სექსი და იუმორი - 6 რამ, რაზეც საწოლში არ უნდა იხუმროთ
23:00 ორშ. 29 მარტი, 2021 წელი
ინტიმური სიახლოვე ორი ადამიანის ურთიერთობის ამაღელვებელი მომენტია, მაგრამ ერთმა უადგილო ხუმრობამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.
სექსის დროს შეიძლება ყველაფერი მოხდეს, თანაც ყველაზე შეუფერებელ დროს. ამის მიუხედავად, საწოლი ის ადგილია, სადაც უმჯობესია სიცილისგან თავი შეიკავოთ. მათ შორის, იმ დროსაც, როცა ნერვიულობისგან გეცინებათ.
რა თქმა უნდა, ჩვენი რჩევების უმეტესობა აქტუალურია ურთიერთობის დასაწყისში, მაგრამ დაცინვამ და სარკასტულმა კომენტარებმა შეიძლება, დიდი ხნის პარტნიორსაც კი გული ატკინოს.
1. პარტნიორის ფიზიოლოგიური მახასიათებლები
შეიძლება, თქვენს პარტნიორს სახალისო ფიზიოლოგიური თავისებურება აქვს - მაგალითად, გაღუნული ფეხები, თმის საფარი მხოლოდ ერთ ფეხზე, ბეტმენის ნიშანივით განლაგებული ხალები და ა.შ., მაგრამ ფიზიოლოგიური მახასიათებლების თემა იმდენად დელიკატურია, რომ უმჯობესია, სექსის დროს ამაზე საუბრისგან თავი შეიკავოთ. სავარაუდოდ, მან ისედაც იცის საკუთარი თავისებურებების შესახებ და შეიძლება მათ გამო თავს უხერხულად გრძნობს.
2. ხმები
სექსი ხმების სამყაროა და ზოგი მათგანი, მართლაც, უხერხულად ჟღერს. ზოგჯერ უხერხულობის დასამალად ხმამაღლა გაცინება გვინდა, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოთ - ჯერ ერთი, ყურები მარტო თქვენ არ გაქვთ, თქვენს პარტნიორსაც ყველაფერი ესმის და ალბათ, თავს უხერხულად გრძნობს და მეორე - პროცესისგან ყურადღება სხვა თემებზე არ გადაიტანოთ და უხერხულობა რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყეთ.
დიახ, შეიძლება თქვენი პარტნიორი ორგაზმის დროს სახალისო ხმებს გამოსცემდეს - გახსოვდეთ, რომ ამ დროს ის მაქსიმალურად ღია და დაუცველია, ასე რომ, ეცადეთ ტაქტი გამოიჩინოთ. გარდა ამისა, შეიძლება, თავადაც ვერ აცნობიერებთ როგორ ხმებს გამოსცემთ კულმინაციის დროს, ამიტომ ეცადეთ, ეს პროცესი აღიქვათ როგორც ბუნებრივი და სრულიად ნორმალური რამ.
3. სქესობრივი კავშირის ხანგრძლივობა
ეს მამაკაცებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. თქვენი პირველი ინტიმური კავშირი ერთწუთიანიც რომ იყოს, ამაზე ხუმრობა, პარტნიორის დაცინვა და სარკასტული კომენტარები საჭირო არაა. ის ღელავდა და ნერვიულობდა (ისევე, როგორც თქვენ) და საკუთარ მარცხს აუცილებლად გამოასწორებს ან ძალიან ეცდება გამოსწორებას.
რა თქმა უნდა, თუ ეს რეგულარულად მეორდება, სპეციალისტთან მისვლაზე უნდა იფიქროთ, მაგრამ ამ საკითხის განხილვა ძალიან დელიკატურად უნდა მოხდეს.
არც საპირისპირო სიტუაციაშია რამე სასაცილო, როდესაც სექსი ძალიან დიდხანს გრძელდება - ამ შემთხვევაში პირდაპირ უნდა უთხრათ, რომ დაიღალეთ და პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზა შესთავაზოთ.
4. დაუნდობელი ბუნებრივი მოთხოვნილებები
არავინ არის დაზღვეული ყველაზე შეუფერებელ დროს ბუნებრივი მოთხოვნილებების სურვილის ან ხველების შეტევისგან. თუ ისეთი რამ დაგემართათ, რომ უხერხულობისგან არ იცით, რა გააკეთოთ, ნერვულ სიცილზე უკეთესი იქნება, თავი მოაჩვენოთ, რომ არაფერი მომხდარა. გამორიცხული არაა, რომ ვნებების მორევში ჩაძირულმა პარტნიორმა თქვენი მარცხი ვერც შენიშნა, ხოლო თუ შენიშნა, შემდეგ შეგიძლია ამაზე ერთად იცინოთ, ოღონდ მერე... იგივე ეხება იმ შემთხვევას, როდესაც უხერხულ სიტუაციაში თქვენი პარტნიორი აღმოჩნდა.
5. სექსუალური ფანტაზიები
თითოეული ჩვენგანის ინტიმური ცხოვრება ფანტაზიებით არის სავსე და ზოგჯერ, სიამოვნების მისაღებად, პარტნიორმა შეიძლება რაღაც მოულოდნელი გთხოვოთ. მაგალითად, ყველაზე ემოციურ მომენტში მუხლის მოფხანა. რა თქმა უნდა, უფრო ეგზოტიკური ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ თუ ეს არ გამცირებთ, არ შეურაცხგყოფთ ან თქვენთვის სრულიად მიუღებელი არაა, ამის განხილვა და ამაზე სიცილი არ ღირს. ... თქვენ შეგიძლიათ, დათანხმდეთ ან უარი თქვათ, შემდეგ კი დასკვნები გამოიტანოთ.
6. სახის გამომეტყველება
სექსის პროცესში კურიოზულ სიტუაციებზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ სახის გამომეტყველება ორგაზმის დროს - სიამოვნების მწვერვალზე ყველა უცნაურად გამოიყურება. შემთხვევით რომ არ გაგეცინოთ, უმჯობესია, უბრალოდ, არ შეხედოთ. დახუჭეთ თვალები და პროცესით ისიამოვნეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან