„ძლიერი მოქცევის შვილები“ - 2021 წლის საუკეთესო ფოტოები
15:00 სამ. 4 იანვარი, 2022 წელი

დღეს წარმოიდგენთ იმ ფოტოებს, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს ბუნებისა და ეკოლოგიის პრობლემებს.
ეს შეფასება და აღიარება კი მათ მოიპოვეს კონკურსში „ბუნების საუკეთესო ფოტოგრაფი“, რომელიც ზედიზედ, მე-14 წელია, იმართება. კონკურსის მიზანია, კლიმატის ცვლილების პრობლემებზე ყურადღბის გამახვილება და ამ რთულ პირობებში კაცობრიობის გადარჩენის გზების ძიება.
2021 წლის კონკურსის გამარჯვებულები სწორედ ამ დღეებში გლაზგოში მიმდინარე გაეროს კლიმატის სამიტზე გამოაცხადეს. ნახეთ რამდენიმე მათგანი:
„ძლიერი მოქცევის შვილები“, ფოტოგრაფი ანტონიო არაგონ რენუნსიო, ესპანეთი
ფოტომ, რომელზეც განას სანაპიროზე, დანგრეულ სახლში მძინარე ბიჭია აღბეჭდილი, ჟიურის ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა და კონკურსში გაიმარჯვა.
ფოტოზე აღბეჭდილი შენობა განის ერთ-ერთ პლაჟზე მდებარეობდა, მაგრამ ის სანაპიროს ეროზიამ დაანგრია. ფოტოს ავტორი ცდილობს, დასავლეთის ყურადღება აფრიკის ქვეყნებში ზღვის დონის აწევის პრობლემას მიაპყროს, რაც ათასობით ადამიანს საკუთარი სახლის დატოვებას აიძულებს.
„ინფერნო“, ფოტოგრაფი ამაან ალი, დელი, ინდოეთი
ინდოეთის დედაქალაქ დელის გარეუბანში, იამუნა გატის რაიონში მცხოვრები ბიჭი საკუთარ სახლთან ახლოს, ტყის ხანძარს ებრძვის.
„ბრძოლა გადარჩენისთვის“, ფოტოგრაფი აშრაფული ისლამი, ბანგლადეში
ცხვრის ფარა გვალვისგან დახეთქილ მიწაე ბალახს ეძებს. ბანგლადეშის საშინელი გვალვები საფრთხეს უამრავი ცხოველის სიცოცხლეს უქმნის.
„უკანასკნელი ამოსუნთქვა“, ფოტოგრაფი კევინ ოჩიენგ ონიანგო, ნაირობი, კენია
ამ ფოტოს კადრი დადგმულია, თუმცა ის ზუსტად წარმოაჩენს ბუნების როლს ადამიანის ცხოვრებაში. ბიჭი ქვიშის ქარიშხლის დროს ჟანგბადს მცენარიდან იღებს.
„მწვანე ბარიერი“, ფოტოგრაფი სანდიპანი ჩატოპადაი, ინდოეთი
მუსონების სეზონი და გვალვა ინდოეთში, მდინარე დამოდარზე წყალმცენარეების აყვავებას იწვევს. მცენარეები ხელს უშლიან წყლის ზედაპირზე მზის სხივების მოხვედრას და ართულებენ ჟანგბადის შეწოვას, რაც ყველა ცოცხალი ორგანიზმის და რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
„წყალდიდობა“, ფოტოგრაფი მაიკლ ლაპინი, იტალია
ძლიერი წვიმის და ხეობაში თოვლის დნობის შედეგად მდინარე პანაროას ადიდების დროს საცხოვრებელი სახლი მდინარეში აღმოჩნდა.
„თევზაობა მდინარეზე“, ფოტოგრაფი აშრაფული ისლამი, ბანგლადეში
ბანგლადეშის მდინარეებში წყალმცენარეებისა და ხავსის სიუხვე უამრავ თევზს იზიდავს. შესაბამისად, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში თევზაობა შემოსავლისა და საარსებო წყაროს ძირითად წყაროს წარმოადგენს.
„საკმევლის ჩხირების გაშრობა“, ფოტოგრაფი აზიმ ხან რონი, ჰანოი, ვიეტნამი
ჰანოის ახლოს მდებარე დასახლება კუან ფუ კაის საკმევლის სოფლის სახელით იცნობენ. აქ მცხოვრები ვიეტნამელები საკმევლის ჯოხებს საუკუნეების მანძილზე ამზადებდნენ. საკმეველი ვიეტნამის სულიერი ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩხირების წარმოებაში კი ასობით ადამიანია ჩართული.
„პლასტმასით მოვარაყებული გარემო“, ფოტოგრაფი სუბრატას დეი, ბანგლადეში
ფოტო გადაღებულია ჩიტაგონგის პროვინციაში, პლასტმასის გადასამუშავებელ ქარხანაში. გადამუშავება აუცილებელია დაბინძურებისა და სათბურის გაზების გამოყოფის შესამცირებლად.
„სუფთა ენერგია“, ფოტოგრაფი პედრო დე ოლივეირა სიმოშ ესტევეში, პორტუგალია
ქარის გენერატორები მზის ჩასვლისას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან