საკნატუნო ამბები

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც ფოტოგრაფის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია

fun time

20:54 კვი. 24 მარტი

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

14
დაკოპირებულია

ახალგაზრდა სამხრეთ აფრიკელი ფოტოკორესპონდენტი კევინ კარტერი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ რეპორტაჟისთვს გადაღებული ერთი ფოტო აღიარებასაც მოუტანდა და უფსკრულშიც ჩააგდებდა. 1993 წელს, სუდანის შიმშილობის დროს გადაღებულ ფოტოს „გოგონა და სვავი“ ერქვა. 

 

1993 წლის 25 მარტს დაიწყო ფოტოგრაფი კევინ კარტერი, ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, პატარა თვითმფრინავით სამოქალაქო ომის ქაოსში გახვეულ სუდანში დაეშვა. ღმერთისგან დავიწყებულ აფრიკის ამ ქვეყანაში იმ დროს ტანჯვა, შიმშილი და სიკვდილი სუფევდა. ჟურნალისტების ამოცანა სუდანში მიმდინარე მოვლენების გაშუქება იყო.

***

კევინის თვალწინ საშინელი სურათი გადაიშალა. შიმშილითა და ავადმყოფობით ღონემიხდილი ადამიანები თვითმფრინავის ასაფრენი ბილიკის გვერდით, მიწაზე იწვნენ და ცოტაოდენ საკვებს ელოდნენ.

ნანახით თავზარდაცემულმა ჟურნალისტმა ჩანთიდან ფოტოაპარატი ამოიღო და დაიწყო გადაღება: ცოცხლების და მკვდრების, ბავშვების და დიდების... იღებდა, რომ მსოფლიოსთვის უბედურების მასშტაბები ეჩვენებინა, მაგრამ იმან, რაც ამის შემდეგ ნახა, მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

***

ნანახით შეძრულმა კევინმა სულის მოსათქმელად სოფლიდან გასვლა და მინდორზე დასვენება გადაწყვიტა, მაგრამ აქ უფრო საშინელი სურათი დახვდა. კევინმა დაინახა შიმშილისგან ცოცხალ ჩონჩხად ქცეული გოგონა, რომელიც გაეროს სურსათის საწყობისკენ გაცოცებას ცდილობდა. ბავშვის მოძრაობებიდან ჩანდა, რომ გადაადგილება უჭირდა და სხეული სტკიოდა. იქვე მჯდარი სვავი სასიკვდილოდ განწირულის გადარჩენისთვის ბრძოლას თვალს ადევნებდა. სვავი მოთმინებით ელოდა, გამოფიტულ სხეულს სული როდის დატოვებდა, რათა იოლი ნადავლი მიერთვა.

კარტერმა გააცნობიერა, რომ ნანახი ფოტოზე უნდა აღებეჭდა. ფოტოკორესპონდენტმა რამდენიმე კადრი გადაიღო, მტაცებელი ფრინველი ხელის აქნევით გააძევა და თვითმფრინავში დაბრუნდა.

***

მეორე დღეს, კევინის ფოტო „გოგონა და სვავი“ The New York Times-ის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა, შემდეგ კი ქვეყნის ყველა გაზეთში და ჟურნალში გავრცელდა. ფოტოს ქვეშ ადამიანები ფულს, ნივთებს და საკვებს აგროვებდნენ, რათა სუდანელებისთვის გაეგზავნათ.

კევინ კარტერი ერთ ღამეში წარუდგენლად პოპულარული გახდა. მან სუდანში გადაღებული ფოტოსთვის პულიცერის პრემია, ზღაპრული ჰონორარი და პრესტიჟული გამოცემების შეთავაზებები მიიღო, მაგრამ მისი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა.

საბოლოოდ, ფოტოს საზოგადოებაში წინააღმდეგობრივი რეაქცია მოჰყვა. ყველამ აღარა, რომ კარტერმა ფოტოშედევრი შექმნა, მაგრამ ბევრი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა ბავშვის მიმართ სრული გულგრილობა გამოიჩინა და მის გადასარჩენად არაფერი გააკეთა.

***

დროთა განმავლობაში კარტერის მისამართით კრიტიკული განცხადებებისა და აღშფოთებული წერილების რაოდენობამ მოიმატა. გამომცემლები მასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობდნენ, კოლეგებმა და მეგობრებმაც კი ზურგი აქციეს. ფოტოკორესპონდენტს ბრალს სდებდნენ, რომ სუდანის ტრაგედია და პატარა ბავშვის სიკვდილი ფულისა და პოპულარობისთვის გამოიყენა. კევინი საყვარელი საქმისა და საარსებო წყაროს გარეშე დარჩა და მძიმე დეპრესიაში ჩავარდა. მალე მის ცხოვრებაში ალკოჰოლი და ნარკოტიკები გაჩნდა.

***

კარტერმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყა პატარა, რომელიც თავის ყველაზე ცნობილ ფოტოზე აღბეჭდა და როდესაც მისი ერთადერთი მეგობარი, რომელიც ბოლომდე მხარს უჭერდა, გარდაიცვალა, კევინმა ვეღარ გაუძლო...

1994 წლის 27 ივლისს კევინმა დაახლოებით საღამოს 9 საათზე მანქანა პატარა მდინარესთან გააჩერა, გამონაბოლქვის მილი მანქანის სალონს შეუერთა და გაიგუდა.

სიკვდილის წინ დატოვებულ წერილში კევინი წერდა: „დავიღალე უტელეფონოდ, უფულოდ, კომუნალური გადასახადებით, ვალებით.. ყველგან ფულია საჭირო!!!! მკვლელობებზე, ტკივილზე, ბოროტებაზე მოგონებები არ მასვენებს.... ვდარდობ მშიერ და დაჭრილ ბავშვებზე. თუკი გამიმართლებს, კენთან (რედ. - გარდაცვლილი მეგობარი) მივდივარ“.

***

დებატები იმის შესახებ, უნდა გადაერჩინა თუ არა კევინ კარტერს ბავშვი, დღემდე გრძელდება. ფოტოჟურნალისტმა ჟოაო სილვამ, რომელიც სუდანის ექსპედიციაში კევინთან ერთად იმყოფებოდა, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სუდანში ჩასვლისას ჟურნალისტები მკაცრად გააფრთხილეს ადგილობრივ მოსახლეობასთან პირდაპირი კონტაქტის საფრთხის შესახებ. იმ დროს ქვეყანაში გავრცელებული სასიკვდილო ინფექციის გამო, მათ ადგილობრივებთან მიახლოებაც კი ეკრძალებოდათ, თუმცა კარტერის დევნა არც ამ განცხადების შემდეგ შეწყვეტილა.

***

რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, რომ კარტერის ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვი გოგონა კი არა, ბიჭი იყო, სახელად კონგ ნიონგი. ფოტოს გადაღების დღეს ის ცოცხალი გადარჩა, თუმცა 2008 წელს ციებ-ცხელებას შეეწირა.

ჟურნალისტის ხსოვნის პატივსაცემად ბრიტანულმა მუსიკალურმა ჯგუფმა Manic Street Preachers-მა შექმნა კომპოზიცია "კევინ კარტერი" დაარქვა, 2010 წელს შედგა პრემიერა ფილმისა The Bang Bang Club (რეჟისორი სტივენ სილვერი).


ესეც დაგაინტერესებთ:

10 ფოტო, რომელიც მილიონებად გაიყიდა

14 ფოტო, სადაც ბუნებამ ცივილიზაცია დაამარცხა

12 ფოტო 60-წლიანი შუალედით - რა ხდება პლანეტაზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები

ჰოტენტოტები - ხალხი, რომელიც ბუნება...

ჰოტენტოტები