SEND NUDES: უსაფრთხო სექსთინგის 6 წესი
23:00 სამ. 19 იანვარი, 2021 წელი
ღამდება... გრძნობ შენს სხეულს, გრძნობ მასაც, ვისთვისაც მის გაზიარებას ისურვებდი. სექსუალური რაკურსით ათვალიერებ საკუთარ სხეულს, ხელში მობილურს იმარჯვებ. პოზირებ. აგზავნი. წკაპ და ის შენ აღარ გეკუთვნის. რა ხდება შემდეგ? აღგზნება? კარგი... დეტალები გამოვტოვოთ, მაგრამ როცა ყველაფერი დასრულდება, გონებაში ერთხელ მაინც გაგიელვებს - და რომ გაავრცელოს?
რა უნდა იცოდეთ უსაფრთხო სექსთინგის შესახებ
წესი 1: ჩამოჭერი სახე
არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურება შენი თმები ან მაკიაჟი. ნუდს სახე არ სჭირდება. ეს პირველი წესია. ყოველთვის.
წესი 2: ენდობი პარტნიორს?
სექსთინგი არ არის მხოლოდ „თვალისთვის წყლის დალევინება“. მნიშვნელოვანია, შეგეძლოს პარტნიორთან საუბარი და ენდობოდე მას. და ეს ორმხრივი უნდა იყოს. ასეთი ნდობა შეიძლება ფლირტის, სმისა და ცეკვის შემდეგ გაჩნდეს.
წესი 3: გამორთე iCloud ან Google Photos
თუ თქვენი ფოტოები ავტომატურად ზემოთ ხსენებულ პროგრამებში ზიარდება, გამორთეთ წვდომა, რათა თქვენი ნუდები საოჯახო ფოტოების გვერდით არ აღმოჩნდეს... ასევე, გათიშეთ WiFi ფოტოების გაგზავნამდე.
წესი 4: - იცოდე, როგორ მუშაობს შენი პროგრამები
რიგი პროგრამებისა ფოტოებს მობილურში ავტომატურად ინახავს, მათ შორის ინსტაგრამი, ვაიბერი, ვოთს აფი... ასე, რომ - იყავით ფრთხილად!
წესი 5: - დააყენე მობილურზე კოდი
ნებისმიერ შემთხვევაში, მობილურში პიკანტური ფოტოების არსებობისას, უკეთესია, თუ მათ დაცულობაზე იზრუნებ.
წესი 6: - გაიაზრე რისკები
არ დაგავიწყდეს, რომ სამყარო არაფრის გარანტიას არ გაძლევს. კიბერუსაფრთხოების ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, პირადი ფოტო-ვიდეო მონაცემები აბსულუტურად დაცული არაა. მაგალითისთვის, ჯეფ ბეზოსის გახმაურებული ამბავიც კმარა, როცა 2019 წლის დასაწყისში მისი პირადი ფოტოები და მესიჯები ჟურნალების ჰედლაინებად იქცა.
... მაგრამ გახსოვდეს - თუკი შენი პირადი მონაცემებით ვინმე ისარგებლებს, ამაში შენ დამნაშავე არ ხარ. ეს მხოლოდ შენი ნდობის ბოროტად გამოყენებაა.
თუ ყველაფერი გასაგებია და მეორე წესზეც დადებითი პასუხი გაქვს, რას ელოდები? 🤳
ფოტო John Rocha
სიახლეები ამავე კატეგორიიდან