვნება, რომელიც გადასაღებ მოედნებზე დუღს, კამერებსმიღმა აუტანელი კინკლაობით გრძელდება... 

1. პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი ფილმში „ბინძური ცეკვები“



გასული საუკუნის 80-იან წლებში ათასობით გოგონა ოცნებობდა ისეთ ურთიერთობაზე, როგორიც პატრიკ სუეიზისა და ჯენიფერ გრეის გმირებს შორის იყო ლეგენდარულ ფილმში „ბინძური ცეკვები“. მაგრამ მათ რომ სცოდნოდათ, როგორ ურთიერთობდნენ მსახიობები გადაღებების დროს, ალბათ, საშინელ იმედგაცრუებას განიცდიდნენ. სინამდვილეში 35 წლის პატრიკ სუეიზი სულიერად ვერ იტანდა თავის ახალბედა და გამოუცდელ პარტნიორს, რომელიც, ყველა სიკეთესთან ერთად, ისტერიკებსაც აწყობდა და გადაღებებს შლიდა. მანამდე მათ ერთად ითამაშეს ფილმში „წითელი განთიადი“ და უკვე იქიდან მოყოლებული სძულდათ ერთმანეთი. მათი უთანხმოების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი ისიც იყო, რომ 8 წლით უფროსი პატრიკი მუდმივად ასწავლიდა ჯენიფერს, რასაც ის წყობილებიდან გამოჰყავდა.


„ბინძური ცეკვების“ გადასაღებ მოედანზე კონფლიქტმა კულმინაციას მიაღწია. „ეს ჭირვეული გოგო გვაიძულებდა, ათასჯერ გადაგვეღო ერთი და იგივე სცენა. ბავშვივით იქცეოდა. ხან იცინოდა და ვერაფრით ჩერდებოდა, ხან კი ისე იწყებდა მუშაობას, რომ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნას არ ითვალისწინებდა“, – ჩიოდა პატრიკი. გადაღებების ბოლოს ისინი უკვე აღარ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, მსახიობების სიძულვილი კადრსმიღმა დარჩა და „ბინძური ცეკვები“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რომანტიკულ ფილმად იქცა. მსახიობები რამდენიმე წლის შემდეგ შერიგდნენ. პატრიკ სუეიზმა აღიარა, რომ ფილმის წარმატება მისი პარტნიორის დამსახურებაა. ჯენიფერ გრეიმ კი თქვა, რომ პატრიკთან მუშაობით მიღებული გამოცდილება, უბრალოდ, შეუფასებელია.


2. ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დეინსი ფილმში „რომეო და ჯულიეტა“



ლეონარდო დიკაპრიოსა და კლერ დეინსს წილად ხვდათ ბედნიერება, ისეთი როლები შეესრულებინათ, რომლებზეც უამრავი მსახიობი ოცნებობს – რომეო და ჯულიეტა. თუმცა გადასაღებ მოედანზე სინაზისა და რომანტიზმის ნატამალიც არ იყო – მთავარ გმირებს შორის „ელვა და ჭექა-ქუხილი მძვინვარებდა“. კლერი სერიოზულად არ აღიქვამდა დიკაპრიოს და მას უმწიფარ პიროვნებად მიიჩნევდა. ლეონარდო კი თავის პარტნიორს გამუდმებით დასცინოდა და მას ანჩხლსა და ისტერიჩკას ეძახდა. მათი ერთობლივი მუშაობა კლერისთვის იმდენად აუტანელი იყო, რომ მომავალში უარი თქვა ლეონარდოსთან ერთად „ტიტანიკში“ გადაღებაზე.


3. კლარკ გეიბლი და ვივიენ ლი ფილმში „ქარწაღებულნი“



შეუძლებელი იყო, არ მოხიბლულიყავი სკარლეტისა და რედ ბატლერის სიყვარულით – ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი ეკრანზე იდეალური წყვილი იყო. აი, რეალურ ცხოვრებაში კი ურთიერთობის პრობლემა ჰქონდათ. ვივიენი პარტნიორს სნობად მიიჩნევდა. და ის მართლაც ქედმაღლურად და თავხედურად იქცეოდა – კლარკი ხომ თავიდანვე დაამტკიცეს როლზე, ვივიენი კი ერთ-ერთი იყო იმ ათას პრეტენდენტთაგან, ვინც სკარლეტის როლზე ისინჯებოდა. ამასთანავე, გეიბლის აზრით, ვივიენი ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. კლარკი დასცინოდა ვივიენის ინგლისურ აქცენტს და მოჩვენებით სიმტკიცეს, ვივიენი კი გულისრევას ძლივს იკავებდა, როცა კლარკს ჰკოცნიდა – გეიბლი ხომ მუდმივად ნიორს ჭამდა და ვისკის სვამდა. თუმცა მოგვიანებით მათი ურთიერთობები მაინც დალაგდა.


4. დევიდ დუჰოვნი და ჯილიან ანდერსონი ფილმში „საიდუმლო მასალები“



როდესაც ეკრანებზე სერიალი „საიდუმლო მასალები“ გამოვიდა, მაყურებელი დარწმუნებული იყო, რომ მთავარი როლების შემსრულებელ მსახიობებს რეალურ ცხოვრებაში რომანი ჰქონდათ. სინამდვილეში კი გადასაღებ მოედანზე ისინი ერთმანეთის მიმართ ძალიან ცივები იყვნენ. დევიდ დუჰოვნის ანადგურებდა პარტნიორის ჩაკეტილობა, ჯილიან ანდერსონი კი ვერ ფარავდა უკმაყოფილებას იმით, რომ ის მუდამ მეორე პლანზე იყო და ორჯერ ნაკლებ ანაზღაურებას იღებდა, ვიდრე მისი პარტნიორი. თუმცა დროთა განმავლობაში კონფლიქტი მოგვარდა და ვნებები ჩაცხრა.


5. დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი ფილმში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“



აი, მერილ სტრიპსა და დასტინ ჰოფმანს კი საერთოდ არ ჰქონდათ პიროვნული აუტანლობა, სამაგიეროდ პროფესიულ ნიადაგზე კინკლაობდნენ გამუდმებით. ამ უმაღლესი კლასის მსახიობებმა სრულიად გაამართლეს ფილმის სახელწოდება – „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“. გადაღებებზე ისინი ხშირად კამათობდნენ იმის გამო, რომ მერილს შესწორებები შეჰქონდა სცენარში და ხელახლა წერდა დიალოგებს, რადგანაც მიიჩნევდა, რომ მისი გმირის ხასიათი საკმარისად არ იყო გახსნილი. ამას კი დასტინი წყობიდან გამოჰყავდა – მას ეჩვენებოდა, რომ ამით მისი, როგორც მსახიობის, უფლებები ილახებოდა. მაგრამ შედეგი ამად ღირდა – ფილმმა 5 ოსკარი აიღო, მათ შორის ორით მთავარი გმირები დაჯილდოვდნენ, მაგრამ ვერც ამან შეარიგა მსახიობები. მათ ვერც მომავალში გამონახეს საერთო ენა. „მოგვიანებით მივხვდი, რომ დასტინი ჩემზე გაბრაზებული იყო. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, თუმცა დღემდე არ ვიცი, რა ვაწყენინე“, – ამბობდა მერილი წლების შემდეგ. დასტინ ჰოფმანი კი გამოტყდა: „ის ისეთი ამპარტავანი და ქედმაღალი ჩანდა, რომ რაღაც მომენტებში მძულდა კიდეც“.


 

დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

როგორ გამოიყურებიან უმდიდრესი სპორტსმენების ცოლები

აღმოჩნდა, რომ მსოფლიო დონის სპორტსმენებს საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვთ...
საკნატუნო ამბები

როდესაც ჩაცმის განსაკუთრებული სტილი გაქვს (20 ფოტო)

ადამიანების გარკვეულ ნაწილს უყვარს, როდესაც სხვებისგან გამოირჩევიან და ამაში ცუდს ან სამარცხვინოს ვერაფერს ხედავენ. რომ დავფიქრდეთ, არც არაფერია.
საკნატუნო ამბები

გიტირიათ სექსის შემდეგ?

გაიხსენეთ, ხომ არ ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სექსის შემდეგ თქვენს პარტნიორს უტირია ან უბღავლია კიდეც. იქნებ, სექსის შემდეგ თქვენც წამოგსვლიათ თვალებიდან ცრემლები? მოკლედ, მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ყველაფერი პოსტკოიტალური დისფორიიდან გამომდინარეობს, რომელიც შეინიშნება როგორც ქალებში, ისე კაცებში.    
NEW

სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ მათი თავგანწირვა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
NEW

სალომე ზურაბიშვილი - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან

სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

პაემნები, რომლებიც ამ ვარსკვლავებს კოშმარულად ახსოვთ

ისინიც მოხვედრილან ისეთ სიტუაციებში, რომელთა გახსენებაც აღარ უნდათ...
ამბები

მარიამ ჯაში: გთხოვთ გარკვეული რესურსების გათვალისწინებას ინკლუზიური კულტურისა და ინკლუზიური თეატრების მიმართულებით

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე აქცენტი გააკეთა ინკლუზიური კულტურისა და თეატრების ხელშეწყობისა და დაფინანსების აუცილებლობაზე.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საინფორმაციო კამპანია, ნატოს ქმედებები საქართველოში

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულისის შეხვდა.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. კანდიდატმა აუდიტორიას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.
ამბები

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება

2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმსა და სხვა ღონისძიებებს ღვინის უბანი უმასპინძლებს (პეტრიაშვილის ქ. N1).