სამარხვო ტოლმა - ჯანსაღი და ნოყიერი კერძი

კულინარია

9 მარტი 12:00, 2017 წელი

ამ კერძით მარხვის პერიოდში ორგანიზმს აუცილებელ ვიტამინებსაც მიაწვდით და გემრიელადაც დანაყრდებით.

სამარხვო ტოლმის მოსამზადებლად მოიმარაგეთ:
კომბოსტო - 1,5 კგ;
ბრინჯი - 400 გრ;
ბულგარული წიწაკა (მწვანე და წითელი) – 250 გრ;
ხახვი - 100 გრ;
სტაფილო - 150 გრ;
ნიორი - 1 კბილი;
ხმელი სუნელი - 2 ს/კ;
სოკო - 15 გრ;
ზეთი - 100 მლ;
ნიგოზი - 4 ს/კ;
კამა - ნახევარი კონა;
ტომატი - 2 ს/კ;
ბოსტნეულის ბულიონი - 500 მლ;
პომიდორი - 200 გრ;
მარილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
დაარბილეთ კომბოსტოს ფურცლები - გააჩერეთ კომბოსტო ადუღებულ წყალში - 10 წუთით. ამოიღეთ, გაწურეთ და ფოთლებად დაშალეთ. შემდეგ კომბოსტოს მოაჭერით მაგარი მხარეები. თუკი კომბოსტო დიდია, შუაშიც გაჭერით.


შიგთავსის მომზადება:
სოკო გაარჩიეთ და დაასხით მდუღარე წყალი. 15 წუთის შემდეგ გადაწურეთ. ბულგარული წიწაკა დაჭერით ძალიან წვრილად.
დაჭერით ხახვი და ნიორი და ერთად მოთუშეთ ზეთში.
დაუმატეთ ბულგარული წიწაკა, ტომატ-პასტა და მსხვილად დაჭრილი ნიგოზი. აურიეთ ბრინჯში და მოშუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში.
შემდეგ დაასხით 50 მლ. წყალი. ჩაშუშეთ, სანამ მთელი სითხე არ ამოშრება. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი კამა და დაელოდეთ გაციებას.


გაშალეთ კომბოსტოს ფოთლები. მათზე სათითაოდ მოათავსეთ შიგთავსი და გადაახვიეთ.
ქვაბში ტოლმის ნაჭრები მჭიდროდ ჩააწყვეთ. დაასხით ბოსტნეულის ბულიონი. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი პომიდორი. ქვაბს მჭიდროდ დაახურეთ და შედგით საშუალო ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში.
როგორც კი ბულიონი ადუღდება, თავსახური მოხადეთ და კიდევ 10-12 წუთით განაგრძეთ ხარშვა.


შენიშვნა:
სამარხვო ტოლმის მომზადებას 50 წუთი დასჭირდება;
სამარხვო ტოლმას, შეგიძლიათ, გემოვნებით შავი პილპილიც დაამატოთ.


გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.
საკნატუნო ამბები

ქალის ინტიმური ზონა: მოვლის 5 წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ

ქალების უმეტესობა ინტიმური ზონის მოვლას დიდ დროს ანდომებს, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწორად აკეთებთ ამას...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!