ურთიერთობა

სასწაული 12 ლარად

fun time

15:00 პარ. 1 იანვარი, 2021 წელი

სილამაზის სალონში

14
დაკოპირებულია

იმ დღეს ერთ თბილისურ სილამაზის სალონში მოხუცი ქალბატონი შემოვიდა. უბრალოდ ჩაცმული, თუმცა - გემოვნებით. ჯერ უხერხულად მიიხედ-მოიხედა, შემდეგ კი ადმინისტრატორის მაგიდას მიუახლოვდა...

- რა ღირს მანიკიურის გაკეთება? - მორიდებით იკითხა. ეტყობოდა, რომ სალონში ბევრი წელი არ იყო ნამყოფი.
მომსახურების ღირებულება აშკარად ბევრად აჭარბებდა ქალის მიერ ნავარაუდებ თანხას.
- ლაქი რომ არ წავისვა? - მაინც ჩაეკითხა.
როცა პასუხი მოისმინა - ანუ ფასი იგივე იყო - მორჩილად შემობრუნდა და კარისკენ გაემართა.

იქვე ახალგაზრდა ქალი იჯდა, რომელიღაც პროცედურაზე თავის რიგს ელოდებოდა და მოხუცის თვალებს ყველაზე ახლოს ის ხედავდა.
უცებ ამ ახალგაზრდამ, მოხუცებულს რომ არ შეემჩნია, საკუთარ საფულეზე თვალით ანიშნა ადმინისტრატორს, ისიც უცებ მიუხვდა გოგონას ჩანაფიქრს და მოხუცებულს გასასვლელ კართან დაეწია.

- ქალბატონო, ახლა ჩავხედე კომპიუტერს და იცით, თქვენთვის საინტერესო ამბავი გვაქვს: აღმოჩნდა, რომ თქვენ ამ წელს ჩვენი მე-100 კლიენტი ბრძანდებით, ამიტომ სალონი გჩუქნით მანიკიურის გაკეთებას, თავისი ლაქით და, ამასთანავე, ხელებისთვის პარაფინის თერაპიით.

ქალს მოულოდნელობისა და სიხარულისგან ცრემლით აევსო თვალები. უცებ მთელ სალონში სიკეთით სავსე, თბილი ატმოსფერო შეიქმნა.

გოგონას ეს კეთილი ჟესტი მხოლოდ 12 ლარი დაუჯდა, ამ სათნო ქალბატონს კი ნამდვილად სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება.
ალბათ, იმ საღამოს თავის ოჯახთან ან მეზობლებთან, ან - ჯერ კიდევ შემორჩენილ მეგობრებთან აუცილებლად მოყვებოდა იმას, თუ როგორ გაუმართლა დღეს და„შემთხვევით“ სალონის მე-100 კლიენტი აღმოჩნდა.

***
ასე რომ, 12 ლარადაც შეიძლება ადამიანს სასწაული მოუწყო, თუ გული გულობს და სიკეთის კეთება არ გეზარება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!