საკნატუნო ამბები

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული სოფელი

fun time

14:00 ოთხ. 17 აპრილი, 2024 წელი

სოფელი ობერამერგაუ

14
დაკოპირებულია

ობერამერგაუ (Oberammergau) პატარა ალპური სოფელია ბავარიის მხარეში. სოფელში მხოლოდ რამდენიმე ვიწრო ქუჩაა, მაგრამ თითოეული სახლი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია - ოსტატურად შესრულებული ტრადიციული ბავარიული ორნამენტები, ზღაპრების სცენები და ბიბლიური სცენები აღფრთოვანებას იწვევს.

სახლების მოხატვის უჩვეულო ტექნიკა ადგილობრივმა მხატვარმა, ფრანც ცვინკმა გამოიგონა. თავდაპირველად მან საკუთარი სახლის კედლები მოხატა, თანაც ისე ლამაზად, რომ მალე კართან შეკვეთის მსურველთა დიდი რიგი დაუდგა.

გთავაზობთ მცირე ექსკურსს სოფელში, რომელიც ბავარიის ალპების მთისწინეთში, მიუნხენიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს.

ობერამერგაუში ნახატების ერთ-ერთი თემა ზღაპრის მოტივებია. აი, მაგალითად, სიუჟეტი „წითელქუდადან“ და "ბრემენელი მუსიკოსებიდან.“

სოფელი კედლის მხატვრობის გარეშეც ძალიან ლამაზია.

უჩვეულოდ მოხატულ სახლებს ბინადრებიც უჩვეულო ჰყავს. მაგალითად, ამ სახლში თავის ქალების, რქებისა და ცხოველების ტყავების კოლექციონერი ცხოვრობს.

ამ სახლში კი მე-18 საუკუნის ბოლოს ექიმი ცხოვრობდა, ახლა ეს მრავალბინიანი საცხოვრებელია.

ამ სახლის აბრა გვამცნობს, რომ აქ გერმანელი მწერალი, ლუდვიგ თომა ცხოვრობდა.

ქალაქის უძველესი სასტუმრო, რომელიც 1612 წელს აშენდა და დღემდე ერთი ოჯახის შთამომავლებს ეკუთვნის.

ნახატების მეორე თემა ბიბლიური სცენებია.

დიახ, მსგავსი ნახატები შეიძლება ბავარიის ბევრ ქალაქში ნახოთ, მაგრამ ობერამერგაუში ყველა ფრესკა და ნახატი გამორჩეულია.

ესეც საინტერესოა:

მსოფლიოს 6 ულამაზესი სოფელი

ლავენჰემი - დახრილი სახლების სოფელი ინგლისში

უსახლკაროების სოფელი შოტლანდიაში



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?