სილამაზე/ჯანმრთელობა

რამდენ ხანს შეიძლება გაუნძრევლად ჯდომა, ისე რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ?

fun time

18:00 ორშ. 2 აგვისტო, 2021 წელი

დიდხანს ჯდომის უარყოფითი
შედეგები

14
დაკოპირებულია

ცხოვრების მჯდომარე წესი რომ ბევრ დაავადებას იწვევს, ექიმები არაერთი წელია, გვაფრთხილებენ, თუმცა რა გამოსავალი არსებობს, თუკი ისეთი სამუშაო გვაქვს, რომ საათობით გაუნძრევლად ჯდომა გვიწევს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად სან-პაულუს უნივერსიტეტის მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს...

მჯდომარე ცხოვრების წესისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 50 000 ადამიანი იღუპება. ძირითადად, ესაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, რომლებიც სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ჩნდება. განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოაქვს მხრებში მოხრილ ჯდომას, რადგან ამ დროს ტვინისთვის სისხლის მიწოდება რთულდება.

სან-პაულუს უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის შედეგად გაირკვა, რომ განსაკუთრებით სახიფათოა 3 საათისა და მეტი ხნის განმავლობაში გაუნძრევლად ჯდომა.

ბრაზილიელი მეცნიერების დასკვნა ამერიკელმა მკვლევარებმაც დაადასტურეს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა 45 წლამდე ასაკის 7985 ადამიანის ცხოვრების წესი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მათი უმეტესობა ფხიზლად ყოფნის 16 საათიდან 9-10 საათს სკამზე ატარებს, ზოგიერთები კი - 12-13 საათსაც კი.

აღსანიშნავია, რომ ამ კვლევის მიმდინარეობისას 344 მონაწილე ცხოვრების მჯდომარე წესით გამოწვეული დაავადებებისგან გარდაიცვალა.

მიღებული შედეგების შესწავლის შედეგად მეცნიერებმა განსაზღვრეს, რომ სკამზე გაუნძრევლად ჯდომის მაქსიმალური დრო 30 წუთია! ამის შემდეგ აუცილებლად უნდა ადგეთ და გაიაროთ.
ამგვარად შეძლებთ, ჯანმრთელობის დაზიანების რისკი მინიმუმამდე შეამციროთ და თუნდაც ნაწილობრივ გაანეიტრალოთ ხანგრძლივად ჯდომის საფრთხეები.

გამოცდილი მწვრთნელი დენ ჯორდანო ირწმუნება, რომ 5-წლიანი მჯდომარე ცხოვრების წესი საკმარისია, რათა დუნდულა კუნთები დეფორმირდეს და ბრტყელი და მოშვებული გახდეს. ამის მიზეზი აუცილებელი დატვირთვის არარსებობის გარდა, სისხლის მიმოქცევის დარღვევაც გახლავთ.

დუნდულა კუნთების დეფორმირება რომ არ მოხდეს, გამოცდილი მწვრთნელი სკამიდან უფრო ხშირად, 15 წუთში ერთხელ წამოდგომას და მინიმუმ 30-წამიან სიარულს გვირჩევს. დენ ჯორდანოს თქმით, ეს დრო საკმარისია, რომ დუნდულა კუნთებში სისხლის ნორმალური მიმოქცევა აღდგეს.

მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია ყოველდღიური მასაჟი. რა თქმა უნდა, ოფისში ამის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა სახლში ამისთვის დრო უნდა გამონახოთ.

დუნდულა კუნთების მასაჟისთვის შესანიშნავი საშუალებაა სპეციალური ბურთულები, რომლებზეც რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა იგორაოთ და ზურგისა და დუნდულა კუნთები გაავარჯიშოთ.
თუ ასეთ მასაჟს ყოველდღე ჩაიტარებთ, სკამი და სავარძელი ნაკლებ ზიანს მოგიტანთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული