+18

პირველი ინტიმური ფოტოები საბჭოთა კავშირში

funtime

23:00 პარ. 4 ივნისი

საბჭოთა ნიუ - რიმანტას
დიხავიჩიუსის ფოტოები
14
დაკოპირებულია

„ქალები არ არიან ადამიანები. ისინი გაცილებით უკეთესი ქმნილებები არიან“, - ფოტოგრაფი რიმანტას დიხავიჩიუსი.

ტოტალური ცენზურის ეპოქაში რიმანტას დიხავიჩიუსი (Rimantas Dichavičius) პირველი აღმოჩნდა, ვინც ნიუს ჟანრში ოფიციალური ფოტოალბომი გამოუშვა. ფოტოგრაფმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. ალბომმა კი მთელი მსოფლიო შემოიარა. იაპონელები მზად იყვნენ, შეეძინათ მილიონი ეგზემპლარი სპეციალისტების ვიწრო წრისთვის.

ლიტველი ფოტოხელოვანი რიმანტას დიხავიჩიუსი 1937 წლის პირველ მარტს დაიბადა. ბავშვობაში მშობლებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს. დედა მალევე დაეღუპა და ბავშვთა სახლში იზრდებოდა.
1963 წელს სამხატვრო ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ კი ჟურნალებისა და წიგნების გაფორმებაზე დაიწყო მუშაობა. ქმნიდა პლაკატებსა და სარეკლამო გრაფიკებს.

1987 წელს მოსკოვში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარადგინა თავისი ალბომი „ყვავილები ყვავილებს შორის“. ეს იყო პირველი ოფიციალური გამოცემა „ნიუს“ ჟანრში საბჭოთა კავშირში.

„ჩემი წიგნი ხუთი წელი მაკეტივით იდო. შემდეგ მივიღე მისი გამოცემის უფლება პრეზიდენტისგან. დღემდე ინახება ამ ალბომის სატიტულო ფურცელი. მასზე 8 ბეჭედია. ალბომი ოთხჯერ დაიბეჭდა. ჩემი ალბომიდან ჟურნალისტის ცენტრალურ სახლში გამოფენაც მოეწყო, რომელსაც ყოველდღიურად 20 ათასი ადამიანი სტუმრობდა“, - ჰყვებოდა დიხამიჩუსი.
მოგვიანებით ალბომი მოხვდა პარიზში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, ვარშავასა და პრაღაში.

ფოტოგრაფი თავად მუშაობდა როგორც ალბომში ფოტოების დაბეჭდვაზე, ასევე, ტექსტებსა და დიზაინზე. მან უმაღლესი ოსტატობით შექმნა მგრძნობიარე კადრები, რომლებიც დღემდე ემსახურება უმაღლესი კლასის ფოტოხელოვნებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 რამ, რაც სექსის შემდეგ აუცილებლად...

5 რამ, რაც სექსის შემდეგ
აუცილებლად უნდა გააკეთოთ

ქალის ვირტუოზულად გახდის 6 წესი

ქალის გახდის წესები

სრულყოფილი სექსი არ არის მხოლოდ საშ...

სექსიში მრავალფეროვნება

ქვაში გაცოცხლებული სექსუალური ფანტა...

პარკი Jeju Loveland

5 მითი სექსის შესახებ, რომელიც ხელს...

5 მითი სექსის შესახებ

სექსის 11 დაუწერელი წესი

სექსის წესები

ეროტიკული ფოტოს ოსტატი

ოტოგრაფი ფიოდორ შმიდტი

რას გვირჩევს სექსოლოგი, როცა სქესობ...

ნაადრევი ეაკულაცია

8 ნიშანი, რომელიც მიგახვედრებთ, რომ...

ეგოისტი კაცი საწოლში