ბევრი სექს-პარტნიორი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა? - კვლევის შედეგები
23:00 სამ. 23 თებერვალი, 2021 წელი
მკვლევართა ცნობით, ისინი, ვისაც 10 და მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყოლია, სიმსივნით დაავადების მაღალი რისკის წინაშე დგანან. ქალების შემთხვევაში რისკი ორმაგდება. კაცების შემთხვევაში კი, დაავადების ალბათობა 70%-ით იზრდება.
„საინტერესოა, რომ მამაკაცებთან შედარებით ქალებში სიმსივნის რისკი უფრო მაღალია. ბევრი სექსუალური პარტნიორი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა რისკს ზრდის, რაც შესაძლოა, კიბოს გამომწვევ მიზეზად იქცეს“, - ამბობს კემბრიჯის სპორტისა და სავარჯიშო მეცნიერების ცენტრის კვლევის დირექტორი ლი სმიტი.
კვლევისთვის, რომელიც 2012-2013 წლებში ჩატარდა და 13 თებერვალს ჟურნალ BMJ Sexual & Reproductive Health-ში გამოქვეყნდა, 5,700-ზე მეტი მონაწილე გამოიკითხა. მონაწილეებს ჰკითხეს, რამდენი სექსუალური პარტნიორი ჰყავდათ ცხოვრების განმავლობაში. პასუხები კიბოთი დაავადებულების შედეგებთან დააკავშირეს.
მონაწილეთა საშუალო ასაკი 64 წელი იყო. ოთხიდან, დაახლოებით, სამი დაქორწინებული იყო. მამაკაცთა, დაახლოებით, 28% და ქალების 41% ამბობდა, რომ ქალწულები იყვნენ ან მხოლოდ ერთი სქესობრივი პარტნიორი ჰყავდათ. ხოლო, მამაკაცების 22% და ქალების, დაახლოებით, 8% აღნიშნავდა, რომ 10 ან მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყოლია.
„აღსანიშნავია, რომ ისინი, ვისაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა, ეწეოდა სიგარეტს, სვამდა ალკოჰოლს, რაც, ასევე, სიმსივნის რისკს ზრდის. საალბათოა, რომ ამათი კომბინაცია კიდევ უფრო საშიშია“, - ამბობს სმიტი.
პაპილომავირუსი დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის, პირის ღრუს, ანალური და პენისის კიბოებთან, ხოლო B და C ჰეპატიტები დაკავშირებულია ღვიძლის კიბოსთან. სავარაუდოდ, სხვა ვირუსები შეიძლება დაკავშირებული იყოს კიბოს სხვა ფორმებთან.
მოსახელობის სექსუალური ჯანმრთელობა, მის ირგვლივ დღემდე არსებული ტაბუს გამო, ბოლომდე შესწავლილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევაც არასრულყოფილია, გარკვეულ ინფორმაციას მაინც გვაძლევს.
წყარო: www.webmd.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან