არის თუ არა დამოკიდებული პენისის ზომა მამაკაცის რასაზე?
23:00 შაბ. 13 მარტი, 2021 წელი
მეცნიერებმა იპოვეს პასუხი ამ საინტერესო კითხვაზე...
კავშირი მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომასა და რასას შორის, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მითია. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ყველაზე მეტად აფრიკული წარმოშობის მამაკაცებს გაუმართლათ, ყველაზე ნაკლებად - აზიელებს, ხოლო ევროპული წარმოშობა სტაბილურ საშუალო ზომას უზრუნველყოფს.
ეს ჰიპოთეზა კვლევებმა დაადასტურა.
2013 წელს გამოცემაში „პიროვნება და პიროვნული ნიშნები" გამოქვეყნდა 113 ქვეყანაში მცხოვრებ მამაკაცთა სასქესო ორგანოს შესწავლის შედეგები.
კვლევამ დაადასტურა, რომ აფრიკული წარმოშობის მამაკაცების სასქესო ორგანოს საშუალო სიგრძეა 16,07 სმ, ევროპელ მამაკაცების - 14,05 სმ, ხოლო აზიელების - 10,95 სმ.
როგორც ჩანს, ყველაფერი დადგენილ სურათში ჯდება და ეჭვის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ არის ერთი პატარა ნიუანსი, რომელიც კვლევის შედეგებს მთლიანად აცამტვერებს - აღმოჩნდა, რომ მეცნიერებმა ეს მონაცემები თავად მამაკაცების ნათქვამის მიხედვით შეადგინეს და არავის არაფერი გაუზომავს!
მიიჩნევა, რომ მამაკაცი, თუნდაც ანონიმურობის პირობით, სასქესო ორგანოს ნამდვილ ზომას გაზვიადების გარეშე არ დაასახელებს. ამასთან, ბევრმა სწორად გაზომვაც არ იცის, თუმცა რეალური კვლევის შედეგები მაინც არსებობს და ის ბრაზილიელმა მედიკოსებმა საგანგებოდ „იმპოტენციის კვლევის საერთაშორისო ჟურნალისთვის“ ჩაატარეს.
მკვლევარებმა თავად გაზომეს და შეისწავლეს 18-დან 86 წლამდე 627 მამაკაცის სასქესო ორგანო. მოხალისეებს შორის, როგორც აფრიკული, ისე ევროპული და აზიური წარმოშობის მამაკაცები იყვნენ.
შრომატევადი სამუშაოს შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აფრიკული რასის მამაკაცის სასქესო ორგანოს საშუალო ზომა 16,5 სმ-ია, ევროპელის - 15,6 სმ.; აზიელი მამაკაცების სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ „აფრიკელები“ისევ იმარჯვებენ, შუალედი არც ისე კრიტიკულია.
ყველაზე საინტერესოა, რომ მამაკაცები სულაც არ აღმოჩნდნენ ტრაბახის მოყვარულები. ცხადია, რომ 2013 წელს ჩატარებულ კვლევაში, როდესაც ძლიერ სქესს სიტყვაზე ენდნენ, მაჩვენებელი რეალურზე უფრო დაბალია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან