+18

ქალიშვილობა, როგორც მითი, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს

fun time

23:00 ოთხ. 3 თებერვალი, 2021 წელი

რატომ არის ქალწულობა მითი

14
დაკოპირებულია

XXI საუკუნეშიც კი არსებობენ ქალები, რომლებიც მომავალი ქმრებისთვის თვალის ახვევის მიზნით, ჰიმენოპლასტიკას (საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაცია) იტარებენ. 

ქალწულობის ცნება გოგონების შემთხვევაში არქაულ მნიშვნელობის მატარებელია. ქალწულობა ასოცირდებოდა გოგონას სიწმინდესთან, მის გულუბრყვილობასა და გამოუცდელობასთან. რა თქმა უნდა, ეს ტერმინი გამოიყენებოდა მხოლოდ პენისის მონაწილეობით მიმდინარე ჰეტეროსექსუალური სქესის კონტექსტში.

დღეს მსოფლიო შეიცვალა და ცივილიზებულ ქვეყნების უმეტესობაში ნორმის კონცეფცია გაფართოვდა. ბევრისთვის ქალწულობის ცნებამ მნიშვნელობა დაკარგა და ფიქრობს, რომ დროა მსოფლიომ ამაზე უარი თქვას.

მოდით გავერკვეთ, რა არის ქალიშვილობა?

აქ პასუხები ორად იყოფა:

1) ეს არის საქალწულე აპკის არსებობა;
2) ეს არის სექსუალური გამოცდილების არარსებობა.

საქალწულე აპკი არის ბიოლოგიური მემბრანა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს საშოს გარე შესასვლელს. ეს, უბრალოდ, შემაერთებელი ქსოვილის მცირე ნაოჭია, რომელსაც ფიზიოლოგიური ფუნქციაც კი არ აქვს. ზოგჯერ, პენისის მონაწილეობით მიმდინარე პირველი სქესობრივი აქტის დროს, საქალწულე აპკის შეიძლება დაირღვეს ან გაიჭიმოს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება.

საქმე ისაა, რომ ბევრი გოგონა საქალწულე აპკის გარეშე იბადება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ აპკს ბიოლოგიური ფუნქცია არ აქვს, ამიტომ მცირე ზარალია.

საქალწულე აპკი შეიძლება იყოს ელასტიური ან უხეში, ძალიან თხელი ან პირიქით, საკმაოდ სქელი. მისი დაზიანება საკმაოდ მარტივია და ამის მიზეზი შეიძლება გახდეს მასტურბაცია, გინეკოლოგიური გამოკვლევა, ტამპონი, ცხენოსნობა ან ტანვარჯიში.

ახლა განვიხილოთ მიდგომა, რომელშიც ქალწულობა განიხილება, როგორც „სექსუალური გამოცდილების არარსებობა“. ვიკიპედია ამას შემდეგნაირად განმარტავს: „ტრადიციულად, ქალწულებს უწოდებენ გოგოებს, რომლებსაც სქესობრივი კავშირი შეღწევით არ განუცდიათ".

მაგრამ დღევანდელ სამყაროში სექსუალური კონტაქტი აუცილებლად პენისი საშოში შეღწევას არ ნიშნავს. თუ ვიმსჯელებთ, რომ ქალიშვილობა შემავალი სექსის არარსებობაა, მაშინ როგორ უნდა შეფასდეს ორალური სექსი ან ორმხრივი მასტურბაცია? ეს ქვესექსია?

გოგონა, რომელიც, შემავალის ნაცვლად, სხვა ტიპის სექსითაა დაკავებული, მთელი ცხოვრება ქალწულია?

თუ ვივარაუდებთ, რომ პარტნიორთან ნებისმიერი სექსუალური გამოცდილება ქალწულობის დაკარგვას ნიშნავს, უნდა დავასკვნათ, რომ ტანსაცმელში პეტინგი უკვე ქალწულობასთან დამშვიდობებაა? ბოლოს და ბოლოს, სად არის ის საზღვარი, რომელიც ინტიმურ გამოცდილებას სექსად აქცევს? როდის იქცევა გოგონა ქალად?

ქალწულობის შეფასება, როგორც ჰეტეროსექსუალური შეღწევადობა, ჩვენი დროისთვის არასაკმარისია. ამასთან საინტერესოა, ქალიშვილობა წმინდა ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, თუ უფრო სულიერი მდგომარეობა?

ქალიშვილობა ისტორიულ კონტექსტში


ისტორიულ კონტექსტში ქალიშვილობა ყოველთვის იყო ქალის, მისი სხეულისა და სექსუალობის მანიპულირების გზა: მას ყიდიდნენ და ყიდულობდნენ, ამასთან უბიწო პატარძლის „ფასი“ უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვების.
ქალი, რომელიც საწოლში იმყოფებოდა მამაკაცთან, რომელიც მისი ქმარი არ იყო, ბინძურად მიიჩნეოდა. ბევრ ტრადიციულ საზოგადოებაში მას განდევნიდნენ. ის კარგავდა ოჯახის შექმნისა და შვილების გაჩენის შესაძლებლობას და ზოგჯერ, მთლიანად იდევნებოდა საზოგადოებიდან.

ძველ რომში ვესტალკები (ქალები რელიგიურ მსახურებაში იყვნენ) ვალდებულები იყვნენ, მსახურების დასრულებამდე შეენარჩუნებინათ უბიწოება. გოგონას, რომელიც ქალიშვილობას მსახურების დასრულებამდე კარგავდა, ცოცხლად მარხავდნენ.

ინდონეზიაში, გოგონებს, რომლებიც პოლიციაში მსახურობენ, დღემდე ქალწულობაზე ტესტებს უტარებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ, შეზღუდვებზე, რომლებსაც არაბული ქვეყნების ქალებს უწესებენ.

ქალწულობის იდეა ხელსაყრელია მხოლოდ პატრიარქალური საზოგადოებისთვის, როგორც ქალის სექსუალობის შეზღუდვის კიდევ ერთი გზა. თანამედროვე კულტურაში ჯერ კიდევ არსებობს მითი, რომ ქალწულობის დაკარგვა ცვლის ქალის პიროვნებას.

სავარაუდოდ, პირველი სექსი მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრებათ, მაგრამ სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ თუ არა, ეს მხოლოდ თქვენი საქმე და გადასაწყვეტია.

არავის აქვს უფლება გიკარნახოთ, როგორ უნფა შეაფასოთ საკუთარი ინტიმური ცხოვრება. თქვენი სხეული მხოლოდ თქვენ გეკუთვნით.

ფოტო: Ava Sol


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში