5 ჩვევა, რომელიც მოწევაზე მავნეა
14:00 ოთხ. 20 ოქტომბერი, 2021 წელი
მოწევა რომ კაცობრიობის ერთ-ერთი საშინელი სენია, ამას არავინ აყენებს ეჭვქვეშ, მაგრამ ეს ყოველდღიური ჩვევებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს. აი, მათი მავნებლობა კი ბოლომდე ჯერ არ გვაქვს გაცნობიერებული...
მარტოობა
მას შემდეგ, რაც ცოცხალი ურთიერთობები სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა, მარტოობა ბევრს, მართლაც, ჩვევად ექცა და მასშტაბურ ეპიდემიას დაემსგავსა. თანაც ის მავნებელია არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ, ზოგადად, კაცობრიობისთვის. ამბობენ, რომ მარტოობა სიცოცხლის წლებს ამცირებს და დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას უტოლდება.
ცხოვრების მჯდომარე წესი
რამდენიმე წლის წინათ ჩატარებული კვლევის თანახმად, ცხოვრების მჯდომარე წესი კიბოს წარმოქმნის რისკს საგანგაშოდ ზრდის.
უძილობა
ამ დროს ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი იზრდება, ისევე, როგორც სიგარეტის მოწევის დროს.
სოლარიუმი და მზის აბაზანები
ეს ორივე პოტენციურად ისევე საშიშია, როგორც მოწევა. სოლარიუმში მიღებული რუჯი კანის კიბოს იწვევს, ხოლო სიგარეტის მოწევა - ფილტვის კიბოს.
არაჯანსაღი კვება
ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევებს მიეკუთვნება არაჯანსაღი კვებაც. არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ ტკბილი, შემწვარი და ცხიმიანი საკვები სასიკვდილო დაავადებების გამომწვევია.
🔰:
რატომ მცირდება ძილის ხანგრძლივობა ასაკის მატებასთან ერთად?
სწორი კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით
რამდენ ხანს შეიძლება გაუნძრევლად ჯდომა, ისე რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან