უცნაური ამბავი, როგორ იქცა ღარიბი სოფლის ყველა მცხოვრები ერთ დღეში მილიონერად
20:00 ოთხ. 27 იანვარი, 2021 წელი
ერთ ღარიბ ესპანურ სოფელში მცხოვრები ფერნანდესების მრავალშვილიან ოჯახში ბიჭი დაიბადა, სახელად ანტონიო. მშობლებს იმდენად უჭირდათ, რომ ბიჭუნამ სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ წარმატებას მიაღწევდა...
1949 წელს 32 წლის ანტონიო ფერნანდესმა მშობლიური ოჯახი დატოვა და უკეთესი ცხოვრების საძებნელად მექსიკაში გაემგზავრა.
წარმატების მაძიებელმა ახალგაზრდამ მალე Grupo Modelo-ს ლუდის ქარხანაში დაიწყო მუშაობა და ოჯახი შექმნა. ქარხანაში ოცწლიანი მუშაობის შემდეგ, ფერნანდესი წარმატებულ მეწარმედ იქცა.
დაუღალავი შრომით მან შეძლო, ქარხნის გენერალური დირექტორის პოსტი დაეკავებინა და ლუდი „Corona“ მსოფლიოში ცნობილ ბრენდად ექცია.
ანტონიო ფერნანდესმა თანამდებობა 2005 წელს დასაწყისში დატოვა, როცა მის ანგარიშზე მილიარდები ირიცხებოდა და თავისი საქმე ძმისშვილს გადააბარა.
ამბობენ, რომ უშვილო მილიარდერმა, რომელიც მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას ეწეოდა, სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყა მშობლიური სოფელი - სერესალეს დელ კონდადო (Cerezales del Condado), სადაც მხოლოდ 80 ღარიბი ადამიანი ცხოვრობდა.
ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა სოფელს ანდერძით 160 მლნ ფუნტი სტერლინგი დაუტოვა, ანუ თითოეულ თანასოფლელს ორი მილიონი ფუნტ სტერლინგი და სოფელი, რომელშიც მთელი ბავშვობა გაატარა, მილიონერების სოფლად აქცია.
ანტონიო ფერნანდესი 2016 წლის აგვისტოში, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა და ესპანელების ხსოვნაში უანგარო სიკეთისა და კეთილშობილების მაგალითად დარჩა.
ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეებისთვის ანტონიო ფერნანდესს ესპანეთის მეფემ რაინდის წოდება უბოძა.
წყარო: www.dailymail.co.uk
სიახლეები ამავე კატეგორიიდან