საკნატუნო ამბები

10 ფოტო, რომელიც მილიონებად გაიყიდა

fun time

14:00 პარ. 4 თებერვალი, 2022 წელი

მილიონებად გაყიდული
ფოტოები

14
დაკოპირებულია

ზოგჯერ ფოტოგრაფები თავიანთი შემოქმედებით გვაოცებენ,  ზოგჯერ კი იმდენად არაფრით გამორჩეულ ნამუშევარს ქმნიან, რომ ძნელია მიხვდე, რატომ მიაჩნიათ ის შედევრად. ასეა თუ ისე, ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ იხილავთ, მილიონებად შეფასდა და გაიყიდა.

ფოტო №96 (1981 წ ) ავტორი - სინდი შერმანი. ფასი - 3 890 500 დოლარი.

სინდი შერმანი ამერიკელი მხატვარი და ფოტოგრაფია, რომელიც ცნობილია კონცეპტუალური ფოტოებით. შერმანის ნამუშევრები კარგად არის ცნობილი ხელოვნების მოყვარულთა შორის. თავად შერმანი საკუთარ თავს პერფორმანსის ოსტატს უწოდებს და კატეგორიულ უარს ამბობს ფოტოგრაფად აღიარებაზე.

სინდი შერმანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირად ღირებული ნამუშევარია 1981 წელს გადაღებული ფოტო №96. სურათზე ჩანს ჟღალთმიანი გოგონა, რომელიც ზურგზე წევს და სადღაც იყურება. შერმანის თქმით, ფოტო ღრმა მნიშვნელობისაა - მოზარდ გოგონას, რომელიც ერთდროულად მაცდურიცაა და უმანკოც, ხელში გაცნობის განცხადებების გაზეთის ნაგლეჯი უჭირავს.

ფოტო 2011 წელს, კრისტის აუქციონზე უცნობმა კოლექციონერმა შეიძინა.

რაინი II (1999 წელი). ავტორი - ანდრეას გურსკი. ფასი - 4 338 500 დოლარი

ანდრეას გურსკი ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფია. ფოტო ხელოვნების მოყვარულები მზად არიან მის ნამუშევრებში ზღაპრული თანხა გადაიხადოს. 1999 წელს გურსკიმ გადაიღო ფოტო „რაინი II“, რომელზეც აღბეჭდილია მდინარე რეინი მოღრუბლული ცის ქვეშ. მთლიანობაში გურსკიმ რაინის ექვსი ფოტო გადაიღო და მათ შორის, „რაინი II" ყველაზე დიდია.

ყველაზე საოცარი ისაა, რომ 4 მილიონად გაყიდული ფოტო ფოტოშოპით დამუშავებულია - თავდაპირველ ფონს ელექტროსადგური, პორტის ნაგებობები და ძაღლთან ერთად მოსეირნე მამაკაცი აფუჭებდა. გურსკიმ ფოტოდან „ზედმეტი“ საგნები გააქრო და მხოლოდ რაინი დატოვა.2011 წელს ნახატი კრისტის აუქციონზე, 4 338 500 დოლარად გაიყიდა.

ფოტოების კოლაჟი მისი უდიდებულესობისთვის (1973 წელი).

ავტორები გილბერტ პროში და ჯორჯ პასმორი. ფასი - $3,765,276

ბრიტანელი მხატვრები გილბერტ პროში და ჯორჯ პასმორი პერფორმანსული ფოტოგრაფიის ჟანრში მუშაობენ. დუეტს პოპულარობა მოუტანა სამუშაომ, სადაც ისინი ცოცხალ ქანდაკებებს განასახიერებდნენ.

მათი 1973 წელს გაკეთებული ფოტოების კოლაჟი 2008 წელს აუქციონზე 3,765,276 დოლარად გაიყიდა. მყიდველი უცნობია.

„საუბრობენ დახოცილი მეომრები“ (1992 წელი). ავტორი - ჯეფ უოლი. ფასი -$3,666,500

კანადელი ფოტოგრაფი ჯეფ უოლი ცნობილია თავისი მსხვილი ფორმატის ფოტოებით. მხატვრის „სავიზიტო ბარათია“ გამჭვირვალე ფონზე ბეჭდვის ტექნიკა.

„საუბრობენ დახოცილი მეომრები” ჯეფ უოლის ყველაზე ცნობილი ფოტოა. ფოტო გადაღებულია 1992 წელს ავღანეთში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება, ფოტოზე აღბეჭდილი ყველა ადამიანი მსახიობია.

უსახელო (კოვბოი) (2001–2002 წ.). ავტორი რიჩარდ პრინსი. ფასი - 3 401 000 დოლარი

რიჩარდ პრინსი მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ამერიკელ მხატვრად ითვლება. სამმა ფოტომ მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა და მათ შორის ერთ-ერთი "კოვბოია".

ფოტო, რომელიც სპეციალურად Marlboro-ს სარეკლამო კამპანიისთვის შეიქმნა, 2007 წელს კრისტის აუქციონზე გაიყიდა.

99 ცენტი (2001 წ.). ავტორი ანდრეას გურსკი. ფასი - $3,346,456

ეს ფოტო 2007 წელს უკრაინელმა მილიარდერმა ვიქტორ პინჩუკმა კიევის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისთვის 3,346,456 დოლარად შეიძინა.

ფოტოზე მოჩანს სუპერმარკეტი, სადაც სამომხმარებლო საქონელია განთავსებული. რა თქმა უნდა, გურსკიმ სურათი ფოტოშოპით დაამუშავა, რომ ზედმეტი დეტალების მოეცილებინა.

ლოს ანჯელესი (1998 წ.) ავტორი ანდრეას გურსკი. ფასი - 2,941,755 დოლარი

ანდრიას გურსკის კიდევ ერთ ფოტოზე ლოს-ანჯელესის ღამის პეიზაჟი მოჩანს. ის განასახიერებს თანამედროვე სამყაროს და მასში ადამიანის ადგილს. მხატვრის ჩანაფიქრით, ადამიანი ამ ფოტოს მთავარი გმირია.

ტბა მთვარის შუქზე (1904 წ.) ავტორი ედვარდ სტეიხენი. ფასი - 2,928,000 დოლარი

იმპრესიონისტი მხატვარი ედვარდ სტეიხენი მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან ჰოლივუდის ცნობილი სახეების პორტრეტების სერია შექმნა, მოგვიანებით კი დოკუმენტური კინოს გადაღება დაიწყო, რისთვისაც რამდენიმე ოსკარი მიიღო.

სტეიხენის ყველაზე ცნობილი ფოტო „ტბა მთვარის შუქზე, თავდაპირველად შავ-თეთრი იყო, შემდეგ ტბამ სინათლისადმი მგრძნობიარე ჟელეს გამოყენებით ფერი შეიძინა სტეიხენის მიერ. მანამდე ასეთი ტექნოლოგია არავის გამოუყენებია, ამიტომ სურათი შეიძლება მსოფლიოში პირველ ფერად ფოტოდ ჩაითვალოს.

უსათაურო №153 (1985 წ.) ავტორი სინდი შერმანი. ფასი - 2 770 500 დოლარი

ეს სინდი შერმანის შემოქმედების კიდევ ერთი საუკეთესო მაგალითია. ფოტოზე გამოსახულია გარდაცვლილი ქალი მოლურჯო-ნაცრისფერი თმით. მისი შუშად ქცეული თვალები ზისკენ იყურება. მიუხედავად იმისა, რომ ფოტო მნახველზე საშინელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ის აუქციონზე 2 770 500 დოლარად გაიყიდა.

ბილი კიდი (1879–80). ავტორი უცნობია. ფასი - 2 300 000 დოლარი

ბილი კიდი ამერიკელი კრიმინალი იყო, რომელსაც ბრალი 21 ადამიანის მკვლელობაში ედებოდა. ველური დასავლეთის ერთ-ერთი შტატის გუბერნატორმა მისი დაჭერისთვის დიდი ჯილდო დანიშნა.

ფოტოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის ბილი კიდის ერთადერთი გამოსახულება. ის 2011 წელს, აუქციონზე კოლექციონერმა უილიამ კოხმა შეიძინა და 2 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.

📸

2021 წლის საუკეთესო ფოტოები

ფოტოები, რომლებიც სამყაროს სხვა თვალით დაგანახვებთ

ფოტოები, სადაც ბუნებამ ცივილიზაცია დაამარცხა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის