+18

ქალისთვის სიგრძე მნიშვნელოვანია, ოღონდ არა იმის, რაც თქვენ გაიფიქრეთ

fun time

23:45 სამ. 2 ნოემბერი, 2021 წელი

რა მოსწონთ ქალებს?

14
დაკოპირებულია

როგორც ჩანს, მეცნიერებმა კიდევ ერთი პარამეტრი გამოთვალეს, რის გამოც შეიძლება, ზოგიერთ კაცს კომპლექსები გაუჩნდეს...

რა სჭირდება კაცს ლამაზი ქალების მისაზიდად? პასუხი, ერთი შეხედვით, მარტივია: დაკუნთული პრესი, დახვეწილი მანერები და მაღალი ხელფასი. მაგრამ, ამ ყველაფრის „თავმოყრა“ არცთუ ისე ადვილია - პრესის დასაყენებლად უნდა ივარჯიშონ, მანერების დახვეწა უნდა და სამსახური უნდა მოძებნონ. ამგვარ მსხვერპლზე წასასვლელად კი ბევრი კაცი მზად არ არის ან უბრალოდ, ეზარებათ.

მაგრამ, მათ გასახარად, ბოლო დროს მეცნიერები კაცური მიმზიდველობის ფენომენს განსაკუთრებული ბიოლოგიური პროცესებით ხსნიან, რომლებზეც ზემოქმედება კაცებს არ შეუძლიათ - ნუ, რომ შეძლოთ, რა თქმა უნდა, გაიხარებდნენ, მაგრამ...

მაგალითად:

  • არსებობს ვერსია ფერომონებზე, რომლებიც, რაც არ უნდა აკეთონ კაცებმა, ქალებს ან მოსწონთ ან არა;
  • კიდევ არსებობს თეორია, რომლის მიხედვით ქალები უპირატესობას ისეთ კაცებს ანიჭებენ, რომლებიც მათ ძმებს ან მამებს ჰგვანან;

ახლა კი მეცნიერებმა ევოლუციურ-ფატალური წარმოშობის ახალი ვერსიიით გაგვაოცეს და ამჯერად საქმე კიდურებამდე მივიდა.

მაშ ასე, კვლევის შედეგი ერთ-ერთმა ბრიტანულმა სამეცნიერო ონლაინგამოცემამ გამოაქვეყნა. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, კვლევა რამდენიმე რთული ეტაპისგან შედგებოდა.

თავდაპირველად კემბრიჯელმა მეცნიერებმა გაზომეს 9 000 სამხედრო. ყველაზე მეტად მათ აინტერესებდათ სხვადასხვა კიდურების და სხეულის თანაფარდობა.

შემდეგ კვლევაში მონაწილეების სხეული კომპიუტერში შეუცვალეს: მაგალითად, ზოგს ხელები დაუგრძელეს, ზოგს ტანი დაუმოკლეს და შედეგად მიღებული სურათები რამდენიმე ათას ჰეტეროსექსუალ ქალს წარუდგინეს.

👉 და აი, ყველა ქალმა ერთი ევოლუციური იმპულსით განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მოსწონთ კაცები, რომლებსაც აქვთ გრძელი, არც მეტი, არც ნაკლები, ფეხები! (აშკარად სხვა მოლოდინი გქონდათ, არა?)

ქალების ამგვარ ლტოლვას მეცნიერები იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ზოგიერთი მემკვიდრეობითი დაავადება - მე-2 ტიპის დიაბეტი, გულის დაავადება, მაღალი წნევა - დამახასიათებელია მოკლე ფეხების მქონე ადამიანებისთვის. ხოლო გვერდით ჯანმრთელი მამაკაცის ყოლის სურვილი, მასავით ჯანმრთელი შთამომავლობის შესაქმნელად, ჯერ კიდევ ცივილიზაციის ვერანაირმა მიღწევამ ვერ გააუქმა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში