საკნატუნო ამბები

10 ცნობილი პერსონაჟის რეალური პროტოტიპი

fun time

16:00 ოთხ. 31 მარტი, 2021 წელი

კიტ რიჩარდსი და კაპიტანი
ჯეკი ბეღურა

14
დაკოპირებულია

მხოლოდ მწერლების, სცენარისტებისა თუ მსახიობების ოსტატობის დამსახურება არ არის ამ პერსონაჟების შექმნა და მათ რეალური და კოლორიტული პროტოტიპები ჰყავთ...

ფილმების სერია „კარიბის ზღვის მეკობრეები“
კიტ რიჩარდსი - კაპიტანი ჯეკი ბეღურა

ამ ცნობილ ფილმში მთავარი როლის შესრულებისას დეპი ცდილობდა, სიარულით, ჟესტებითა და მანერებით კიტ რიჩარდსისთვის - The Rolling Stones-ის ცნობილი გიტარისტისთვის მიებაძა. აქედანაა სიყვარული ბენდენისა და ბეჭდებისადმიც. არ გჯერათ? - ფილმის მესამე ნაწილში, დეპის თხოვნით, რიჩარდსმა ჯეკი ბეღურას მამა (კაპიტანი ტიგი) განასახიერა. სწორედ ამის დამსახურებაა ფენომენალური მსგავსება მამა-შვილს შორის ეკრანზე.

მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“
ელენა სერგეევნა შილოვსკაია - მარგარიტა


მარგარიტას მთავარი პროტოტიპი, ეჭვგარეშეა, ბულგაკოვის მესამე ცოლი - ელენა სერგეევნა შილოვსკაია (1893-1970) იყო. ისევე, როგორც ოსტატსა და მარგარიტას, მათაც პირველი შეხვედრისთანავე შეუყვარდათ ერთმანეთი და მაშინვე დაქორწინდნენ. ელენა გენერალ-ლეიტენანტის მეუღლე იყო, ის ბულგაკოვს ბალშოი გნეზდიკოვსკის შესახვევში შეხვდა, მოსკოვის მთავარი ქუჩის - ტვერსკის გვერდით. რომანში ოსტატი და მარგარიტა პირველად სწორედ ამ ადგილას ხვდებიან, როდესაც მარგარიტა ტვერსკიდან გნეზდიკოვსკის შესახვევში ჩაუხვევს.

ოსკარ უაილდის „დორეან გრეის პორტრეტი“
ჯონ გრეი - დორეან გრეი

ჯონ გრეი 25 წლის ასაკში 15 წლის ბიჭივით გამოიყურებოდა. სწორედ მისი სახელი უკვდავყო ოსკარ უაილდმა თავის ცნობილ რომანში.

მიხეილ ბულგაკოვის „ძაღლის გული“
შარლ ედუარდ ბროუნ-სეკარი - პროფესორი პრეობრაჟენსკი

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბულგაკოვის ფანტასტიკური ჟანრის ამ ნაწარმოებს რეალური ისტორია უდევს საფუძვლად. პროფესორი პრეობრაჟენსკი - ფიზიოლოგი. მისი პროტოტიპი - გამოჩენილი ფრანგი ექიმი ბროუნ-სეკარი.
1889 წელს პარიზის სამეცნიერო წრეებში მეცნიერ ბროუნ-სეკარის მიერ წაკითხულმა მოხსენებამ მთელ მსოფლიოში დიდი ხმაური გამოიწვია და საზოგადოების ყურადღება მეცნიერის პერსონას მიაპყრო. ბულგაკოვი თავადაც ექიმი გახლდათ და მისთვის პრობლემა არ ყოფილა მეცნიერის აზრების მხატვრულ სიუჟეტში განვრცობა.

სიბერისკენ წასულმა ბროუნ-სეკარმა, 70 წლის ასაკში ცხოველებზე დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება და დროთა განმავლობაში გაახალგაზრდავების მეთოდსაც მიაგნო. მან კურდღლებისა და ძაღლების სათესლე მასალისგან დამზადებული ექვსი ინექცია გაიკეთა და ამ ექსტრაქტის შეყვანის შემდეგ იგრძნო, რომ 30 წლით გაახალგაზრდავდა - ფიზიკური და გონებრივი ენერგია დაუბრუნდა. საკუთარი მიღწევების საჯარო დემონსტრირებისთვის მეცნიერი სწრაფად არბოდა კიბეზე, რომელზეც მანამდე სვენებ-სვენებით ძლივს ადიოდა.

ფრანგი მედიკოსის ექსპერიმენტი სხვა მეცნიერებმაც გაიმეორეს და ბევრმა მათგანმა დაადასტურა „ბროუნ-სეკარის ექსტრაქტის“ ეფექტიანობა.

თუმცა, მალევე თავად ბროუნ-სეკარმა აღიარა, რომ მისი პრეპარატის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ხანმოკლე იყო და მას გვერდითი მოვლენები ახლდა. მეცნიერმა სწრაფად დაიწყო დაბერება და ექსპერიმენტიდან 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ლიუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყნიდან“
ალისა ლიდელი - ალისა

ლიდელების ოჯახის ულამაზესი გოგონა კეროლის რჩეული იყო. სწორედ მისგან შექმნა მან ცნობილი ალისას ლიტერატურული პორტრეტი.

ბრემ სტოკერის „გრაფი დრაკულა“
გრაფი ვლად III ბასაბარი და გრაფი დრაკულა

ის, რომ გრაფი ვლად III ბასაბარი (ვლადისლავ ცეპეში) ვამპირი არ ყოფილა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. გრაფი, მართალია, სისხლს არ სვამდა, მაგრამ სამაგიეროდ წარმოუდგენლად სასტიკი ადამიანი იყო (რაც გახდა კიდეც საფუძველი მსგავსი ლეგენდის გავრცელებისა). ბრემ სტოკერმა თავის რომანში რეალური ისტორიული მოვლენები აღწერა, ოღონდაც მისტიკური, გაზვიადებული სახით.
გრაფი დრაკულა რუმინეთშია დასაფლავებული (ამ ქვეყანაშია მისი ცნობილი ციხესიმაგრეც).

არტურ კონან დოილის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“
ჯოზეფ ბელი - შერლოკ ჰოლმსი

ბრწყინვალე ქირურგი, რომელიც ყველას აოცებდა უნარით, წამებში დაესვა პაციენტისთვის უზუსტესი დიაგნოზი.„გამოიყენეთ გამორიცხვის მეთოდი“ - მუდმივად უმეორებდა ის თავის სტუდენტებს. სწორედ მისგან გადააკოპირა კონან დოილმა შერლოკ ჰოლმსი. პოპულარულ ლიტერატურულ პერსონაჟთან მსგავსებას პროფესორი არ უარყოფდა, მაგრამ იქვე კიდევ ერთ პროტოტიპზე მიუთითებდა - თავად ავტორზე. „ეს თქვენ ხართ ნამდვილი შერლოკი!“ - წერდა ჯოზეფ ბელი თავის ყოფილ მოსწავლესა და... დეტექტივად დაბადებულ დოილს! მწერალს არაერთხელ გაუხსნია ჩახლართული საქმე და პოლიცია ჩიხიდან გამოუყვანია.

ჯორჯ ლუკასის ინდიანა ჯოუნსი
ამერიკელი მეცნიერი ჰირამ ბინგემ III - ჰენრი ინდიანა უოლტონ ჯოუნს უმცროსი

ისევე როგორც ჯ. ლუკასის პერსონაჟი, ისიც ისტორიასა და პოლიტოლოგიას ასწავლიდა პრინსტონში. ისევე როგორც ჯონსი, ბინგემიც სამხრეთ ამერიკის ისტორიის სპეციალისტი გახლდათ, 1911 წელს კი თავადაც სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, აღმოაჩინა რა „ინკების ქალაქი“ მაჩუ-პიქჩუ.

ჯეიმს ბარის „პიტერ პენი“
პიტერ პენი - მაიკლ ლეველინ დევისი

ბავშვების ყველაზე საყვარელი და ცელქი ბიჭუნა უმცროსი იყო დევისების ოჯახში, სადაც 1897 წელს მწერალი ჯეიმს ბარი ცხოვრობდა. ნათესავები და მეგობრები მაიკლს საოცარ და ნიჭიერ ბიჭუნად მიიჩნევდნენ. ერთი ეგაა, მას ღამეული კოშმარები სტანჯავდა. ასე დაიბადა პიტერ პენი.

„ტრიუმფალური თაღი“
ერიხ მარია რემარკი და მარლენ დიტრიხი

არსებობს ძალიან ბევრი ვერსია, რომ ერიხ მარია რემარკის „ტრიუმფალური თაღის“ მთავარი გმირის ჯოანის პროტოტიპი მარლენ დიტრიხი იყო, რომელთანაც მწერალი მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე პარიზში დიდ დროს ატარებდა. რემარკისა და მარლენ დიტრიხის სიყვარული ამბავი კი - ეს დიდი ფილმია, მძაფრი სიუჟეტითა და სევდიანი ფინალით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები